საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მეხუთე სარჩელი შევიდა

საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მეხუთე სარჩელი შევიდა. ამის შესახებ სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა და არნიშნა, რომ მას, სავარაუდოდ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავენ. დღეს 9-კაციან კოლეგიას ერთი მოსამართლე აკლია. მოსამართლე ირინა იმერლიშვილი სხდომას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ესწრება. ,,იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა კიდევ ახალი სარჩელი, გუშინ წინ, რომელიც ჯერ არ არის დარეგისტრირებული. სიფას (საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია) მიერ შემოტანილი. მაგრამ ვინაიდან და აქ არის ანალოგიური მოთხოვნები ამ სარჩელშიც დაყენებული, მაგრამ ვინაიდან ჯერჯერობით სარჩელის დარეგისტრირებისთვის და პროცედურით განსაზღვრული სხვა წესების დაცვით, შეუძლებელი იყო მეხუთე, ამ სარჩელების გაერთიანება თქვენს სარჩელთან,…

მეტი...

,,არანაირ სანქციებს არ ველოდებით, ეს არის ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ოცნებები” – გივი მიქანაძე

,,არანაირ სანქციებს არ ველოდებით, ეს არის ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ოცნებები”, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. „რეალობა არის ერთი – საქართველო რჩება ევროკავშირისთვის ერთგულ პარტნიორად. საქართველოს აქვს გაცხადებული თავისი პოლიტიკური მისწრაფება, რომ უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და საქართველო დგამს შესაბამის ნაბიჯს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებით თუ რეფორმებით“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან გამოქვეყნებული ნებისმიერი ინდექსი მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და რჩება უპირობო ლიდერად ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით სხვადასხვა სფეროში…

მეტი...

ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე რუსეთმა ომში მოტყუებით წაიყვანა

ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მოტყუებით წაიყვანეს, მათგან სულ ცოტა 8 ომში დაიღუპა. ინდოეთის პარლამენტის დეპუტატის თქმით, ვერ ხერხდება დაღუპულთა ცხედრების სამშობლოში გადასვენება. როგორც დეპუტატი ამბობს, ინდოეთის მოქალაქეთა უმრავლესობა რუსეთში სამუშაოს დაპირებით ხვდება, შემდეგ კი თარჯიმნის გარეშე, იძულებით ხელს აწერინებენ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს. ცნობისთვის, ინდოეთის გამოძიების ცენტრალურმა ბიურომ [CBI] ჯერ კიდევ მარტში გამოააშკარავა რუსული ტრეფიკინგის სქემა, რომლის მიხედვითაც, ინდოელ ახალგაზრდებს რუსეთში სამსახურს ჰპირდებოდნენ და ომში უშვებდნენ.

მეტი...

გურჯაანში, 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

გურჯაანში, 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სოფელ ახაშენში გუშინ, 28 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა ცოლი და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ფიქრია ტუგულაშვილისა და მალხაზ მამისაშვილის ცხედრები მეზობელმა შემთხვევით იპოვა. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა როინ კობიაშვილი, რომელიც სოფელ ზეგაანში იპოვეს.

მეტი...

,,ორი შვილი დარჩა” – სოფელ ახაშენში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. მათივე თქმით, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო. „დილით ვნახე ყველა ერთად. სახლში რემონტი ჰქონდათ, აბაზანას არემონტებდნენ. ხელოსანი ამ კაცის მეგობარი იყო. ცოლი სხვაგან იყო და სოფელში დილით ჩამოვიდა. შუადღეს ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ მეგობარი, რომელიც მათ სახლში ხელოსნად მუშაობდა, აბაზანაში გარდაცვლილი იყო. ცოლის ძებნა დავიწყეთ და ისიც სამზარეულოში იყო გარდაცვლილი. მერე გავიგეთ, რომ კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს მოკლული, ისიც ამ კაცის მეგობარი. ხშირად ეჭვიანობდა ცოლზე, არადა…

მეტი...

