რუსეთის პრიმორიეს მხარეში 1,8 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა

რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა.­ ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტრიბუციო კომპანიის ცნობით, ავარიის მიზეზი პრიმორიეს სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის აღჭურვილობის ტექნოლოგიური გაუმართაობაა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. გამოცემა Meduza წერს, რომ ვლადივოსტოკში და რეგიონის რიგ სხვა ქალაქებში არ მუშაობს ბანკომატები და შუქნიშნები, არ მუშაობს მატარებლები და ელექტრომატარებლები, ხალხი ლიფტებშია ჩარჩენილი, საავადმყოფოები, სახლები და სავაჭრო ცენტრები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. “სრული ჩაქრობა ვლადივოსტოკში. ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია. ათობით ადამიანი რჩება ლიფტებში ჩარჩენილი“ – წერს „ტელეგრამ“ არხი SHOT-ი. რუსეთის ხელისუფლება შედეგების ერთ საათში აღმოფხვრის დაპირებას იძლევა.  

მეტი...

“დღეს უკვე ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი კანონიერად იხდის სასჯელს”- იუსტიციის მინისტრი

“დღეს უკვე ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი კანონიერად იხდის სასჯელს და მისი უფლებები დაცულია. შედეგად, პარტიას, რომელიც ცრუ ბრალდებით საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და ოფიციალურად იხდის ფულს ჩვენი ქვეყნის დასასანქცირებლად, არ უნდა ჰქონდეს ამომრჩევლის იმედი”– ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ბრეგაძე ამბობს, რომ თანამედროვე ბოლშევიკთა ერთ-ერთი ანარეკლის ლიდერს კი დიდი უკანონო სურვილი ამოძრავებდა, საქართველოსგან წაეღო ბიუჯეტის მეოთხედი, ვითომდა ანაკლიის პორტის მშენებლობის უკანონოდ გაჩერების გამო. „საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ რომ უპირობო ლიდერია, ამაზე არა მხოლოდ სოციოლოგიური გამოკითხვა, არამედ, პირველ რიგში, ოპონენტებთან დაკავშირებული რეალობა მეტყველებს. ჩვენი მოწინააღმდეგე ერთია…

მეტი...

მაიმუნის ყვავილის საფრთხე-ჩინეთში შესულ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში დააკვირდებიან

ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საზღვარს გადაკვეთენ, ჩინეთი მაიმუნის ყვავილზე გააკონტროლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ეხება სხვადასხვა პროდუქტს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ქვეყნის საბაჟოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ჩინეთი შესულ პირებსა და საქონელს 6 თვის განმავლობაში დააკვირდება. გადაწყვეტილება ჩინეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანმო-მ გაავრცელა განცხადება, რომ მაიმუნის ყვავილის (MPOX) ვირუსი კვლავ გახდა საგანგაშო საკითხი ჯანდაცვის სფეროში.    

მეტი...

“მეკარე წელში მუხლით დამეჯახა”- როგორია ბუდუ ზივზივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც ვარჯიშის დროს დაშავდა ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და სერიოზული არაფერია. „გუშინ ვარჯიშზე, მეკარე წელში მუხლით დამეჯახა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, დღეს უკვე კარგად ვარ და ახლა ვარჯიშზე გავდივარ” – ამბობს ზივზივაძე.  კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშზე დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. ინფორმაცია გერმანულმა სპორტულმა გამოცემამ გაავრცელა.  

მეტი...

“დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ჩხუბი”- ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინაში კონფლიქტის დასრულება არ სურს. ლუკაშენკო ამბობს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი გაანადგურონ. „მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ჩხუბი. ეს არც უკრაინელ ხალხს, არც რუსებს და არც ბელარუსებს არ სჭირდება. ეს მათ [შეერთებულ შტატებს] სჭირდებათ“ – აღნიშნა ლუკაშენკომ. ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინიდან ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიისკენ გაგზავნილი 10-მდე სამიზნე გაანადგურეს.  

მეტი...

