მამარდაშვილმა ასპასის დარტყმული პენალტი მოიგერია

ლა ლიგის მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სელტასთან“ 1:2 მარცხდება. მასპინძლებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა 45-ე წუთზე იაგო ასპასის დარტყმული პენალტი მოიგერია.  

მეტი...

მამაკაცს, რომელმაც მძინარე ცოლს დანით 19 ჭრილობა მიაყენა, სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

მამაკაცს, რომელმაც მძინარე ცოლს დანით 19 ჭრილობა მიაყენა, სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გახმაურებული მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას დღეს დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოკლულის დედა უვადო პატიმრობას ითხოვდა. თავად ბრალდებულმა კი თქვა, რომ საღ გონებაზე არ იყო. პროკურატურა განაჩენს გაასაჩივრებს. ბრალდება თვლის, რომ მამაკაცმა დანაშაული გენდერის ნიშნით ჩაიდინა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. გიორგი კავლელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე ბოლო სიტყვის თქმისას დანაშაული კიდევ ერთხელ აღიარა. 9 იანვარს გამთენიისას, ვარკეთილში, 27 წლის ქალი სასიკვდილოდ მაშინ დაჭრეს, როდესაც მას თვეების შვილთან ერთად ეძინა. ქეთევან ედიბერიძეს დანით 19 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და მალევე საავადმყოფოში დაიღუპა. კლინიკაში…

მეტი...

რა არის საჭირო იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ ემიგრანტებს?

ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც საშუალებს მისცემს ემიგრანტებს დაბრკოლების გარეშე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. “პირველი ეს არის საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა, და ლოკაციაზე მინიმუმ 50, მაქსიმუმ 3000 ასეთი ამომრჩევლის ყოფნა, რაც ნიშანვს, რომ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სააარჩევნო უბნის შექმნის შემთხვევაში, იქ მიიღებს მონაწილეობას. მეორე მოცემულობაა, საგეარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, შესაბამის რაოდენობაში ყველა შესაბამის ლოკაციაზე ინფორმაციის მოწოდება, რომ შემდეგომ ცესკომ, არაუგვიანეს 1 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ. ამასთან, ვისაც სურს საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს და შემდეგ ავტომატურ სიებში მოხვდნენ, ამისთვის მათ უნდა გაიარონ სათანადო პროცედურები, ამის შესახებ დეტალური ინფორმაციას…

მეტი...

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთში მიიწვია

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთში მიიწვია. ამის შესახებ მოდის კიევში ვიზიტის შედეგად უკრაინისა და ინდოეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. “სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევებში ის [ნარენდრა მოდი] აგზავნის მოწვევას, რაც მან გააკეთა კიდევაც ამ შემთხვევაში. ასე რომ, ჩვენ ველით, იმ მომენტში, როდესაც მისთვის მოსახერხებელი იქნება, პრეზიდენტი ზელენსკი ინდოეთს ეწვევა” – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრამანიამ ჯაიშანკარმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. 23 აგვისტოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.    

მეტი...

დედამ 8 თვის ტყუპები გაგუდა

ყაზახეთში 26 წლის ქალს 8 თვის შვილების გაგუდვა ედება ბრალად. ინფორმაციას, Mirror-ი ავრცელებს. დაკავებული ლუდმილა ხაკიმოვაა. გამოცემის ცნობით, 8 თვის ვალერია და მისი ძმა განუწყვეტლივ ტიროდნენ. ბავშვებს კბილები ამოსდიოდათ და ძალიან წუხდნენ. ლუდმილამ ბავშვების დაძინება ბევრჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ლუდმილა ალკოჰოლს სვამდა და ბავშვების ტირილი ძალიან აღიზიანებდა. ამიტომ, „ხმის ჩასახშობად“ გადაწყვიტა ბავშვებისთვის სქელი საბანი გადაეფარებინა. ფიქრობდა, რომ ეს მათ დაძინებაში დაეხმარებოდა. ამის შემდეგ, ლუდმილამ სმა მშვიდად განაგრძო. შემდეგ კი დასაძინებლად წავიდა. მეორე დღეს, როდესაც ლუდმილამ გაიღვიძა, მაშინვე ბავშვების სანახავად შევიდა. „საბანი გადავხადე. ორივეს ლურჯი ფერი დაჰკრავდა. მაშინვე სასწრაფოს დავურეკე“,- ამბობს…

მეტი...

