ბანგლადეშის დროებით მთავრობას ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამედ იუნუსი უხელმძღვანელებს

ბანგლადეშის დროებით მთავრობას ნობელის პრემიის ლაურეატი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტმა პრემიერის მოვალეობის შესრულება მიკროფინანსირებისა და მიკროკრედიტირების ცნობილ სპეციალისტ, ეკონომისტ მუჰამედ იუნუსს დაავალა. ცერემონიას დაკაში უცხოელი დიპლომატები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის ყოფილი მეთაური შეიხ ჰასინა პოსტიდან 5 აგვისტოს, სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების ფონზე გადადგა, რომელიც მასობრივი არეულობებითა და მსხვერპლით დასრულდა. ამჟამად ის ინდოეთში იმყოფება.

მეტი...

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ხანძარია

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ხანძარია. ცეცხლი მეორად საბურავებს გაუჩნდა. საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მეხანძრეები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

მეტი...

მექსიკის პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩამოვა, მას არ დააკავებენ

მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მექსიკის ახალი ლიდერის კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე ჩამოვა, მას მექსიკელი სამართალდამცველები არ დააკავებენ. „ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ეს არაა ჩვენი საქმე“, – ციტირებს ობრადორს Reuters-ი. შეინბაუმის ინაუგურაცია 1 ოქტომბერს არის დაგეგმილი. პუტინი ფიცის დადების ცერემონიაზე ოფიციალურად მექსიკის ახალი პრეზიდენტის გუნდა მიიწვია. უკრაინის ხელისუფლებამ 7 აგვისტოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე მექსიკას პუტინის დაპატიმრება სთხოვა. რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი…

მეტი...

1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია – „ქართული ოცნების“ პრესსამსახური OCCRP-ის სტატიაზე

,,მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა – 1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია”, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) – ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შესახებ. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური…

მეტი...

25 წლის ბიჭი ავარიას ემსხვერპლა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავარიას, 25 წლის ბიჭი, თომა თანდილაშვილი ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ,,თომა, ვერ ვიჯერებ”; ,,საოცარი ბიჭი დააკლდა თბილისს”; ,,გული მიკვდება ვერ ვიჯერებ”, – წერენ კომენტარებში.

მეტი...

სემეკმა კომპანიები დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე კომპანიები დააჯარიმა. სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ენერგეტიკს“ და შპს „საჩხერის წყალკანალს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამურად, 50 000 ლარის გადახდა დაეკისრათ. სემეკის გადაწყვეტილებით სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 40 000 ლარით დაჯარიმდა. კერძოდ, კომპანიამ არ შეასრულა „მომსახურების ხარისხის წესებით“ გათვალისწინებული მოთხოვნები მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში სრული და ზუსტი ინფორმაციის ასახვასთან დაკავშირებით. სემეკმა შეისწავლა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების საკითხი. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ელექტრონულ ჟურნალში სრულად არ ასახავდა ელექტროენერგიის წყვეტების…

მეტი...

დონეცკის ქალაქ კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტზე თავდასხმას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტს დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ზოგიერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშ რჩება ,,ამ ტერორზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება,” – წერს ზელენსკი. თავდაპირველად დონეცკის ოლქის გუბერნატორმა ვადიმ ფალაშკინმა განაცხადა, რომ ქალაქი თავდასხმის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით კი თქვა, რომ მას რუსული Kh-38 რაკეტა ჩამოვარდა. ადგილობრივი გამოცემის, Novosti Donbassa-ს გავრცელებულ კადრებში ცეცხლმოკიდებული “ეკომარკეტის” შენობა ჩანს. ასევე დაზიანდა უმსხვილესი საფოსტო სამსახურის Nova Poshta-ს სატვირთო განყოფილება, რომელიც სავაჭრო ცენტრში მდებარეობდა. კომპანიამ დაზიანებული ამანათების…

მეტი...

