ბანგლადეშის დროებით მთავრობას ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამედ იუნუსი უხელმძღვანელებს

ბანგლადეშის დროებით მთავრობას ნობელის პრემიის ლაურეატი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტმა პრემიერის მოვალეობის შესრულება მიკროფინანსირებისა და მიკროკრედიტირების ცნობილ სპეციალისტ, ეკონომისტ მუჰამედ იუნუსს დაავალა.

ცერემონიას დაკაში უცხოელი დიპლომატები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის ყოფილი მეთაური შეიხ ჰასინა პოსტიდან 5 აგვისტოს, სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების ფონზე გადადგა, რომელიც მასობრივი არეულობებითა და მსხვერპლით დასრულდა. ამჟამად ის ინდოეთში იმყოფება.

მსგავსი თემები