ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საზღვარს გადაკვეთენ, ჩინეთი მაიმუნის ყვავილზე გააკონტროლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ეხება სხვადასხვა პროდუქტს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის საბაჟოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ჩინეთი შესულ პირებსა და საქონელს 6 თვის განმავლობაში დააკვირდება.
გადაწყვეტილება ჩინეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანმო-მ გაავრცელა განცხადება, რომ მაიმუნის ყვავილის (MPOX) ვირუსი კვლავ გახდა საგანგაშო საკითხი ჯანდაცვის სფეროში.