“სიფრთხილეა საჭირო”- ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქალქეებს აფრთხილებენ

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ამინდის შეცვლასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ამინდის მნიშვნელოვანი შეცვლა ძირითადად დასავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. „ხვალ 24 აგვისტოს საქართველოში, ძირითადად დასავლეთში, მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი შეცვლა, დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი. სიფრთხილეა საჭირო იმ ნეგატივებისთან, როგორიცაა წყალდიდობა, ელჭექი, მეწყერი, სეტყვა და ძლიერი ქარი“ – წერს მეტეოროლოგი.  

მეტი...

თალიბანი ავღანეთში ქალის ხმის საჯაროდ გაჟღერებას კრძალავს

“სათნოების გავრცელებისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტროს” მიერ გამოცემული კანონის თანახმად, ავღანეთში ქალის ხმა, რომელიც მღერის ან კითხულობს, საჯარო ადგილებში არ უნდა ისმოდეს, რადგან ის ინტიმურად ითვლება. გარდა ამისა, ქალებს ეკრძალებათ შეხედონ მამაკაცებს, რომლებთანაც სისხლით ან ქორწინებით არ არიან დაკავშირებული.

მეტი...

პოლიციამ 20 წლის შემდეგ აიყვანა მამაკაცი, რომელმაც ჯგუფთან ერთად ორი ძმა მოკლა და სახლის ეზოში ჩააბეტონა

პოლიციამ 20 წლის შემდეგ აიყვანა მამაკაცი, რომელმაც ჯგუფთან ერთად, 2004 წელს, ორი ძმა თანხის გამოძალვის მიზნით ჯერ მოკლა, შემდეგ კი ნაქირავები სახლის ეზოში ჩააბეტონა. დაკავებული გარიკ კოსტანიანი დანაშაულებრივი ჯგუფის ბოლო წევრია, რომელიც 2004 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. ის სამართალდამცველებმა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საქართველოში შემოსვლის დროს დააკავეს. ცნობისთვის, აზერბაიჯანიდან საქართველოში მანქანის საყიდლად ჩამოსული ილხამ და რასიმ გასანოვები დამნაშავეებმა ფულის გამოძალვის მიზნით ნაქირავებ სახლში გაიტაცეს, სასტიკად აწამეს და მოკლეს. გამტაცებლებმა ძმების ცხედრები იქვე ეზოში ჩააბეტონეს.  

მეტი...

“რთულია აუხსნა წამებით მოკლული ადამიანების ოჯახებს, რატომ მოიხადა რამდენიმე “ნაციონალების” ჯალათმა ფორმალური სასჯელი”- გიორგი გამსახურდია

“ძალიან კარგია როდესაც მმართველმა პარტიამ, ჩადენილი დანაშაულების გამო, ე.წ. პოლიტიკური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” დასჯის პირობა საჯაროდ რომ დადო. კოჰაბიტაციამ ამ ხალხთან ვნახეთ რაც მოგვიტანა, ღორების და მარგალიტების არ იყოს” – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, სააკაშვილის, რურუას და ადეიშვილის შექმნილი „დანაშაულებრივი სინდიკატი“ უნდა დაისაჯოს. “ურთულესია პაატა ქარდავას ოჯახს აუხსნა, რომ ვიღაც გარეწარმა რომა შამათავამ (მეგობრობდა პაატასთან, პურიც ჰქონდა მის სახლში ბევრჯერ გატეხილი), თავისნაირ ნაძირალებთან ერთად, ყველანაირი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, რატომ ჩამოჰკიდა ბეტონის ფილა პაატას ფეხზე და შუბლგახვრეტილი წყალში ჩაძირა. ასევე რთულია აუხსნა შავაძის, ცინდელიანის, თეთრაძის და უამრავი…

მეტი...

ტურისტებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა-დაღუპულია 27 ადამიანი

Reuters-ის ინფორმაციით, ნეპალში ტურისტებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა.  დაღუპული 27 და  დაშავებულია 16 ადამიანი. ნეპალის პოლიციის სპიკერის, შაილენდრა თაფას განცხადებით, ავტობუსს 43 ინდოელი ტურისტი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გადაჰყავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა მდინარიდან 22 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 12 სერიოზულად იყო დაშავებული. ისინი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, ტაილანდის კურორტზე 5 ადამიანი იმსხვერპლა

ტაილანდში, ტურისტულ კუნძულ ფუკეტზე ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, სულ მცირე, 5 პირი იმსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის რუსი ცოლ-ქმარიცაა. წყვილი კუნძულზე დასასვენებლად ჩავიდა. მათი განმარტებით, პოლიცია სხვა დაღუპულების ვინაობის დადგენას ცდილობს. “დილის 2 საათზე დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, რამაც სახლები დააზიანა. ტერიტორიის მცხოვრებლები გაოცებულები იყვნენ” – აღნიშნავენ პოლიციაში.

მეტი...

ნიკოლოზ მაისურაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდე სპორტსმენთა შორის ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) ფინალში იჭიდავებს. ნახევარფინალში მან უკრაინელი კოსტიუკი 4:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ირანელ რეიზა აფშარს დაუპირისპირდება. გიგია ლუქუნიძე (110 კგ) ნახევარფინალში ამერიკელ ფალავანთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი – თემურ თუთარაშვილი (48 კგ) და რატი რევაზაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდებიან. მსოფლიო პირველობაზე დღევანდელი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკი ხვალ, 24 აგვისტოს გაიმართება.  

მეტი...

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჩინეთში ჩავა

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი 27-29 აგვისტოს ჩინეთში ჩავა. სალივანი პეკინში ვიზიტისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე სალივანი უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე, ასევე ტაივანის სრუტეში არსებულ ვითარებასა და ახლო აღმოსავლეთის საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. როგორც ამერიკული მედია წერს, ჯეიკ სალივანი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ისაუბრებენ ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერ, სი ძინპინის პოტენციურ შეხვედრაზე, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს.  

მეტი...

რუსეთში შტურმის დროს ოთხი პატიმარი მოკლეს

რუსული მედიის ცნობით, სამართალდამცავების შტურმის შედეგად ვოლგოგრადის ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია. რუსული მედია წერს, რომ შტურმის დროს ოთხივე პატიმარი მოკლულია. მათივე ინფორმაციით, პატიმრების განეიტრალება სნაიპერებმა მოახერხეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა კოლონიის შტურმი დაიწყეს. ოთხმა პატიმარმა მძევლად აიყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები. შტურმი ნახევარ საათს გაგრძელდა. მანამდე პატიმრებმა, რომლებმაც კოლონიაში მძევლები აიყვანეს, განაცხადეს, რომ „დაკავშირებულები არიან ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და აპირებენ, შური იძიონ მუსლიმი ძმების გამო, რომლებიც „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის საქმის ფარგლებში დააკავეს“.  

მეტი...

გოგონას, რომელმაც 74 წლის მამაკაცი მოკლა, პატიმრობა შეუფარდეს

გორის რაიონულმა სასამართლომ 74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დღევანდელი პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანია. ცნობისთვის, მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მინის ქარხნის დასახლების მიმდებარედ, ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მეტი...

კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოში იმყოფება 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, დანიის სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, პირველი შეხვედრა დანიის ვეტერანთა ცენტრის დირექტორთან, პოლკოვნიკ კიმ სიმონსენთან გამართა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და ის პროექტები გააცნო, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ახორციელებს, ასევე ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და მათი გამოცდილების გაზიარება. მასპინძელმა მხარემ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა და დანიის ვეტერანთა ცენტრის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა, ფსიქო-სოციალური და განათლების მიმართულებით არსებული პროექტები გააცნო. ასევე, გაუზიარა ინფორმაცია დანიაში არსებულ ვეტერანთა…

მეტი...

კურსკის ოლქი 133 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის ჯარის შესვლის შემდეგ რეგიონი 133 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რუსული მედიის მტკიცებით, ამის შესახებ ცნობილი კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსეი სმირნოვსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი. პუტინთან თათბირი ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმაც ჩაატარა, რომლის მტკიცებითაც, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წუხელ ოლქში შეღწევის მცდელობა ჰქონდათ. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით კი, რეგიონში სიტუაცია გართულებულია. გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქს გამუდმებით ბომბავენ.

მეტი...

