თელ ავივში მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მოთხოვნით მსვლელობა იმართება

თელ ავივში მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მოთხოვნით დემონსტრაცია იმართება. ათასობით დემონსტრანტმა მსვლელობას „ბოლო შანსის მარში“ უწოდა.

მომიტინგეები ითხოვენ, რომ დოჰაში გაგზავნილმა დელეგაციამ გააგრძელოს მოლაპარაკებები, ვიდრე შეთანხმებას არ მიაღწევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, ღაზის სექტორში მყოფი 115 მძევლისთვის „დრო ამოიწურება”.

ცნობისთვის, კატარი მიმდინარე კვირას სამიტს გამართავს, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას, რაც ასევე მძევლების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

მსგავსი თემები