ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები განახლდება

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს განახლდება. ინფორმაციას Reuters-ი კატარელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმაც.

„ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოა. დარჩენილი დაბრკოლებების გადალახვა შესაძლებელია და ეს პროცესი დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ“- განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.

 

მსგავსი თემები