,,საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო ინტენსიური აქტივობები შეინიშნება” – გივი მიქანაძე

,,ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინტენსიური, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტივობები შეინიშნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევისა და არასამთავრობოების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობოების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი მაგალითიც რეგიონებში ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის” ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებია. ,,2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი ნათელი მაგალითიც არის რეგიონებში განხორციელებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. ამ კონსტრუქციულ სახელწოდებას…

მეტი...

რუსეთმა აშშ-ის 92 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

მოსკოვმა ამერიკის იმ მოქალაქეების სია გაზარდა, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა შეერთებული შტატების კიდევ 92 მოქალაქე. სანქციები შეეხება The New York Times-ის, The Washington Post-ის, The Wall Street Journal-ისა და სხვა გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტებსაც. კრემლი მათ რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და ჰიბრიდული ომის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

მეტი...

გამჭვირვალობის შესახებ კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, დღეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით. ,,მიგვაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება, იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას. არ წარმოადგენს დეკლარირებული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას, აჩენს კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობას და არ აკმაყოფილებს „კანონის განსაზღვრულობის“ მოთხოვნებს. ამასთანავე, არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. ანგარიშგების დამატებითი მოთხოვნების დაწესებით კი, მნიშვნელოვანი და…

მეტი...

,,ეს ნიშნავს ეკლესიის რეიდერულ მიტაცებას” – მიხეილ სააკაშვილი

,,ოლიგარქის მორიგი ტრიუკი”, – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ხელისუფლების გეგმას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ. მისი თქმით, გადაწყვეტილება ,,ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა” იქნება და ამ ნაბიჯით ივანიშვილი არჩევნებში ,,ქართული ოცნების” ჩამორჩენის გადაფარვას ცდილობს. ,,ეს ნიშნავს ეკლესიის რეიდერულ მიტაცებას. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე მესმის, საპატრიარქო მტკიცედ არის ეკლესიის დამოუკიდებლობის დაცვის პოზიციაზე. პატრიარქს, რომელმაც კარგად იცის, რა იყო საბჭოთა დიქტატურა, შეუძლებელია იქ დაბრუნება უნდოდეს”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშებს. ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც კაშია თამაშობს, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე პირველად გავიდა. შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში „სლოვანმა“, რომელსაც „ჯვაროსნების“ ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, დანიურ „მიდტიულანდს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. 37 წლის კაშიამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა, შესაბამისად ჯგუფურ ეტაპზე სწორედ „სლოვანი“ გავიდა. ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

მეტი...

ავარია გურიაში – ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგომართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

ვინ არის ცოლის და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული კაცი

ფიქრია ტუგულაშვილი ქმრის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე მეზობლებთან ხშირად საუბრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ქალი სიკვდილს ერთხელ უკვე გადაურჩა. დაახლოებით, ორი წლის წინ, ის ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე, კისრის არეში დანით დაჭრა. მაშინ, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. ციხიდან გათავისუფლებიდან ერთ თვეში, მან ცოლს, ამჯერად, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. კაცმა იმავე იარაღით მოკლა ორი მეგობარიც. დამნაშავის სახლში ცხედრები პირველად მეზობლებმა ნახეს. სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ახლა მას სამართალდამცველები ეძებენ. უკვე დაკითხეს მეზობლებიც. წინასწარი ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა საკუთარ სახლში მოკლა ცოლი და ერთი მეგობარი, რომელიც მასთან აბაზანის რემონტზე მუშაობდა. ამის შემდეგ, რამდენიმე…

მეტი...

იაპონიაში ტაიფუნ „შანშანს“ მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში, ტაიფუნ „შანშანს“ სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ს ცნობით, სტიქია კუნძულ კიუშუზე მძვინვარებდა, სადაც ქარის სიჩქარე საათში 252 კილომეტრს აღწევდა. დაახლოებით 255 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კაგოშიმასა და მიაძაკის პრეფექტურებში სულ მცირე 39 ადამიანი დაშავდა. იაპონიის სამხრეთით სტიქიის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა, შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობაც.