ანკარაში ავტოავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ანკარა-ესკიშეჰირის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ესტაკადის ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. ანკარის გუბერნატორის ვასიპ შაჰინის ცნობით, ავარიის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გზაზე მუხრუჭის კვალი არ ფიქსირდება, არსებობს ვარაუდი, რომ მძღოლს ჩაეძინა. შაჰინის თქმით, მძღოლი დაღუპულთა შორისაა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ესტაკადაზე მოძრაობა კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებული იყო.

მეტი...

იაპონიამ ჩინეთის მეთევზეთა ნავები დააკავა

იაპონიის მიერ ტაივანის მეთევზეების ნავების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ჩინეთი განცხადებას აკეთებს. როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ,   ჩინეთ-იაპონიის მეთევზეობის შეთანხმებით, იაპონიას მათი დაკავების უფლება არ ჰქონდა. ტაივანის მეთევზეთა ნავი “Fu Yang 266” და “Fu Shen” იაპონიის მხარემ თევზაობის წესების დარღვევის გამო დააკავა. ჯარიმების გადახდის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. ტაივანის ხელისუფლება თვლის, რომ გემები არღვევდნენ იაპონიის თევზჭერის წესებს. „ჩინეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინელი მეთევზეების, მათ შორის ტაივანის რეგიონის მეთევზეების კანონიერი ინტერესების დაცვას. ჩინეთ-იაპონიის მეთევზეობის შეთანხმების თანახმად, იაპონიას არ აქვს უფლება მიიღოს აღსრულების ზომები ჩინეთის მეთევზეთა გემების მიმართ შესაბამის წყლებში. ამის გამო ჩინეთმა…

მეტი...

VIDEO: კადრი, რომელიც ეთერში არ გასულა – „ჩცდ“ მანანა ბებოს ემშვიდობება

მსა­ხი­ო­ბი, მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც სე­რი­ალ ,,ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში” მა­ნა­ნას როლს ას­რუ­ლებ­და, 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. „აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარელი. როგორ შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას… პანაშვიდი კვირას და ორშაბათს , დაკრძალვა სამშაბათს 13 აგვისტოს (თბილისის ზღვის სასაფლაო, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძრის წინ სარიტუალო დარბაზი)” – დაწერა შორენა მახარაძემ სოციალურ ქსელში. ყველასთვის საყვარელ მსახიობს, მანანა ბებოს „ჩემი ცოლის დაქალების“ გადამღები ჯგუფი ემშვიდობება.

მეტი...

,,ქმარი ხელში ჩამაკვდა, დეპრესია მქონდა” – მედეა ლორთქიფანიძის ერთ-ერთი ინტერვიუ

მსა­ხი­ო­ბი, მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც სე­რი­ალ ,,ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში” მა­ნა­ნას როლს ას­რუ­ლებ­და, 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. „აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარელი. როგორ შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას… პანაშვიდი კვირას და ორშაბათს , დაკრძალვა სამშაბათს 13 აგვისტოს (თბილისის ზღვის სასაფლაო, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძრის წინ სარიტუალო დარბაზი)”, – წერს შორენა მახარაძე. მსახიობმა მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, მეუღლის გარდაცვალების ამბავი გაიხსენა, რომლის შემდეგ დეპრესიას თავი დიდხანს ვერ დააღწია. „ჩემი შვილი იყო 13 წლის, როდესაც მეუღლე გარდაიცვალა. მეუღლე სამამულო ომის მონაწილე იყო. ომიდან, რომ დაბრუნდა, შაქარი ჰქონდა.…

მეტი...

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია!

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125კგ) წარმატებით ასპარეზობს. მან მეოთხედფინალში, შეჯიბრებაზე მეშვიდე ნომრად განთესილი პოლონელი რობერტ ბარანი 9:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალის საგზურისთვის გენო პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება. პეტრიაშვილის ძირითადი კონკურენტები ირანელი ამირ ზარე და თურქი ტაჰა აკგული ერთმანეთს მეორე ნახევარფინალში შეხვდებიან. ფინალი დღეს 20:15 საათიდან დაიწყება.

