ზელენსკის თქმით, უკრაინამ კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. მისი თქმით, მას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ სუმის ოლქში გამართული თათბირის დროს უთხრა. „მთავარსარდალმა სირსკიმ ყველა რაიონში მიმდინარე აქტიური მოქმედებების შესახებ მიამბო, კერძოდ, ფრონტის ყველაზე რთულ მიმართულებებზე. მან მიამბო ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებებზე დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. კურსკის ოლქის გარკვეულ რაინში უკრაინის კონტროლს ქვეშ კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი მოექცა“, – თქვა მან. გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინა კურსკის ოლქში შევიდა, მოსაზღვრე სუმის ოლქზე რუსეთის მხრიდან თავდასხმები შემცირდა.

მეტი...

5 დღის წინ, ტყეში დაკარგული ბავშვი ცოცხალი იპოვეს

6 წლის დანგ ტიენ ლამი, რომელიც ვიეტნამში, 17 აგვისტოს დაიკარგა, 5-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში იპოვეს. ბავშვი, თავის 9 ძმასთან ერთად, ნაკადულში თამაშობდა და ხეტიალისას დაიკარგა. 21 აგვისტოს, ადგილობრივმა ფერმერებმა ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს და ბიჭუნას დაკარგვის ადგილიდან 6 კმ-ში, ბუჩქებში მჯდარს მიაკვლიეს. ბავშვი იმდენად იყო დასუსტებული, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო. ხელისუფლების თქმით, ამ 5 დღის განმავლობაში, ბავშვი ფოთლებითა და ველური ხილით იკვებებოდა, სასმელად კი ნაკადულის წყალს იყენებდა, რამაც, საბოლოოდ, მისი სიცოცხლე იხსნა. პოლიციის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 6 წლის დანგ ტიენ ლამის ძებნაში 150 ადამიანი იყო ჩართული, მათ…

მეტი...

პაკისტანში სასკოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ორი მოსწავლე

უცნობმა პირებმა პაკისტანის პროვინცია პენჯაბში სასკოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მოსწავლე დაიღუპა, ხოლო ექვსი ადამიანი დაშავდა. „უცნობმა მამაკაცებმა სასკოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, ორი ბავშვი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. მეექვსე დაშავებული ავტობუსის მძღოლია. დაღუპული ბავშვების ასაკი 10-დან 12 წლამდე მერყეობს. ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თავდამსხმელებს ავტობუსის მძღოლთან პირადი უთანხმოება ჰქონდათ. მომხდარი დაგმო პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ. „თავდასხმა უდანაშაულო ბავშვებზე სასტიკი და სამარცხვინო აქტია“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მეტი...

,,ახლა უფლის ნებით იწყებს იმ ცხოვრებას, რისთვისაც მთელი შეგნებით იღვწოდა ამქვეყნად“ – პატრიარქის სამძიმრის წერილი

მღვდელ თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს: „ვინც კი იცნობდა ან ერთხელ მაინც თუ მოუსმენია მღვდელ თეიმურაზ ქორიძისათვის, არასოდეს დაივიწყებს მას, – სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებულ, პოეტური სულის, გონიერ, სათნო, მართლაც გამორჩეულ მოძღვარს, თავმდაბალ და ღირსეულ პიროვნებას, ერთგულ მეუღლესა და მამას, დედისა და ძმის სიხარულს, მრავალთა იმედს. დიდად ვწუხვართ და, პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ ოჯახს და საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიას. მან სრულიად ახალგაზრდამ აირჩია უფლის გზა და სამსახურებლად თბილისის მკვიდრი, რაიონში, სოფელ დიდ ჩაილურში, წავიდა. ესეც მისი პიროვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ახლა კი იგი უფლის ნებით იწყებს…

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, გიორგი მამარდაშვილი კარიერას ,,ლივერპულში” გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ მამარდაშვილი კლუბს 2025 წლის ივნისიდან შუერთდება, მიმდინარე სეზონს კი იჯარის წესით კვლავ ,,ვალენსიაში” გაატარებს. მერსისაიდელები ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდიან.

მეტი...

