აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ვენესუელაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ასევე წამოაყენა ვენესუელაში ახალი არჩევნების ჩატარების იდეა.
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ უარყო ბაიდენისა და ლულას შეთავაზება.
„არჩევნები უკვე შედგ. მადუროს უნდა გააგებინონ, რომ მისი ხელისუფლებაში დარჩენის საფასური ყოველ დღე იზრდება“, – აღნიშნა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა.
ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული შედეგების თანახმად, ნიკოლას მადურომ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 51.20%, ხოლო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ედმუნდო გონსალეს ურუტიამ – 44.2%.
აშშ-მა ვენესუელის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა.