ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში ჰეზბოლას მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. „ცაჰალის“ განცხადებით, დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ჰაერში გაანეიტრალა, თუმცა რამდენიმე რაკეტა ქალაქ კაცრინში ჩავარდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

„ჰეზბოლას“ განცხადებით, შეტევის სამიზნე ქალაქთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზა იყო. ისრაელის ჩრდილოეთში „ჰეზბოლას“ თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც „ცაჰალმა“ ლიბანში დაჯგუფების იარაღის საცავსა და სამეთვალყურეო ცენტრზე ავიაიერიში მიიტანა.

მსგავსი თემები