წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 18 აგვისტოდან უნალექო ამინდი იქნება. ქ. თბილისში 16-17 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16 აგვისტოს შესაძლოა გაწვიმდეს, ხოლო 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი,…

მეტი...

დააკავეს მეთიუ პერის გარდაცვალებასთან კავშირში მყოფი 5 ადამიანი, მათ შორის ექიმები და მსახიობის თანაშემწე

ამერიკელი მსახიობი მეთიუ პერი შარშან, ოქტომბერში გარდაიცვალა. ის ცნობილია ჩენდლერის როლით, სიტკომში „მეგობრები“. პერი ლოს ანჯელესის საკუთარ სახლში, ჯაკუზიში იპოვეს გარდაცვლილი. მას ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ აღენიშნებოდა. მაშინ მედია იუწყებოდა, რომ მსახიობს გული გაუჩერდა. გარდაცვალების მიზეზი მოგვიანებით დადგინდა ,,კეტამინის მწვავე ეფექტი”. დღეს პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექიმი და რამდენიმე ნარკოდილერი დააკავეს, კეტამინის მიცემის ბრალდებით, რომლისგანაც იგი გარდაიცვალა 2023 წლის ოქტომბერში, იტყობინება TMZ. დაკავებულების ვინაობა არ სახელდება და უცნობია წაუყენეს თუ არა ბრალი. მრავალმა სამართალდამცავმა უწყებამ ჩაატარა ჩხრეკა და ამოიღო კომპიუტერები, ტელეფონები და სხვა მოწყობილობები, რათა დაედგინათ, რომელმა ეჭვმიტანილმა მისცა პერის ფატალური…

მეტი...

სიმპტომები, რომლებიც „მაიმუნის ყვავილს“ ახასიათებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ინფექციამ აფრიკაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იფეთქა. ,,მაიმუნის ყვავილმა” 13 ქვეყანა მოიცვა. ,,დამახასიათებელი სიმპტომი არის მაღალი ცხელება და ძალიან უცნაური გამონაყარი, რომელიც ფიქსირდება ხელის გულებსა და ფეხის გულებზე. გადამდებია, ეს არის ზოონოზური ინფექცია, ძირითადად გადამდებია ცხოველებისგან და ასევე დაბინძურებული ცხოველის, ან ადამიანის სითხე, ყველანაირი გამონაყოფი ეს იქნება ნერწყვი, სპერმა, შარდი და ა.შ. ძირითადად, გადადის ძალიან მჭიდრო კონტაქტით. შესაძლოა შევხვდეთ ოჯახის შემთხვევებსაც, ამიტომ პირველი, რაც არის აუცილებელი დისტანცირება და ცოტა მეტი თავდაცვა,“ – აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების…

მეტი...

ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო, სიცილიის აეროპორტში ფრენები გაუქმდა

ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო, სიცილიის აეროპორტში ფრენები გაუქმდა. გავრცელებული ინფორმაციით, სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე კატანიის აეროპორტში ფრენების დაახლოებით 75%-ია გაუქმებული. მედია წერს, რომ გაუქმებული რეისების უმეტესობა Ryanair Holdings Plc-ს ეკუთვნის, ასევე გაუქმებულია ITA Airways-ისა და EasyJet Plc-ის ფრენებიც. აღნიშნულთან დაკავშირებით Ryanair-მა განცხადებაც გაავრცელა. ავიაკომპანია წერს, რომ ის ,,სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობს”.

მეტი...

მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელი, არჩილ ბადრიაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელი, არჩილ ბადრიაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ის დღეს უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და ახლობლებმა გააცილეს. 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს. მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

მეტი...