მეტი...

ლარსზე საცობია – რუსულ ტელეგრამარხებზე წერენ, რომ საქართველო–რუსეთის საზღვარზე კრიტიკული მდგომარეობაა

საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვრის ლარსის მონაკვეთზე საცობია. ამის შესახებ ტელეგრამარხებზე ადგილზე მყოფი გადამზიდავები და ტურისტები წერენ. მათი ინფიორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, როგორც საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, ასევე ნეიტრალურ ტერიტორიაზე მგზავრობის დრო 24 საათამდეა, ხოლო საპირისპირო მიმართულებით დაახლოებით 6-10 საათი. როგორც ტელეგრამარხებზე წერენ ადგილზე ხშირია კონფლიქტები და ჩხუბი რიგის გამო. ,,ზემო ლარსზე საცობი ათ კილომეტრზე მეტ მანძილზეა. მასში ჩარჩენილია არა მხოლოდ სატვირთო მანქანები, არამედ ტურისტული ავტობუსები და მსუბუქი ავტომობილები. რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, საცობის მიზეზი ქართულ მხარეს მუშაობის შეფერხებაა, ქართული მხარე აცხადებს, რომ მათთვის ყველაფერი ნორმალურად მუშაობს”, – წერენ ტელეგრამარხებზე.

მეტი...

კურსკის ოლქში ფედერალური საგანგებო რეჟიმი შემოიღეს

რუსეთში, კურსკის ოლქში ფედერალური საგანგებო რეჟიმი შემოიღეს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობა წესდება კატასტროფის, უბედური შემთხვევის, საშიში ბუნებრივი ფენომენის, ბუნებრივი ან სხვა სტიქიის შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან უკვე გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი, ადამიანის ჯანმრთელობისა თუ გარემოს დაზიანების, მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების მოშლის შემთხვევებში. საგანგებო სიტუაციები კლასიფიცირდება იმის მიხედვით, თუ როგორია გავრცელების მასშტაბი, დაღუპულთა ან დაშავებულთა რაოდენობა ან ზარალის ხარისხი. ფედერალური საგანგებო რეჟიმი ყველაზე მაღალი დონეა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, არის საგანგებო სიტუაციები ადგილობრივ, მუნიციპალურ, მუნიციპალიტეტშორის, რეგიონულ და რეგიონთაშორის…

მეტი...

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია!

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) ასპარეზობს. ქართველმა ფალავანმა თავისუფალ ჭიდაობაში პარიზის ოლიმპადიაზე პირველი ორთაბრძოლა მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა წინა ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა პეტრიაშვილმა უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი ანგარიშით 11:0 დაამარცხა. პეტრიაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი იქნება.

მეტი...

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან. ,,ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს”, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საელჩო აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში.

მეტი...

უკრაინა კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს – WP

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში, კურსკის ოლქში უკვე 100 კვადრატული კილომეტრს აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლზე დაყრდნობით ავრცელებს. ზელენსკის მრჩეველმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა გამოცემასთან, რუსეთის შიგნით უკრაინის სამხედრო აქტივობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისმა ძალებმა სამ დღეში, დაახლოებით 100 კვ. კილომეტრი დაიკავეს. მისივე ცნობით, უკრაინელებმა აიყვანეს ასობით ტყვე და აიღეს ბენზინგასამართი სადგური, რომელსაც რუსეთი უნგრეთთან და სლოვაკეთთან ენერგო ტრანზაქციებისთვის იყენებს. სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეჭრის ზუსტი მიზანი გაურკვეველია, გარდა იმისა, რომ პოტენციურად გადაიყვანს რუსული ჯარები უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონიდან, ანალიტიკოსები ფიქრობენ,…

მეტი...

