,,არანაირ სანქციებს არ ველოდებით, ეს არის ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ოცნებები”, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„რეალობა არის ერთი – საქართველო რჩება ევროკავშირისთვის ერთგულ პარტნიორად. საქართველოს აქვს გაცხადებული თავისი პოლიტიკური მისწრაფება, რომ უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და საქართველო დგამს შესაბამის ნაბიჯს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებით თუ რეფორმებით“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან გამოქვეყნებული ნებისმიერი ინდექსი მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და რჩება უპირობო ლიდერად ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით.