მამამ შვილისთვის ალიმენტის გადახდის თავის არიდების მიზნით თავი გარდაცვლილად გამოაცხადა

აშშ-ში კაცმა შვილისთვის ალიმენტის გადახდის თავის არიდების მიზნით თავი გარდაცვლილად გამოაცხადა. CNN-ის ცნობით, კენტუკელმა კაცმა, ჰავაის გარდაცვლილთა რეესტრის მონაცემთა ბაზაში სხვა შტატში მცხოვრები ექიმის მონაცემებით მოახერხა შეღწევა და საკუთარი თავი გარდაცვლილად დაარეგისტრირა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჯესი კიპფს შვილისთვის ალიმენტის გადახდა არ სურდა. კიფმა, სხვა ადამიანების პირადი მონაცემების გამოყენებით, სხვა შტატების გარდაცვლილთა რეესტრებში, კერძო ბიზნესისა და სამთავრობო ქსელებში შეღწევაც შეძლო და მოპოვებული მონაცემების გაყიდვას ცდილობდა. კაცს სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი თემები