კურსკის ოლქში უკრაინამ ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და სწრაფი ბრიგადა გაგზავნა – Forbes

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და სწრაფი, 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა გაგზავნა. Forbes-ის ცნობით, ვიდეო, რომელიც გავრცელდა სოციალურ მედიაში ხუთშაბათს, ასახავს T-64BV ან T-80BV ტანკს, UR-77 ნაღმის გამწმენდ მანქანას, IMR-2 საინჟინრო მანქანას პლუს BTR-80-ს და ამერიკული წარმოების Stryker-ის ბორბლიან ჯავშანტრანსპორტიორს უკრაინული ნაღმმტყორცნების ეკიპაჟის გვერდით. ყველა მანქანა აღჭურვილია დრონის საწინააღმდეგო გალიებით. მედიის ცნობით, კონტექსტიდან ირკვევა, რომ ვიდეო ასახავს რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სერიოზული თავდასხმის ადრეულ მომენტებს. ,,ფორბსი” წერს, რომ მხოლოდ 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა მუშაობს ყოფილი საბჭოთა და ყოფილი ამერიკული მანქანების ნაზავით. დამატებითი დადასტურებად მედიას მოჰყავს კიდევ ერთი ვიდეო,…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოხალისეები კურსკის ოლქში გადაიყვანეს – ,,ეხო კავკაზა”

ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოხალისეები განლაგდნენ კურსკის ოლქში, სადაც მეოთხე დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ,,უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მოგერიების მცდელობა” გრძელდება. ,,დონბასის ველური დივიზიის” მიერ გავრცელებულ ,,ტელეგრამ” შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ,,უზენაესმა მთავარსარდალმა”, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი იგულისხმება, კურსკის მხარდაჭერისკენ მოუწოდათ – “ბევრჯერ დაძახება არ გვჭირდება, მოვედით დასახმარებლად”, – წერს არხი. ამ დივიზიის მეთაური აფხაზი მებრძოლი, ახრა ავიძბაა. ,,სარმატის ბატალიონის პერსონალი, როგორც რუსეთის მოხალისეთა კორპუსის “დონბასის ველური დივიზიის” ნაწილი, გადავიდა საბრძოლო კონტაქტის ხაზზე კურსკის რეგიონში მტრის სამხედრო ფორმირებების განადგურების მიზნით. გამარჯვება ჩვენი იქნება”, – წერს…

მეტი...

“კურსკის რეგიონში უკრაინამ 280-ზე მეტი ჯარისკაცი და 27 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა”- რუსეთის თავდაცვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში კურსკის რეგიონში უკრაინის არმიამ 280-ზე მეტი ჯარისკაცი და 27 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა. მათივე მონაცემებით, უკრაინის არმიის დანაკარგები ბოლო ერთ დღეში ამგვარად გამოიყურება: ოთხი ტანკი, ხუთი ჯავშანტრანსპორტიორი, 18 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცა „ემ 777“, 155 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „კრაბი“ და 152 მილიმეტრიანი ჰაუბიცა „დე-20“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთში შეჭრის შემდეგ უკრაინის არმიამ, საერთო ჯამში 900-ზე მეტი ჯარისკაცი და 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა დაკარგა.

მეტი...

საქართველოში ჯინ შაჰინი ჩამოდის

საქართველოში ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ჩამოდის. სენატორი დღეს შეხვედრას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. ხვალ კი ჯინ შაჰინს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი შეხვდება.  

მეტი...

