ლარსზე საცობია – რუსულ ტელეგრამარხებზე წერენ, რომ საქართველო–რუსეთის საზღვარზე კრიტიკული მდგომარეობაა

საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვრის ლარსის მონაკვეთზე საცობია. ამის შესახებ ტელეგრამარხებზე ადგილზე მყოფი გადამზიდავები და ტურისტები წერენ.

მათი ინფიორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, როგორც საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, ასევე ნეიტრალურ ტერიტორიაზე მგზავრობის დრო 24 საათამდეა, ხოლო საპირისპირო მიმართულებით დაახლოებით 6-10 საათი. როგორც ტელეგრამარხებზე წერენ ადგილზე ხშირია კონფლიქტები და ჩხუბი რიგის გამო.

,,ზემო ლარსზე საცობი ათ კილომეტრზე მეტ მანძილზეა. მასში ჩარჩენილია არა მხოლოდ სატვირთო მანქანები, არამედ ტურისტული ავტობუსები და მსუბუქი ავტომობილები.

რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, საცობის მიზეზი ქართულ მხარეს მუშაობის შეფერხებაა, ქართული მხარე აცხადებს, რომ მათთვის ყველაფერი ნორმალურად მუშაობს”, – წერენ ტელეგრამარხებზე.

მსგავსი თემები