ტაიფუნ “ამპილის” მოახლოების გამო ტოკიოში ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას Reuters-ის ავრცელებს. ამავე ცნობით, მოსალოდნელი ტაიფუნის შედეგად, 281 შიდა და 38 საერთაშორისო ფრენა და სარკინიგზო მიმოსვლა გაუქმდა.
ქალაქ მობარაში, დაახლოებით, 18 500 ადამიანია ევაკუირებული, ხოლო ათობით სხვა ქალაქში სპეციალური საევაკუაციო ცენტრები გაიხსნა.