ილია თოფურიას ძმა  UFC-ის მებრძოლი გახდა

ილია თოფურიას ძმამ, ალექსანდრე თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ UFC-ს მებრძოლი ოფიციალურად გახდა. როდის უნდა ველოდოთ ქართველი მებრძოლის სადებიუტო ჩხუბს ჯერჯერობით უცნობია. „როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, მრავალი წლის განმავლობაში ჩემი პირადი მიზანი და გამოწვევა, ჩემი ძმის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოპოვება იყო. მე მისი პირადი მწვრთნელის პოზიციას ვიკავებდი და მადლობა ღმერთს, მიზანი მიღწეულია.ამაყი და მადლიერი  ვარ ჩემი ძმის მონაპოვარით, ახლა ქამრის დაცვის დროა და რა თქმა უნდა მე მის გვერდით ვიქნები. ამავდროულად, ჩემს გონებასა და გულში ბრძოლის სურვილი არასდროს გამქრალა, ამიტომაც არ გავჩერებულვარ, არ შემიწყვეტია ჩემი საქმის კეთება.…

მეტი...

“ნაცების” დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ “ნაცების” დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს“- იაგო ხვიჩია

„როცა “ნაცების” დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ “ნაცების” დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს – “ქართული ოცნება” გაკოტრებულია, მას დაპირების გაცემაც არ შეუძლია!“ – ასე აფასებს “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია მმართველი პარტიის პირობას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლების შესახებ. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ყველა არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეზე საუბრობს. “ეს არის ქოც-ნაცური ბრძოლა წინასაარჩევნოდ. “ქართული ოცნება” როგორც აქამდე ახერხებდა “ნაცებთან” ბრძოლის ფარგლებში პოლარიზაციას, ხალხის დაშინებას და პირობას, რომ არჩევნების შემდეგ მათზე შურისძიებას დაიწყებს, ზუსტად იმავეს აგრძელებს ახლა” – აღნიშნა ხვიჩიამ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების…

მეტი...

“იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით“- ბაიდენი სალომე ზურაბიშვილს

“იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი ოკუპაციის 16 წლისთავზეც საუბრობს და განმარტავს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო…

მეტი...

უკრაინა ადასტურებს, რომ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა მიიტანეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში დაადასტურეს, რომ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა მიიტანეს. მათივე ინფორმაციით, განადგურებულია სამხედრო საწყობები, სადაც რუსეთი საავიაციო ბომბებს ინახავდა. აღნიშნულ აეროდრომზე რუსეთს დისლოცირებული ჰყავს თვითმფრინავები სუ-34, სუ-35 და მიგ-31. დაზიანდა თუ არა ეს ტექნიკა უკრაინელთა შეტევის შედეგად, ჯერ უცნობია. უკრაინელების დარტყმის შემდეგ ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელიც ჯაჭვურმა დეტონაციამ გამოიწვია, რასაც მოჰყვა მასშტაბური ხანძარი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დეტონაციის ფაქტი დაადასტურა და ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დაიწყო.    

მეტი...

იტალიის პრემიერმა ირანის პრეზიდენტს რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბარი გამართა და რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. საუბრისას იტალიის პრემიერ-მინისტრმა „ხაზი გაუსვა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობას, მათ შორის, ლიბანთან დაკავშირებით, მოუწოდა თავის კოლეგას, თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია და გახსნას გზა დიალოგისკენ“. ამის შესახებ განცხადებას იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

მეტი...

ანკარაში ავტობუსი ხიდის ჯებირს შეეჯახა-დაღუპულია ცხრა ადამიანი

თურქეთის დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 26 კი  დაშავდა. ავტობუსი რომელიც იზმირიდან აგრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ხიდის ჯებირს შეეჯახა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ადგილზე მისულმა მაშველებმა ავტობუსში ბლოკირებული რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ანკარის მერიაში განაცხადეს, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, მძღოლის ჩაძინებას უკავშირდებოდეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

„ქამრისთვის ბრძოლამდე ერთი თვე დარჩა“ – როგორ ემზადება მერაბ დვალიშვილი?!(video)

მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის მოსაგებად იბრძოლებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სახელწოდებით: „ქამრისთვის ბრძოლამდე ერთი თვე დარჩა და მერაბი ძალიან „ფრთხილად“ ემზადება. ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა, მან ანაჰეიმში გამართულ UFC 298-ზე სუპერმსუბუქ წონაში ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.  