ხვიჩას საჩუქარი ახალშობილებს – რა კადრებს აქვეყნებს ჩაჩავას კლინიკა

ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძეს 21 აგვისტოს ბიჭი შეეძინათ. „უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში“, – დაწერა ხვიჩამ სოციალურ ქსელში და ახალშობილი პატარა დამიანეს ფოტო გამოაქვეყნა. ფეხბურთელს შვილის შეძენა მეგობრებთან, გულშემატკივრებთან ერთად ნაპოლიმ მიულოცა. ჩაჩავას კლინიკამ კი გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ხვიჩამ ყველა ახალშობილს ავტოგრაფიანი ბურთები უსახსოვრა.

მეტი...

,,2024 წლის საპარლამენტო არჩვნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ოპოზიციას საბოლოო განაჩენს გამოუტანს” – კახა კალაძე

„არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად იქნებიან დაჯგუფებული, მათ განაჩენი უკვე გამოუტანა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ“, – ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის რიგებში გარკვეული გადაჯგუფებების შემდეგ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების შანსებზე ჰკითხეს.\ „კარგია, კარგი პროცესები მიდის. გულწრფელად ვამბობ, რომ მოგვენდომებინა, ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებდით და სრული ლუსტრაცია ხდება ამ რადიკალების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რადიკალებს საბოლოო განაჩენს გამოუტანს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მეტი...

,,რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა” – კალაძე ივანიშვილზე

,,ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ამიტომ, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კახა კალაძემ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ყველა იცავს უსაფრთხოებას. „ზოგიერთ ტელევიზიას აქვს სურვილი, ოპოზიცია წარმოაჩინოს როგორც განადგურებული და დაბეჩავებული. შეიძლება განადგურებული და დაბეჩავებული მართლა არის, მაგრამ ყველაფრის მკადრებელია. იმ პოზიციაში და ვითარებაში, სადაც ახლა ისინი იმყოფებიან – გვამარამიამ უფრო კარგად იცის, სად იმყოფებიან – ყველაფრის მკადრებლები არიან. წარმოგიდგენიათ, ამერიკაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია და ერთ-ერთ…

მეტი...

როგორ ვრცელდება „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი – ივანე ჩხაიძე „მედიაცენრ მთავარში“

როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, „მაიმუნის ყვავილი“ ადამიანს გადაედება, ინფიცირებულ ან სიმპტომების მქონე ადამიანთან ძალიან ახლო, კანი კანთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში. „მაიმუნის ყვავილი“ ვრცელდება ცხოველიდან ადამიანზე, როცა პირდაპირი კონტაქტია და ინფიცირებული, სიმპტომური ადამიანიდან მეორე ადამიანზე. გავრცელების ძირითადი წყარო არის კანი კანთან კონტაქტი, სქესობრივი კონტაქტი, კოცნა, ლაპარაკი. 2022-2023 წლის შემთხვევებში ძირითადი გავრცელება იყო სქესობრივი გზით, მაგრამ ახლანდელმა ვირუსმა რადგან უფრო იოლი გავრცელების ხასიათი შეიძინა, ეს ნაბიჯი ჯანმომ ამიტომ გადადგა. ეს არ არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, 2 და 1 მეტრის მანძილზე გადაცემადი ვირუსი.…

მეტი...

„მაიმუნის ყვავილისგან“ გარდაცვალების მაჩვენებელი 5%-ია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა ,,მაიმუნის ყვავილი” პირველად იდენტიფიცირებული იყო 1958 წელს კოპენჰაგენში, ლაბორატორიულ ექსპერიმენტის დროს. თუმცა, პირველი შემთხვევა ადამიანში დაფიქსირდა 1970 წელს, კონგოში და სწორედ, ამ დროიდან იწყება მისი გავრცელებაც. მისი თქმით, ,,მაიმუნის ყვავილს” ორი განსხვავებული ვარიანტი აქვს და 2022 წლიდან არის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2022-2023 წლის აფეთქება, რომელიც მსოფლიოს 116 ქვეყანაში დაფიქსირდა. მათ შორის საქართველოშიც, ორი შემთხვევა. მისი გავრცელების წყარო ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებია. შესაბამისად, ორი განსხვავებული ვარიანტი აქვს ,,მაიმუნის ყვავილს”. ერთი უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობის,…

მეტი...

