,,ქმარი ხელში ჩამაკვდა, დეპრესია მქონდა” – მედეა ლორთქიფანიძის ერთ-ერთი ინტერვიუ

მსა­ხი­ო­ბი, მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც სე­რი­ალ ,,ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში” მა­ნა­ნას როლს ას­რუ­ლებ­და, 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

„აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარელი. როგორ შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას…

პანაშვიდი კვირას და ორშაბათს , დაკრძალვა სამშაბათს 13 აგვისტოს (თბილისის ზღვის სასაფლაო, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძრის წინ სარიტუალო დარბაზი)”, – წერს შორენა მახარაძე.

მსახიობმა მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, მეუღლის გარდაცვალების ამბავი გაიხსენა, რომლის შემდეგ დეპრესიას თავი დიდხანს ვერ დააღწია.

„ჩემი შვილი იყო 13 წლის, როდესაც მეუღლე გარდაიცვალა. მეუღლე სამამულო ომის მონაწილე იყო. ომიდან, რომ დაბრუნდა, შაქარი ჰქონდა. ყველანაირად ხელს ვუწყობდი. სასმელს ვუკრძალავდი, ტკბილსაც არ ვაჭმევდი. მძღოლი ჰყავდა, რომელსაც მამა გარდაეცვალა კახეთში. თებერვალი იყო, უნდა წავიდეო, თქვა. დიდი თოვლი იყო. ვუთხარი, არ წასულიყო, მაგრამ არ დამიჯერა. კახეთში სეფა ჰქონდათ გაშლილი, გაცივდა, დაემართა ფილტვების ანთება, რომ ჩამოვიდა, ორი დღე იცოცხლა. ვერაფერმა უშველა. ქმარი ხელში ჩამაკვდა. დეპრესია მქონდა, სახლიდან არ გავდიოდი. ფინანსურად მიჭირდა, ოქრო, რაც მქონდა, გავყიდე”, – ამბობდა მედეა ლორთქიფანიძე.

მსგავსი თემები