VIDEO: კადრი, რომელიც ეთერში არ გასულა – „ჩცდ“ მანანა ბებოს ემშვიდობება

მსა­ხი­ო­ბი, მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც სე­რი­ალ ,,ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში” მა­ნა­ნას როლს ას­რუ­ლებ­და, 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

„აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარელი. როგორ შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას…

პანაშვიდი კვირას და ორშაბათს , დაკრძალვა სამშაბათს 13 აგვისტოს (თბილისის ზღვის სასაფლაო, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძრის წინ სარიტუალო დარბაზი)” – დაწერა შორენა მახარაძემ სოციალურ ქსელში.

ყველასთვის საყვარელ მსახიობს, მანანა ბებოს „ჩემი ცოლის დაქალების“ გადამღები ჯგუფი ემშვიდობება.

მსგავსი თემები