იაპონიაში გაავრცელეს გაფრთხილება მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ

იაპონიაში გაავრცელეს გაფრთხილება მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ. როგორც BBC წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანაში მსგავსი შინაარსის გაფრთხილება გავრცელდა.

ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ეს გაფრთხილება არ ნიშნავს, რომ მიწისძვრა გარდაუვალია.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში გაფრთხილების გავრცლება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

მსგავსი თემები