უნგრეთის მთავრობა მზად არის, მიგრანტები, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივი ბილეთებით უზრუნველყოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობა მზად არის, მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივი ბილეთებით უზრუნველყოს. გერგელი გულიაშმა გააკრიტიკა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უნგრეთს თავშესაფრის წესების მუდმივი დარღვევისთვის 200 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. „ბრიუსელს სურს, ნებისმიერ ფასად გვაიძულოს, რომ მიგრანტები მივიღოთ. თუ ბრიუსელს სურს მიგრანტები, შეუძლია ჰყავდეს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მეტი...

სიცილიასთან იახტის ჩაძირვისას დაკარგული მეექვსე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

იტალიელმა მყვინთავებმა სიცილიასთან იახტა Bayesian-ის ჩაძირვისას დაკარგული მეექვსე ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი 18 წლის ჰანან ლინჩს ეკუთვნის, რომელიც მამასთან, მილიარდერ მაიკ ლინჩთან ერთად იმყოფებოდა იახტაზე. ჰანან ლინჩი იყო უკანასკნელი, მეექვსე დაკარგული ადამიანი, ვისაც იტალიელი მაშველები ეძებდნენ. ხუთი ცხედარი, რომელთა შორის მილიონერი მაიკ ლინჩიც იყო, ზღვაში იტალიელმა მაშველებმა ორი დღის წინ აღმოაჩინეს. უამინდობის გამო იახტის ჩაძირვის შესახებ 19 აგვისტოს გახდა ცნობილი. ინციდენტის დროს ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 15 ადამიანი, მათ შორის 1 წლის ბავშვი გადაარჩინეს. მედიის ცნობით, კრუიზში წასვლა ლინჩის იდეა იყო. მან ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ერთ-ერთი სასამართლო…

მეტი...

,,ვერცერთი კონფლიქტი ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე” – ინდოეთის პრემიერი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ კიევში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ვერცერთი კონფლიქტი ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე. როგორც გამოცემა Le Monde აღნიშნავს, ინდოეთის მთავრობა თავს იკავებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მკაფიოდ დაგმობისგან და ნაცვლად, ორივე მხარეს მოუწოდებს, გადაწყვიტონ უთანხმოება დიალოგის გზით. „ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგსა და დიპლომატიას მშვიდობისა და სტაბილურობის რაც შეიძლება მალე აღსადგენად. ამისთვის ინდოეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს მეგობარ ქვეყნებთან ერთად“, – აღნიშნა ინდოეთის მთავრობის მეთაურმა.

მეტი...

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავებულია 4 ბავშვი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

პროკურატურა ქეთი ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ქმრისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს და 20 წლიან სასჯელს სააპელაციოში გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა, მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გენდერის ნიშნით ჩადენილ ქმედებაში…

მეტი...

ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

74 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ,,ბრალდებული ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ბავშვია მოგეხსენებათ და ემოციების მართვაც ვერ შეძლო და ძალიან მძიმე მდგომარეობაა”, – განაცხადა ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ. მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში, 2 დღის წინ მოხდა. მოკლულია ტაქსის მძღოლი, 74 წლის ზურა ლაშხი. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა გოგომ მას ცივი იარაღით ჭრილობები ყაჩაღობის მოტივით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ,,მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვან გ.ყ-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც ნიშნავს განზრახ მკვლელობას და…

მეტი...

ბათუმში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

ინდოეთისა და უკრაინის ლიდერებმა ოთხ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერმინისტრმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. როგორც UNIAN წერს, ზელენსკისა და მოდის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 2 საათი გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია არ გამართულა. ნარენდრა მოდი კიევში დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო დროშის დღეს ჩავიდა. მოდიმ და ზელენსკიმ მოლაპარაკების დაწყებამდე რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების მულტიმედიური მემორიალი მოინახულეს. უკრაინისა და ინდოეთის ლიდერების მონაწილეობით ხელი მოეწერა ოთხ დოკუმენტს, რომელიც ეხება ორი ქვეყნის თანამშრომლობას სამედიცინო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში. ინდოეთის პრემიერმინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერიც გააკეთა: „ინდოეთის ხალხის სახელით, რომლის მოსახლეობაც 1,4 მილიარდი ადამიანია, ვლოცულობ…

მეტი...

