სიცილიის სანაპიროსთან მყვინთავებმა ჩაძირული სამგზავრო იახტის 5 მგზავრის ცხედარი იპოვეს

სიცილიის სანაპიროსთან მყვინთავებმა ხუთი ცხედარი იპოვეს. მედიის ცნობით, დაღუპულები იმ სამგზავრო იახტის მგზავრები არიან, რომელიც მოულოდნელად, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო ორშაბათს ჩაიძირა. ერთ-ერთი ვერსიით განიხილება მეხის დაცემაც.

იტალიის სანაპირო დაცვას მათი ვინაობა ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა, ცნობილია, რომ ზღვაში გაუჩინარებულ მგზავრებს შორის იყვნენ იახტის მფლობელი, ბრიტანელი მეწარმე და ბიზნესმენი მაიკ ლინჩი, შვილთან ერთად და ამერიკული ბანკის ,,მორგან სტენლის” ერთ-ერთი დირექტორი.

იახტის ჩაძირვის შემდეგ, მაშველებმა 22 მგზავრიდან 15-ის გადარჩენა შეძლეს, 1-ის ცხედარი კი მალევე იპოვეს.

მსგავსი თემები