მეტი...

„ეს ნამდვილად შეჭრაა”- კურსკის ოლქში უკრაინის ერთ-ერთი კარგად აღჭურვილი სამხედრო დანაყოფო შევიდა

რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და ყველაზე სწრაფი სამხედრო ნაწილი შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. „ვიდეოზე, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ასახულია T-64BV ან T-80BV ტანკი, UR-77 გამნაღმველი მანქანა, IMR-2 საინჟინრო მანქანა, BTR-80 და ამერიკული წარმოების Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორები. კონტექსტიდან ირკვევა, რომ ვიდეო ასახავს რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სერიოზული შეტევის პირველ მომენტებს“ – წერს Forbes-ი. Forbes-ი ხაზს უსვამს, უკრაინის ამჟამინდელი ოპერაცია სამხრეთ რუსეთში მანამდე განხორციელებული რეიდებისგან განსხვავდება. ”ყოველ საათში უფრო ცხადი ხდება, რომ ის, რაც კურსკში ხდება, არ არის რეიდი: ეს ნამდვილად შეჭრაა” – ნათქვამია სტატიაში.  

მეტი...

ლაშა ტალახაძე მესამედ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, ხვალ შეეცდება

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსანი მესამე ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება. ტალახაძე ხვალ, 10 აგვისტოს  +102 წონით კატეგორიაში იასპარეზებს. 10 აგვისტოს 102 წონით კატეგორიაში იასპარეზებს კიდევ ერთი ძალოსანი, ირაკლი ჩხეიძე. პარიზის ოლიმპიადაზე დღეს გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს

მეტი...

მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს. „აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარელი. როგორ შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას… პანაშვიდი კვირას და ორშაბათს , დაკრძალვა სამშაბათს 13 აგვისტოს (თბილისის ზღვის სასაფლაო, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძრის წინ სარიტუალო დარბაზი)“- წერს შორენა მახარაძე.    

მეტი...

+32 გრადუსი – როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტო, 9-12 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს: 12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი,…

მეტი...

პარიზის ოლიმპიადაზე დღეს გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) დღეს იასპარეზებს. ოლიმპიური ბრინჯაოსა და ვერცხლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროს მოპოვებას 13:25 წუთზე შეეცდება. პეტრიაშვილი 2016 წელს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, 2021-ში კი ტოკიოში ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მეტი...

პუტინის ახალი კანონის მიხედვით, თუ პირი სამხედრო სამსახურში რეგისტრაციაზე უარს იტყვის, მოქალაქეობა ჩამოერთმევა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, თუ პირი სამხედრო სამსახურში რეგისტრაციაზე უარს იტყვის, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთმევა. რუსული მედიის ცნობით, კანონი სინქრონიზაციას გაუკეთებს მოქალაქეობის რეგისტრაციისა და მიღების პროცესს, ამისათვის კი ახალი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ელექტრონულად აღრიცხავს.

მეტი...

ბათუმში, ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღობის მიზნით შეჭრილ პირს დასაქმებულმა თავში ნიჩაბი ჩაარტყა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ყაჩაღობის მიზნით, ერთი პირი შეიჭრა. ინფორმაციას ajaratimes.ge ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთმა დასაქმებულმა, თავდაცვის დროს, თავდამსხმელს თავში ნიჩაბი ჩაარტყა. მედიის ცნობით, კაცი თავის ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მდგომარეობა დამძიმდა და ამჟამად ის მართვით სუნთქვაზეა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

იაპონიაში გაავრცელეს გაფრთხილება მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ

იაპონიაში გაავრცელეს გაფრთხილება მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ. როგორც BBC წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანაში მსგავსი შინაარსის გაფრთხილება გავრცელდა. ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ეს გაფრთხილება არ ნიშნავს, რომ მიწისძვრა გარდაუვალია. შეგახსენებთ, რომ იაპონიაში გაფრთხილების გავრცლება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

მეტი...