მეტი...

საფრანგეთმა პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა

საფრანგეთმა Telegram-ის თანადამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერი გასცა. Politico-ს მოპოვებულ დოკუმენტში ჩანს, რომ საფრანგეთში Telegram-ის ირგვლივ გამოძიება გაცილებით უფრო ფართოა და თვეების წინაა დაწყებული. მანამდე ფრანგული მედია ამბობდა, რომ გამოძიება მხოლოდ ივლისში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა. მის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს, მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობისა და ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის მუხლით.

მეტი...

ლიეტუვამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. უცხოური მედიის ცნობით, დახმარების პაკეტში სატვირთო მანქანები, დასაკეცი საწოლები და საბრძოლო სისტემები შედის. გავრცელებული ინფორმაციით, დახმარება უკრაინაში 28 აგვისტოს ჩავიდა. „უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, წელს ლიეტუვამ უკვე მიაწოდა 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა, M577 და M113 ჯავშანტექნიკა, ზამთრის სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობა და თბილი ტანსაცმლის ნაკრები, სატანკო ყუმბარმტყორცნი და სხვა დამხმარე აღჭურვილობა“, – ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან ლიეტუვამ უკრაინას 647 მილიონ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია, ქვეყანაში გრძელვადიანი დახმარების მთლიანმა მოცულობამ კი 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

მეტი...

კიევში კვლავ საჰაერო განგაშია

ხუთშაბათს, დილით კიევში კვლავ საჰაერო განგაშია. უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსი დამპყრობლების მიერ გაშვებული კამიკაძე-დრონების გაუვნებელყოფას აგრძელებს. დრონების მოძრაობა შეინიშნება შემდეგ რეგიონებში: კიევი, ჟიტომირი, ჩერნიგოვი, ჩერკასი, პოლტავა. გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა. ადგილობრივი ხელისუფლების, ინფორმაციით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 10-ზე მეტი რუსული ,,შაჰედი” დედაქალაქის თავზე და გაანეიტრალეს მტრის 5 დრონი დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე.

მეტი...

ესპანეთმა უკრაინას შვიდი ელექტროგენერატორი გადასცა

ესპანეთმა უკრაინას შვიდი ელექტროგენერატორი გადასცა. ინფორმაციას ესპანეთში უკრაინის საელჩო ავრცელებს. ენერატორები უკრაინაში ენერგო ბიექტებზე რუსული თავდასხმების შედეგად გამოწვეული შედეგების დასაძლევადაა გათვლილი. ჰუმანიტარული დახმარებაში სამი 200 კვტ და ოთხი 220 კვტ გენერატორი შედის. საერთო ჯამში დახმარება 360 000 ევროს ღირებულებისაა. აღნიშნული დახმარება მოსახლეობის ზამთრისთვის მომზადების ხელშეწყობას გულისხმობს. როგორც ცნობილია, გენერატორები უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

მეტი...

პაველ დუროვს სასამართლომ საფრანგეთის დატოვება აუკრძალა და 5-მილიონიანი გირაო დააკისრა

პაველ დუროვს სასამართლომ საფრანგეთის დატოვება აუკრძალა და 5-მილიონიანი გირაო დააკისრა. ის პოლიციაში კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა. შეგახსენებთ, რომ Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა. მის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს, მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობისა და ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის მუხლით.

მეტი...

იტალიაში ორი ქართველი დააკავეს

იტალიაში ბინის გაქურდვის ბრალდენით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ეჭვმიტანილები 35 და 33 წლის კაცები არიან. ადგილობრივი მედია წერს, რომ ქართველებმა სახლის გატეხვის შემდეგ ნივთები გამოიტანეს და შემთხვევის ადგილი მანქანით დატოვეს, რა დროსაც პოლიცია აედევნა. ეჭვმიტანილების მანქანაში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციამ ქართველების მანქანიდან ოქროს ძვირფასი ნივთები და ბინის გასატეხი სპეციალური ხელსაწყო ამოიღეს.

მეტი...