პორტუგალიამ ევროკავშირს კუნძულ მადეირაზე ტყის ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით მიმართა. ცეცხლი ტყის დაცულ მასას უახლოვდება და საფრთხეს უქმნის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ დაფნის ტყეს.
ხანძარი რიბეირა-ბრავას მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ 14 აგვისტოს დაიწყო და ძლიერი ქარის გამო მეზობელ მუნიციპალიტეტებშიც გავრცელდა. სისტემა „კოპერნიკის“ თანამგზავრების მონაცემებით უკვე დაიწვა 4 392 ჰექტარი. კვამლით მოწამვლის საშიშროების გამო ევაკუირებულია 200-მდე ადამიანი.
ინფორმაცია დაშავებულებისა ან გარდაცვლილების შესახებ არ გავრცელებულა.