გურჯაანში, 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სოფელ ახაშენში გუშინ, 28 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა ცოლი და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
ფიქრია ტუგულაშვილისა და მალხაზ მამისაშვილის ცხედრები მეზობელმა შემთხვევით იპოვა. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა როინ კობიაშვილი, რომელიც სოფელ ზეგაანში იპოვეს.