უნგრეთში უკრაინული ლტოლვილებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

უნგრეთში უკრაინული ლტოლვილებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა. დღეიდან მთავრობის დახმარებას უკრაინის მხოლოდ იმ რეგიონების მცხოვრებლები მიიღებენ, რომლებიც რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალდნენ. ჩამონათვალში უნგრეთის მთავრობამ 13 რეგიონი შეიყვანა, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა ან დღესაც გრძელდება. ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უნგრეთში თავშესაფარი 31 ათასმა უკრაინელმა მიიღო.

მეტი...

,,ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალები ჩვენი რკინის მუშტია, რომელმაც იცის, როგორ დაარტყას მტრის სუსტ წერტილს” – ნეთანიაჰუ

ისრაელის ძალები ღაზაში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობენ. ათასობით პალესტინელი დევნილი ,,ცახალის” მიერ გაცემული ევაკუაციის ბრძანების შემდეგ ქალაქ დეირ-ელ ბალახს ტოვებს. ისრაელის ძალები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შედიან. ქალაქ გაზას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სალაჰ ად-დინის სკოლაზე ისრაელის იერიშს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია 15. გაეროს დევნილთა სააგენტომ მომხდარს ,,შემზარავი თავდასხმა” უწოდა და შეშფოთება გამოთქვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა და ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ საკუთარი პოზიცია გაუზიარა. ,,მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც გვემუქრება. მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვის, ასევე შეტევის კუთხით. ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალები ჩვენი რკინის მუშტია,…

მეტი...

პორტუგალიამ ევროკავშირს ტყის ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის მიმართა

პორტუგალიამ ევროკავშირს კუნძულ მადეირაზე ტყის ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით მიმართა. ცეცხლი ტყის დაცულ მასას უახლოვდება და საფრთხეს უქმნის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ დაფნის ტყეს. ხანძარი რიბეირა-ბრავას მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ 14 აგვისტოს დაიწყო და ძლიერი ქარის გამო მეზობელ მუნიციპალიტეტებშიც გავრცელდა. სისტემა „კოპერნიკის“ თანამგზავრების მონაცემებით უკვე დაიწვა 4 392 ჰექტარი. კვამლით მოწამვლის საშიშროების გამო ევაკუირებულია 200-მდე ადამიანი. ინფორმაცია დაშავებულებისა ან გარდაცვლილების შესახებ არ გავრცელებულა.

მეტი...

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ყოფილ ცოლს ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ცნობით, ყოფილი მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე, თავისი მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, სამსახურისათვის თავის დანებებას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებული კონფლიქტის საფუძველზე, დაზარალებული ბრალდებულთან განქორწინდა. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 24 ივლისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხისძირში, საავტომობილო გზაზე, სამართალდამცავი ავტომანქანით ყოფილ მეუღლეს დაედევნა და შეჩერება მოსთხოვა, რის შემდეგაც ავტომანქანაში მყოფ დაზარალებულთან მივიდა და პირსინგის ახევით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რის შემდეგაც ქალს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე,…

მეტი...

15 წლის გოგომ ტაქსის მძღოლი, 74 წლის კაცი მოკლა – შსს განცხადებას ავრცელებს

პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 ადამიანი. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის…

მეტი...

რომში ტყის ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მაშველი

რომში ტყის ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მაშველი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტყის ხანძარი რომში, ცინეჩიტას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში გაჩნდა. მეხანძრეების თქმით, სამაშველო სამუშაოების დროს მძიმედ დაშავდა მეხანძრე და სამი მოხალისე, მათ შორის ქალი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მეტი...

ტაილანდში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ტაილანდში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, პაციენტი ევროპელია, რომელმაც ცოტა ხნის წინ აფრიკაში იმოგზაურა. ის ამჟამად ბანგკოკის საავადმყოფოში, კარანტინში იმყოფება.

მეტი...

მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ტრამპმა ღია სივრცეში პირველი მიტინგი გამართა, სადაც ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა იდგა

მკვლელობის მცდელობის შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ღია სივრცეში პირველი მიტინგი გამართა, სადაც ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა იდგა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. ტრამპის მიტინგი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გაიმართა, ხოლო უსაფრთხოების ზომები კი გაძლიერებული იყო მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი 13 ივლისს მკვლელობის მცდელობის სამიზნე გადა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მოხდა. ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს, ერთმა ტყვია პოლიტიკოს ყურში მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა…

მეტი...

„სიცოცხლეში ვერ შეძლო თუმცა 24-წლიანი ემიგრაციის შემდეგ უბრუნდება თავის მშობლიურ მიწას“ – ოჯახი გარდაცვლილ მოცეკვავეზე

„ერისიონის“ მოცეკვავე ვაჟა გეგელაშვილი ამერიკაში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრი, ეკატერინე ესებუა ავრცელებს. „სიცოცხლეში ვერ შეძლო თუმცა 24 წლიანი ემიგრაციის შემდეგ უბრუნდება თავის მშობლიურ მიწას. ჩემი ბიძიკო, ვაჟა გეგელაშვილი, ერისიონის ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე ამერიკული გასტროლების შემდეგ დარჩა ამ ქვეყანაში საცხოვრებლად და ვფიქრობ ეს მისი უდიდესი შეცდომა იყო… მისი პიროვნება ქართული კულტურისა და ტრადიციების ღირებულებებზე იდგა და ვერ შეძლო შეჰგუებოდა მისთვის უცხო სამყაროს… ნოსტალგია და სევდა ავადმყოფობაში გადაეზარდა და წლები დაიტანჯა ასეთ განსაცდელში… მის სახეზე ეს სევდა მთელი წლების მანძილზე არ მოშორებია… ახლა კი ვფიქრობ დაისვენა მისმა სულმა…

მეტი...

„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი“ – კვარას დედის ემოციური მიმართვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გუშინ მამა გახდა. მას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს. უამრავ მილოცვას შორის ერთ-ერთი ხვიჩას დედაა, რომელმაც საჯარო პოსტი სოციალურ ქსელში განათავსა: „დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი! დამიანე კვარაცხელია! ნიცა და ხვიჩა გილოცავთ! გამრავლდით და გაგვახარეთ“, – დაწერა მაკა ლუკავამ.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელიამ პატარა დამიანეს ფოტო გამოაქვეყნა

ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძეს 21 აგვისტოს ბიჭი შეეძინათ. „უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში“, – დაწერა ხვიჩამ სოციალურ ქსელში და ახალშობილი პატარა დამიანეს ფოტო გამოაქვეყნა.  

მეტი...

ბუდანოვმა რუსეთში მდებარე ის სამხედრო ობიექტები დაასახელა, რომლებსაც დრონებით შეუტიეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა 21 აგვისტოს ღამით რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინული თვითმფრინავების სამიზნეები იყო რადიოკავშირის ცენტრი, მოსკოვის აეროპორტი და როსტოვის საჰაერო ბაზა. ,,დღეს ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ოპერაცია დრონების გამოყენებით”, – უთხრა ბუდანოვმა The War Zone-ს. ბუდანოვმა არ დააკონკრეტა ერთ-ერთი სამიზნის – რადიოკავშირის ცენტრის ადგილმდებარეობა. მისივე ცნობით, დარტყმები განხორციელდა მოსკოვის “ოსტაფიევოს” აეროპორტსა და როსტოვის რეგიონში მდებარე მილეროვოს საჰაერო ბაზაზე. ,,ჯამში, დაახლოებით 50 დრონი იყო ჩართული, ზარალის ოდენობა ზუსტდება” – თქვა ბუდანოვმა.

მეტი...

ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სკოლაში სროლის შედეგად მოკლულია 3 ადამიანი

ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სანსკი მოსტში სკოლის თანამშრომელმა კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა სამი ადამიანი. მსროლელმა თავადაც სცადა თვითმკვლელობა, თუმცა გადარჩა. პოლიციამ ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა. პოლიციის თქმით, მსროლელი შეიარაღებული იყო სამხედრო ავტომატით. მოკლულია სკოლის დირექტორი, მისი მდივანი და მასწავლებელი. არდადეგების გამო სკოლაში ბავშვები არ იყვნენ. პოლიციამ მსროლელის ვინაობა დაადგინა. ის სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა და მედიის ინფორმაციით, კონფლიქტი ჰქონდა ხელმძღვანელობასთან. თანამშრომლების ინფორმაციით, მას პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ჰქონდა 1990-იან წლების სამოქალაქო ომის შემდეგ. როგორც Associated Press აღნიშნავს, ბალკანეთის რეგიონში გასული საუკუნის 90-იანი წლების სამოქალაქო ომების შემდეგ, მოსახლეობას დიდი რაოდენობით სხვადასხვა…

მეტი...

,,გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით” – ზელენსკი

,,გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა და კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციას გამოეხმაურა. ,,გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით. ტყვია-წამლით მომარაგება შევამოწმეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ვალდებულებები მართლა შეასრულონ. ყველა პაკეტით და ყველა შეთანხმებით. კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაცია გრძელდება. მიმდინარეობს საბრძოლო მუშაობა, ვდგამთ ნაბიჯებს. ვაკონტროლებთ გარკვეულ რაიონებს. მადლობა ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს ტყვეების გაცვლის ფონდის შევსებისთვის”, – ამბობს ზელენსკი.

მეტი...

ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ერთ-ერთ იტალიურ ეზოში 2-სართულიან სახლს გაუჩნდა. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა აღნიშნა, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

სიცილიის სანაპიროსთან მყვინთავებმა ჩაძირული სამგზავრო იახტის 5 მგზავრის ცხედარი იპოვეს

სიცილიის სანაპიროსთან მყვინთავებმა ხუთი ცხედარი იპოვეს. მედიის ცნობით, დაღუპულები იმ სამგზავრო იახტის მგზავრები არიან, რომელიც მოულოდნელად, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო ორშაბათს ჩაიძირა. ერთ-ერთი ვერსიით განიხილება მეხის დაცემაც. იტალიის სანაპირო დაცვას მათი ვინაობა ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა, ცნობილია, რომ ზღვაში გაუჩინარებულ მგზავრებს შორის იყვნენ იახტის მფლობელი, ბრიტანელი მეწარმე და ბიზნესმენი მაიკ ლინჩი, შვილთან ერთად და ამერიკული ბანკის ,,მორგან სტენლის” ერთ-ერთი დირექტორი. იახტის ჩაძირვის შემდეგ, მაშველებმა 22 მგზავრიდან 15-ის გადარჩენა შეძლეს, 1-ის ცხედარი კი მალევე იპოვეს.

მეტი...

ინდოეთში ფარმაცევტული ქარხანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

ინდოეთში, ფარმაცევტულ ქარხანაში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ აფეთქება ინდოეთის სამხრეთით, ანდრა პრადეშის შტატში მდებარე კერძო ფარმაცევტულ ქარხანაში შუადღისას მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს. მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. აფეთქების გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში ჰეზბოლას მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. „ცაჰალის“ განცხადებით, დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ჰაერში გაანეიტრალა, თუმცა რამდენიმე რაკეტა ქალაქ კაცრინში ჩავარდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. „ჰეზბოლას“ განცხადებით, შეტევის სამიზნე ქალაქთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზა იყო. ისრაელის ჩრდილოეთში „ჰეზბოლას“ თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც „ცაჰალმა“ ლიბანში დაჯგუფების იარაღის საცავსა და სამეთვალყურეო ცენტრზე ავიაიერიში მიიტანა.

მეტი...

ჩიკაგოში, ისრაელის საკონსულოსთან დემონსტრაცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა

ჩიკაგოში ისრაელის საკონსულოსთან დემონსტრაცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. არეულობის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისრაელის საკონსულოსთან პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია ქალაქში დემოკრატიული პარტიის ყრილობის მეორე დღეს გაიმართა. პოლიციის განმარტებით, მასშტაბურ დემონსტრაციას დაახლოებით 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გამოეყო და სამართალდამცველებს დაუპირისპირდა.