„გამიხარდა, რომ ის სპორტსმენები, ვინც მედალი ვერ აიღო, 50 000 ლარით დასაჩუქრდებიან, ბიჭებს, ყველას ძალიან გაგვიხარდა ეს“ – ლაშა ბექაური

,,ყველაზე მეტად რაც გამიხარდა არის ის, რომ ის სპორტსმენები, ვინც მონაწილეობა მიიღო და მედალი ვერ აიღო 50 000 ლარით დასაჩუქრდებიან”, – ამის შესახებ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა. „ყველაზე მეტად რაც გამიხარდა არის ის, რომ ის სპორტსმენები, ვინც მონაწილეობა მიიღო და მედალი ვერ აიღო 50 000 ლარით დასაჩუქრდებიან. ბიჭებს, ყველას ძალიან გაგვიხარდა ეს, რაც ძალიან დასაფასებელი ფაქტია, მადლობა. რაც შეეხება ემოციებს, რაღაც ყველასგან განსხვავებული ემოცია იყო, რადგან ისტორია დაიწერა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა ძიუდოს ისტორიაში. ბევრი რეკორდი დამყარდა, მთლიანად დელეგაციას სასწაული…

მეტი...

შავი ზღვის წყლის ხარისხის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. კვლევები ყოველთვიურად, 12 წერტილში ხორციელდება; ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებში იყო. კვლევებით განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16…

მეტი...

ზელენსკი რადას მოუწოდებს, მიიღოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უკრაინაში მებრძოლი უცხოელებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებასაც ითვალისწინებს

ზელენსკი რადას მოუწოდებს, მიიღოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უკრაინაში მებრძოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებასაც ითვალისწინებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პარლამენტს სთხოვს, შეიკრიბოს და მიიღოს ,,თავდაცვითი საკანონმდებლო პაკეტი”, რომელიც კურსკში მებრძოლი უკრაინელი და სხვა ქვეყნის მოქალაქეთა სტატუსის განსაზღვრას მოიცავს. მისი თქმით, ეს პაკეტი საკანონმდებლო დონეზე მოიცავს გარანტიებს, რომ კურსკში ან რუსეთის სხვა ოლქებში მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცები იმავე გადახდებს მიიღებენ და ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რომლითაც უკრაინაში წინა ხაზზე მებრძოლი სამხედროები სარგებლობენ. ,,ყველა მეომარი, რომელიც იცავს უკრაინის სახელმწიფოს, ხალხს, დამოუკიდებლობას, იმსახურებს აღიარებას და მაქსიმალურ მხარდაჭერას. ეს ეხება ჩვენს ლეგიონერებს, რომლებსაც ჯერ…

მეტი...

ბულგარეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს სკოლებში ლგბტ პროპაგანდას

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს სკოლებში ლგბტ პროპაგანდას. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს. 7 აგვისტოს, ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას. კანონი კრძალავს განათლების სისტემაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასთან და/ან გენდერულ იდენტობასთან (ბიოლოგიური სქესის გარდა) დაკავშირებული ნებისმიერი იდეისა და შეხედულების პროპაგანდას, პოპულარიზაციას ან წაქეზებას.

მეტი...

,,ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს” – კობახიძე პრეზიდენტს პასუხობს

,,ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს”, – ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი თვლის, რომ ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვება სახალხო ზეიმი უნდა იყოს და სექტემბერში დიდ შეკრებასაც აანონსებს. ,,ცდილობს რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ ამ კინკლაობაში მას ვერ ჩავყვებით, მას თუ უნდა, შეუძლია სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. ისინი ამ ჯილდოებს მიიღებენ, თუ არადა 4 თვეში გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ის მაინც დააჯილდოებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება. ხალხის, მე მგონი, სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს და ის ხალხის რისხვას,…

მეტი...

შვედეთში ,,მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა დადასტურდა

შვედეთში ,,მაიმუნის ყვავილის” (Mpox) პირველი შემთხვევა დადასტურდა. უცხოური მედიის ცნობით, ეს ვირუსული ინფექციის აფრიკის გარეთ დაფიქსირების პირველი შემთხვევაა. მანამდე, 14 აგვისტოს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ,,მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოჰყვა. კონგოს გარდა, ,,მაიმუნის ყვავილის” შემთხვევა დაფიქსირდა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში. ცნობილია, რომ ვირუსული ინფექცია ,,მაიმუნის ყვავილი” ახლო კონტაქტით ვრცელდება.