„რუსეთის პასუხი უკრაინის შეჭრაზე, ჯერჯერობით, ნელი და დაბნეულია“- ნატოს გენერალი

ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მეთაურის, გენერალ კრისტოფერ კავოლის განცხადებით, რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციაზე რეაქციის ჩამოყალიბებას და ეს რეაქცია, ჯერჯერობით, ნელი და დაბნეულია. „რუსეთი ჯერ კიდევ ამზადებს პასუხს უკრაინის შეჭრაზე. ჯერჯერობით ეს მხოლოდ საკმაოდ ნელი და დაბნეული რეაქცია იყო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთი ვერ ადგენს, ვის აქვს უფლებამოსილება. თავდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი სამხედრო ოპერაციებზე უკრაინის შიგნით, მაგრამ არა რუსეთის შიგნით, ასე არი არის? ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა ყოფილიყო. მეორეც, რუსეთს არ ჰყავს თავისუფალი ძალები, რომლის გადასროლაც იქ შეუძლია. უკრაინაში მყოფი რუსული სახმელეთო ძალების ჩართულობის და წილის დონე…

მეტი...

“ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი”- საქართველოში ბრიტანეთის ახალი ელჩი

საქართველოში ბრიტანეთის ახალი ელჩი, გარეტ უორდი  მიმართვას ქართულ ენაზე ავრცელებს. როგორც ელჩი ამბობს, მოხარულია საქართველოში დაბრუნებით. “ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი 25 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პირველად ვესტუმრე თქვენს საოცარ ქვეყანას” – ამბობს ელჩი.  

მეტი...

“მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება“- რუსი დეპუტატი

„მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, ომის, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ“- განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, უშიშროების კომიტეტის წევრმა, მიხაილ შერემეტინმა. დეპუტატი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, რუსეთზე თავდასხმების განსახორციელებლად უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, მსოფლიო, რეალურად, მესამე მსოფლიო ომის პირას მიიყვანეს. „დასავლური მოდელის სამხედრო ტექნიკის არსებობის, უცხოური წარმოების საბრძოლო მასალითა და რაკეტებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების, რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმაში უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლების მონაწილეობის უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, ომის, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ“, – აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.  

მეტი...

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სამ პროვინციაში ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. „როიტერის“ ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოებში 14 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი და 265 სახმელეთო მანქანა, ასევე 1400 სატყეო მეურნეობის პერსონალია ჩართული. ხანძრის შედეგად დაზიანებულია, დაახლოებით 100 ჰექტარი მიწის ფართობი, სამი სოფლიდან კი მოსახლეობაა ევაკუირებული.  

მეტი...

ტოკიოში ტაიფუნის მოახლოების გამო 18 500 ადამიანია ევაკუირებული

ტაიფუნ “ამპილის” მოახლოების გამო ტოკიოში ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას Reuters-ის ავრცელებს. ამავე ცნობით, მოსალოდნელი ტაიფუნის შედეგად, 281 შიდა და 38 საერთაშორისო ფრენა და სარკინიგზო მიმოსვლა გაუქმდა. ქალაქ მობარაში, დაახლოებით, 18 500 ადამიანია ევაკუირებული, ხოლო ათობით სხვა ქალაქში სპეციალური საევაკუაციო ცენტრები გაიხსნა.  

მეტი...

“რუსეთს ჯარების ნაწილი უკრაინიდან კურსკის ოლქში გადაჰყავს“- კირბი

“რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების პოზიციებიდან ჯარების ნაწილი კურსკის ოლქის მიმართულებით გადაჰყავს” – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბი ამბობს, რომ პროცესს აკვირდებიან. „ვხედავთ, რომ ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი გადამისამართებულია კურსკის ოლქში. დარწმუნებით ვერ გეტყვით რამდენია, რამდენი შეიძლება იყოს, ან რა განზრახვები ექნებათ, მაგრამ დავიწყეთ დაკვირვება, რომ ზოგიერთი რუსული შენაერთი კურსკის ოლქში გადამისამართდება. პუტინს და რუსებს კორექტირება მოუწიათ. ჩვენ ვხედავთ ნიშანს, რომ ისინი ცდილობენ გამაგრებას კურსკსა და მის გარშემო, იქ უკრაინის ოპერაციის შედეგად. ამისათვის უნდა აიღო აქტივები, რომლებიც ერთ ადგილას იყვნენ და აკეთებდნენ ერთ საქმეს…

მეტი...

