იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში მიღებული დაზიანების შემდეგ, ნაპოლის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და მომდევნო მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.
21 აგვისტოს, ფეხბურთელს შვილი შეეძინა და 2 დღით სპეციალური რეისით საქართველოში ჩამოფრინდა, გუშინ ღამით კი ნეაპოლში დაბრუნდა.
როგორც წესი, ნაპოლის სავარჯიშო პროცესი დილის საათებში იწყება ხოლმე, თუმცა დღევანდელი ვარჯიში განსხვავებული გრაფიკით წარიმართა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ სპეციალურად კვარაცხელიას გამო გამონაკლისი დაუშვა და ნაპოლის დღევანდელი ვარჯიში დილის ნაცვლად საღამოს ჩაატარა, რათა გუნდის ქართველ ლიდერს იტალიაში ჩაესწრო და სავარჯიშო პროცესში სრულად ჩართულიყო.