ტაივანში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 15 აგვისტოს საღამოს ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დღეს კი, 16 აგვისტოს, კუნძულის აღმოსავლეთით 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
Reuters-ის ცნობით, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიშიც იგრძნობოდა. ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის მეტრო აგრძელებდა მუშაობას, მაგრამ უფრო დაბალი სიჩქარით.
სინოპტიკოსები მოსახლეობას მთიან რაიონებში მეწყრის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.