დაკავებულია 38 წლის კაცი, რომელმაც დედა მოკლა, დაანაწევრა და ტყეში გადამალა

სანქტ-პეტერბურგის მახლობლად აღმოაჩინეს ქალის დანაწევრებული გვამი. Mash on the Moika-ს ცნობით, ბოროტმოქმედი გარდაცვლილის 38 წლის ვაჟი, ნიკოლაი აღმოჩნდა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა მოკლა 66 წლის დედა, რომელთანაც ცხოვრობდა. გარდაცვლილ ქალს სავარაუდოდ სიკვდილამდე თავში ჩაარტყეს. დანაშაულის დასაფარად ვაჟმა ცხედარი აბაზანაში დაანაწევრა და შავ პლასტმასის ჩანთებში ჩაალაგა. მან თავი და სხეული მინდორში გადაიტანა, სადაც გამვლელებმა აღმოაჩინეს. მკვლელმა კიდურების თავიდან მოშორება ვერ მოასწრო: ის სადარბაზოდან გასვლისას დაიჭირეს. სხეულის ნაწილებით სავსე ჩანთები ეჭირა, რომელთა დამალვა ჯერ ვერ მოასწრო. ნიკოლაი რეგისტრირებულია ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში. საკუთარი დედის სასტიკი მკვლელობის მოტივების შესახებ კითხვაზე, მამაკაცმა მიზეზად ეჭვიანობა დაასახელა. მისი აზრით,…

მეტი...

პრეზიდენტი სი ძინპინი პარიზიდან დაბრუნებულ ოლიმპიელებს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი 33-ე ზაფხული ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, ოლიმპიელებმა შეასრულეს მისია და საზღვარგარეთის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, ისტორიაში  საუკეთესო შედეგები დადეს. „ეს მიღწევა ორმაგი გამარჯვება იყო როგორც შეჯიბრების შედეგებში, ასევე სპორტულ უნარებში. ეს არის ერისა და ხალხს პატივისცემა“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმითნ ჩინეთის სპორტული დელეგაციის გამორჩეული მიღწევები არის არა მხოლოდ ჩინეთის სპორტულ მცდელობებში პროგრესისა და განვითარების კონცენტრირებული ასახვა, არამედ ჩინეთის მოდერნიზაციის, მიღწევების მიკროკოსმოსი, რაც სრულად აჩვენებს ჩინეთის სიძლიერეს ახალ ეპოქაში. „როცა ერი აყვავდება, მისი სპორტი ვითარდება; როდესაც ქვეყანა ძლიერია, მისი სპორტი ძლიერია. ფუნდამენტური მიზეზი, რის…

მეტი...

,,ყველა მკაცრად დაისჯება იმისთვის, რაც კურსკში მოხდა” – აშშ-ში რუსეთის ელჩი

,,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ”, – განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა. „მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მკაცრად დაისჯება იმისთვის, რაც კურსკის ოლქში მოხდა“, – აღნიშნა ანტონოვმა. ცნობისთვის, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოდან ახორციელებენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები, ამ დროისთვის, 90-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ.

მეტი...

,,6 წლის უნახავი მყავდა ჩემი შვილი, აწი ვეღარ ვნახავ” – მოკლულის დედის პროტესტი სასამართლოში

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენის გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა. 27 წლის ქეთევან ედიბერიძის დედა სიძისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა. ,,უვადოს ვითხოვ, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. მე ჩემი შვილი 6 წლის უნახავი მყავდა, აწი ვეღარ ვნახავ. მხოლოდ სურათებს ვეფერები. რატომ მომიკლა შვილი? მიზეზი მითხრან. მერე ვითომ გაითამაშეს და დადგეს სპექტაკლები, რომ ვითომ გადარჩენას ცდილობდა.მაგ არაკაცს ვინ სცა ჩემი შვილის სიცოცხლის ხელყოფის უფლება, და დღეს სამარცხვინოდ იბრძვიან რომ სასჯელი შეუმსუბუქონ”, – ამბობს მოკლულის დედა. 27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ…

მეტი...

პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს

რამდენიმე პატიმარმა რუსეთში ვოლგოგრადის ოლქში მდებარე N19 მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ბუნტი მოაწყო და პენიტენციური დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მძევლად აიყვანა. რუსული მედიის ცნობით, მსჯავრდებულებმა მძევლები მაშინ აიყვანეს, როცა ციხეში დისციპლინარული კომისიის სხდომა მიმდინარეობდა. ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლულია, რამდენიმე კი დაჭრილი. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. მკაცრი რეჟიმის კოლონია N19 ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ სუროვიკინოში მდებარეობს. ის 1 200-ზე მეტ პატიმარზეა გათვლილი.