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები განახლდება

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს განახლდება. ინფორმაციას Reuters-ი კატარელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმაც. „ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოა. დარჩენილი დაბრკოლებების გადალახვა შესაძლებელია და ეს პროცესი დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ“- განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.  

მეტი...

ტაივანში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ტაივანში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 15 აგვისტოს საღამოს ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დღეს კი, 16 აგვისტოს, კუნძულის აღმოსავლეთით 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. Reuters-ის ცნობით, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიშიც იგრძნობოდა. ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის მეტრო აგრძელებდა მუშაობას, მაგრამ უფრო დაბალი სიჩქარით. სინოპტიკოსები მოსახლეობას მთიან რაიონებში მეწყრის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.  

მეტი...

მკვლელობა სოფელ დიღომში – დაკავებულია 4 ადამიანი

თბილისში, სოფელ დიღომში მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 4 პირი დააკავეს. შსს- ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ლ.ქ., ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის დაკავებული არიან – 1989 წელს დაბადებული ო.ბ. და 2005 წელს დაბადებული ნ.ფ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ჯ.ფ. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, ბრალდებულმა ლ.ქ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, სოფელ დიღომში, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლობელს 1987 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ქ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე…

მეტი...

თელ ავივში მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მოთხოვნით მსვლელობა იმართება

თელ ავივში მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მოთხოვნით დემონსტრაცია იმართება. ათასობით დემონსტრანტმა მსვლელობას „ბოლო შანსის მარში“ უწოდა. მომიტინგეები ითხოვენ, რომ დოჰაში გაგზავნილმა დელეგაციამ გააგრძელოს მოლაპარაკებები, ვიდრე შეთანხმებას არ მიაღწევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, ღაზის სექტორში მყოფი 115 მძევლისთვის „დრო ამოიწურება”. ცნობისთვის, კატარი მიმდინარე კვირას სამიტს გამართავს, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას, რაც ასევე მძევლების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

მეტი...

,,მარიამობის მარხვამ, შარშან, უმძიმესი სულიერი განსაცდელიდან გამომიყვანა. შეიძლებოდა დღეს მღვდელიც არ ვყოფილიყავი” – მამა შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ პატარა ვიდეო ჩართვაში მარიამობის მარხვის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. მოძღვარმა აღნიშნა, რომ შარშან, ღვთისმშობლის სახელობის მარხვამ სულიერ განსაცდელს გადაარჩინა. მოუწოდებს მრევლს, რომ ეს ორკვირიანი მარხვა, დედაღვთისმშობლის სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად შეინახონ. ,,ეს პატარა, ორკვირიანი მარხვა ძალიან მნიშვნელოვანი მარხვაა. რახან ზაფხულია, ბევრი არ ინახავს ამ მარხვას. თავს იმართლებენ, ზაფხულია, ვისვენებთო. და პატივისცემას არ გამოხატავენ ჩვენი დედა ღვთისმშობლის მიმართ. უნდა გავიაზროთ, რისთვის ვმარხულობთ ამ მარხვაში. ჩვენ ყველას გვჭირდება ღვთის შეწევნა, წყალობა და განსაკუთრებით, დედაღვთისმშობლის შემწეობა. დედა ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, ყველაფერია ჩვენთვის.…

მეტი...

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ვენესუელაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ვენესუელაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ასევე წამოაყენა ვენესუელაში ახალი არჩევნების ჩატარების იდეა. ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ უარყო ბაიდენისა და ლულას შეთავაზება. „არჩევნები უკვე შედგ. მადუროს უნდა გააგებინონ, რომ მისი ხელისუფლებაში დარჩენის საფასური ყოველ დღე იზრდება“, – აღნიშნა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა. ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული შედეგების თანახმად, ნიკოლას მადურომ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 51.20%, ხოლო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ედმუნდო გონსალეს ურუტიამ – 44.2%. აშშ-მა ვენესუელის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩევნებში…

მეტი...

„ძალიან ამაღლებული შეგრძნებაა, როცა შეგიძლია შენი ქვეყანა ასახელო, უმაღლეს საფეხურზე აიტანო შენი ჰიმნი და დროშა“ – გენო პეტრიაშვილი

,,ძალიან ამაღლებული შეგრძნებაა, როცა შეგიძლია შენი ქვეყანა ასახელო, უმაღლეს საფეხურზე აიტანო შენი ჰიმნი და დროშა”, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, ქართველი ოლიმპიელების საზეიმო დახვედრის ცერემონიაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „დღესაც ემოციების პიკში ვართ იმიტომ, რომ ჩვენ სპორტსმენებს გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის დროშა უმაღლეს საფეხურზე ავწიოთ, თუნდაც ვცადოთ ეს ყველაფერი და ეს არის ძალიან მაგარი, ამაყებს გვხდის და ძალიან ამაღლებული შეგრძნებაა, როცა შეგიძლია შენი ქვეყანა ასახელო, უმაღლეს საფეხურზე აიტანო შენი ჰიმნი და დროშა,“ – აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.

მეტი...

,,დავასრულოთ ეს ბრძოლა, ეს არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს” – ლუკაშენკო

,,მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა. ეს არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს. ეს დასავლეთში სჭირდებათ. მე არ შემიძლია ფაქტების გამჟღავნება, რადგან გასაიდუმლოებულია, თუმცა ზოგჯერ ისინი ღიად საუბრობენ – მაღალი რანგის პიროვნებები ამბობენ, დაე, რუსებმა და უკრაინელებმა სცემონ ერთმანეთი და ყველა დაიღუპოს. მთელი საზღვარი 1 200 კილომეტრია. ახლა ფრონტის ხაზი ჩრდილო-აღმოსავლეთით 1000 კილომეტრია. მზად ვართ მეტისთვის? არა. კურსკმა აჩვენა ეს. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია და…

მეტი...

რა არის ,,მაიმუნის ყვავილი”, იგივე Mpox და რა უნდა ვიცოდეთ ინფექციაზე

რა არის ,,მაიმუნის ყვავილი”, იგივე Mpox, რა სიმპტომები აქვს მას და რა უნდა ვიცოდეთ ინფექციაზე, რომელთან დაკავშირებითაც WHO-მ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რა არის ,,მაიმუნის ყვავილი” სფეროს ექსპერტების თქმით, ,,მაიმუნის ყვავილის” გამომწვევი ვირუსი ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა, ამის მიუხედავად, ის ნაკლებად მწვავეა და ინფიცირების შანსიც მცირეა. BBC წერს, რომ დაავადება ძირითადად აფრიკაში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს არსებულ ქვეყნებში გვხვდება. ამ დროისთვის კი ვირუსის ორი ძირითადი შტამი არსებობს – დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული. ცნობილია ისიც, რომ დასავლეთ აფრიკული შტამი შედარებით მსუბუქი სიმპტომატიკით გამოირჩევა. თუმცა, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ შვედეთში…

მეტი...

,,უკრაინას სუჯაზე სრული კონტროლი აქვს” – ზელენსკი

,,უკრაინას სუჯაზე სრული კონტროლი აქვს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ სამეთაურო პუნქტს აყალიბებენ. ზელენსკი ამას გენერალ სირსკიზე დაყრდნობით საუბრობს. თავად სირსკი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის კონტროლქვეშ იმყოფება 82 დასახლებული პუნქტი 1150 კვადრატული კილომეტრის ფართობზე.

მეტი...

რუსთავში ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა

რუსთავში ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა. ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა კოსტავას გამზირზე მოხდა, სადაც ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. გამოცემის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება გაეწია. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...