„რუსეთის პასუხი უკრაინის შეჭრაზე, ჯერჯერობით, ნელი და დაბნეულია“- ნატოს გენერალი

ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მეთაურის, გენერალ კრისტოფერ კავოლის განცხადებით, რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციაზე რეაქციის ჩამოყალიბებას და ეს რეაქცია, ჯერჯერობით, ნელი და დაბნეულია.

„რუსეთი ჯერ კიდევ ამზადებს პასუხს უკრაინის შეჭრაზე. ჯერჯერობით ეს მხოლოდ საკმაოდ ნელი და დაბნეული რეაქცია იყო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთი ვერ ადგენს, ვის აქვს უფლებამოსილება. თავდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი სამხედრო ოპერაციებზე უკრაინის შიგნით, მაგრამ არა რუსეთის შიგნით, ასე არი არის? ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა ყოფილიყო. მეორეც, რუსეთს არ ჰყავს თავისუფალი ძალები, რომლის გადასროლაც იქ შეუძლია. უკრაინაში მყოფი რუსული სახმელეთო ძალების ჩართულობის და წილის დონე ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალმა.

მისი განმარტებით, ქვედანაყოფები, რომლებიც რუსეთში რჩებიან და მსგავს პრობლემას უპირისპირდებიან, ახალწვეულები არიან, რომლებსაც უკრაინაში ბრძოლა თეორიულად და იურიდიულად ეკრძალებათ.

 

მსგავსი თემები