მეტი...

ღამის სკოლები ჩინეთში    

ღამის სკოლები ჩინეთში ერთგვარ მოდურ ტენდენციად იქცა. ბიბლიოთეკებმა, კულტურულმა ცენტრებმა და სათემო ორგანიზაციებმა ქალაქ ჯინაში, აღმოსავლეთ ჩინეთის შანდონგის პროვინციაში სხვადასხვა ღამის სკოლები გახსნეს, რომლებიც  ახალგაზრდობის მოდურ ტენდენციად იქცა. ღამის სკოლები გვთავაზობენ კურსებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საოფისე უნარები, მოკლე ვიდეო რედაქტირება, ცეკვა, ვოკალური მუსიკა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელნაკეთობები, სილამაზე, ფიტნესი, კალიგრაფია და ყვავილების ხელოვნება. ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 8 საათიდან,  ჯინანის ბიბლიოთეკის მოკლე ვიდეო რედაქტირების კურსის საკლასო ოთახი ყოველთვის სავსეა სტუდენტებით, რომლებიც მასწავლებლის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ მოკლე ვიდეოს წარმოებასა და მონტაჟს. ღამის სკოლები, რომლებიც პოპულარული იყო 1980-იან წლებში, როგორც არასამუშაო საათებში სწავლების საშუალება,…

მეტი...

27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს, 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. როგორც მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განმარტა, გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობდა, რის გამოც კავლელაშვილი ამ ნაწილში დამნაშავედ არ იქნა ცნობილი. იქამდე კი ბრალდებულმა სხდომაზე დუმილი დაარღვია და მოსამართლეს არწმუნებდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო. ,,ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს…

მეტი...

ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა

ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. დანაშაული გვიან ღამით მოხდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია სამი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

რა გააკეთა ნაპოლის მწვრთნელმა სპეციალურად კვარაცხელიასთვის

იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში მიღებული დაზიანების შემდეგ, ნაპოლის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და მომდევნო მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია. 21 აგვისტოს, ფეხბურთელს შვილი შეეძინა და 2 დღით სპეციალური რეისით საქართველოში ჩამოფრინდა, გუშინ ღამით კი ნეაპოლში დაბრუნდა. როგორც წესი, ნაპოლის სავარჯიშო პროცესი დილის საათებში იწყება ხოლმე, თუმცა დღევანდელი ვარჯიში განსხვავებული გრაფიკით წარიმართა. LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ სპეციალურად კვარაცხელიას გამო გამონაკლისი დაუშვა და ნაპოლის დღევანდელი ვარჯიში დილის ნაცვლად საღამოს ჩაატარა, რათა გუნდის ქართველ ლიდერს იტალიაში ჩაესწრო და სავარჯიშო პროცესში სრულად ჩართულიყო.  

მეტი...

ჩინური ყავა ბაზარზე გამორჩეული მოთამაშე გახდა

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთის ყავის ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და ის გამორჩეული მოთამაშე გახდა  საერთაშორისო ბაზარზე. ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის მოთხოვნა ყავაზე 2023 წელს გასულ წელთან შედარებით 15 პროცენტით გაიზარდა. როგორც წამყვანი საინფორმაციო პლატფორმა – Allegra World Coffee Portal წერს,  ჩინეთმა გადაუსწრო შეერთებულ შტატებს, როგორც უმსხვილესი ბრენდირებული ყავის მაღაზიების ბაზარი მსოფლიოში. ლი ჰონგი, იუნანის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი ამბობს, რომ  ჩინური ყავის ინდუსტრიის ფეთქებადი ზრდა გამოიხატება ქვეყნის ყავის ინდუსტრიული ჯაჭვის ყველა რგოლში. მეცხოველეობისა და კულტივირებისას, ჩინეთი სწრაფად ავითარებს ყავის უმაღლესი ხარისხის ჯიშებს და ასევე ნერგავს მაღალი ხარისხის უცხოურ შტამებს…

მეტი...

მებაჟეებმა 135 296 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

19-21 აგვისტოს პერიოდში, მებაჟეებმა 135 296 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 653,2 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 296 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მეტი...