მკვლელობის მცდელობის შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ღია სივრცეში პირველი მიტინგი გამართა, სადაც ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა იდგა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ტრამპის მიტინგი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გაიმართა, ხოლო უსაფრთხოების ზომები კი გაძლიერებული იყო მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი 13 ივლისს მკვლელობის მცდელობის სამიზნე გადა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მოხდა. ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს, ერთმა ტყვია პოლიტიკოს ყურში მოხვდა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.