“დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ჩხუბი”- ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინაში კონფლიქტის დასრულება არ სურს. ლუკაშენკო ამბობს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი გაანადგურონ.

„მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ჩხუბი. ეს არც უკრაინელ ხალხს, არც რუსებს და არც ბელარუსებს არ სჭირდება. ეს მათ [შეერთებულ შტატებს] სჭირდებათ“ – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინიდან ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიისკენ გაგზავნილი 10-მდე სამიზნე გაანადგურეს.

 

მსგავსი თემები