მეტი...

კვარა და ნიცა მშობლები გახდნენ – ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბ ,,ნაპოლის” ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას და მის მეუღლეს, ნიცა თავაძეს ვაჟიშვილი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს. წყვილი უამრავ მილოცვას იღებს.  

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი სჭირდება საქართველოს” – ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობა“, როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოვაშოროთ, რა თქმა უნდა, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლის შესრულება „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში. „პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი სჭირდება ქვეყანას, სჭირდება საქართველოს. როგორც სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს 2012 წელს და როგორც მოახდინა მან დემოკრატიული გარდატეხა 2012 წელს, ასეთივე გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება ჩვენ დღეს და ამ გარდამტეხ ცვლილებებში ვგულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას ჩვენ უნდა ჩამოვაშოროთ. რა თქმა…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი ქვეყანაში და რისკებიც, პირველ რიგში, სწორედ მასთანაა დაკავშირებული” – პრემიერი

,,ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ ასევე შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები აბსოლუტურად ლოგიკურია. „თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები. იცით, რომ მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არის მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე ის, რომ…

მეტი...

„ვიცი, ჩემს სიკვდილს ვერ აიტანს შენი სინაზე“ – ლექსი, რომელიც მამა თეიმურაზმა მეუღლეს დაუწერა

მამა თეიმურაზმა, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მეუღლეს ლექსი დაუწერა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკოლოზ მჟავანაძე წერს. „ვიცი ჩემს სიკვდილს ვერ აიტანს შენი სინაზედა გაციებულ შუბლზე კოცნა გეუცხოება. ერთადერთ წამად ჩაიქროლებს თვალთა წინაშემარტოდენ ცრემლში დატეული მთელი ცხოვრება. სულს აატირებს მკლავმოკვეთილ დედის წუხილი,გაყინულ სისხლად მოაწვება დარდი საფეთქელს. და როგორც მარტი ზამთრის დღეთა გამოძახილიეს ჩემი გულიც, შენი გულის ცემით იფეთქებს. გამოუჩნდება ჩვენს სიყვარულს ბევრი მთხრობელიც, ბევრი მათგანი აღმოაჩენს კიდეც საერთოს. სხვა გულის ცემას უმასპინძლებს ქუჩა რომელიც, ქუჩა რომელიც, მარტო ჩვენი გვეგონა ერთ დროს. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაცა მართალნი განისვენებენ!“,- წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

მეტი...

მამამ შვილისთვის ალიმენტის გადახდის თავის არიდების მიზნით თავი გარდაცვლილად გამოაცხადა

აშშ-ში კაცმა შვილისთვის ალიმენტის გადახდის თავის არიდების მიზნით თავი გარდაცვლილად გამოაცხადა. CNN-ის ცნობით, კენტუკელმა კაცმა, ჰავაის გარდაცვლილთა რეესტრის მონაცემთა ბაზაში სხვა შტატში მცხოვრები ექიმის მონაცემებით მოახერხა შეღწევა და საკუთარი თავი გარდაცვლილად დაარეგისტრირა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯესი კიპფს შვილისთვის ალიმენტის გადახდა არ სურდა. კიფმა, სხვა ადამიანების პირადი მონაცემების გამოყენებით, სხვა შტატების გარდაცვლილთა რეესტრებში, კერძო ბიზნესისა და სამთავრობო ქსელებში შეღწევაც შეძლო და მოპოვებული მონაცემების გაყიდვას ცდილობდა. კაცს სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მეტი...

ბელარუსი ტურისტი ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ბელარუსი ტურისტი ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ზღვისპირა პარკის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტს ნაწილობრივ ადასტურებს ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თუმცა დეტალებზე მედიასთან არ საუბრობს. შემთხვევის ადგილიდან უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სამედიცინო შემოწმება გაიარა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმაც. სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, რამდენი წლით აღმოჩნდება პენიტენციურ დაწესებულებაში ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი.

მეტი...