მეტი...

Meta-მ ,,ოცნების” მხარდამჭერი და რუსეთიდან მართული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა

Meta-მ ,,ოცნების” მხარდამჭერი და რუსეთიდან მართული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა. კომპანია განმარტავს, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, ჯამში, 76 Facebook-ანგარიში, 30 Facebook-გვერდი და 11 Instagram-ანგარიშია წაშლილი. მიზეზი კი მათი პოლიტიკის დარღვევაა. Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში, ეს გვერდები, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს ,,ქართულ ოცნებას” უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ. დოკუმენტში წერია, რომ ყალბი გვერდები ახალი ამბების მიმართულებით მუშაობდა და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. მათივე ცნობით, რუსეთი იყენებდა Youtube-ს, Telegram-სა და TikTok გვერდებსაც, რეკლამაში კი ჯამში 77 ათასი დოლარი დაიხარჯა.

მეტი...

,,ის, რაც გუშინ ვიხილეთ გაეროში არის ერთ-ერთი ყველაზე გაუგონარი ღალატი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში” – მიხეილ სააკაშვილი

,,ის, რაც გუშინ ვიხილეთ გაეროში და რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, არის ერთ-ერთი ყველაზე გაუგონარი ღალატი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში”, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. ,,ის რაც გუშინ ვიხილეთ გაეროში და რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, არის ერთ-ერთი ყველაზე გაუგონარი ღალატი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ოკუპირებული საფრანგეთის, ჰიტლერის მარიონეტულ ვიშის მთავრობასაც კი არ მოსვლია აზრად იმ თანამემამულეების გასამართლება, რომლებიც გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. ასეთი გააფთრებული, თავზეხელაღებული ღალატი ივანიშვილის ნოუ-ჰაუა და ნათელი სიგნალია ყველასთვის, ვისაც საქართველო უყვარს, ამ რეჟიმის გასაძევებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში,…

მეტი...

ბრალდება წარუდგინეს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და იურისტს, რომლებიც უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ

ბრალდება წარუდგინეს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და იურისტს, რომლებიც უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ,,საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და იურისტს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია შპს „ლეველი +“-ის დირექტორი და ამავე კომპანიის იურისტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ. ბრალდებულები დაზარალებულებს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებებს უფორმებდნენ და თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა №63-ში და გმირ კურსანტთა ქუჩა №5ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის…

მეტი...

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავარიის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. მათი ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული მძღოლები და მგზავრები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ქობულეთში, ,,ევექსის” კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ვასო ქარდავას, სამშობლოში 17 აგვისტოს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ვასო ქარდავას, სამშობლოში 17 აგვისტოს ჩამოასვენებენ. ,,17.08.2024, 05:30 ჩამოასვენებენ ვასო ქარდავას, (თბილისის აეროპორტი) ჩვენი დროის გმირი ჩვენი ძმა, გთხოვ დახვდით და შესაბამისი პატივი მიაგეთ ჩვენ გმირ ძმას! დიდება მის სულს და ჩვენს გმირებს!”, – წერს ქართველი მებრძოლი, ნური მითაგვარია. არსებული ინფორმაციით, ვასო ქარდავა 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მსახურობდა და სოლედარი-სივერსკის მიმართულებაზე იბრძოდა. ის რუსეთ-უკრაინის ომში მისი დაწყებისთანავე წავიდა. 34 წლის ვასო ქარდავა რუსების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის აფხაზეთიდან დევნილი იყო.

მეტი...

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე იმ ღალატის შესახებ, რომელიც 2008 წელს ჩაიდინეს” – ირაკლი კობახიძე

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე, იმ ღალატის შესახებ რომელიც 2008 წელს ჩაიდინეს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები დღესაც ცდილობენ ჩვენი ქვეყანა ომში ჩაითრიონ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართულ ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „არის ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც ალბათ ასევე სჭირდება გამოძიება: ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მათ დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას სისხლის სამართლის კოდექსიდან და ომის დასრულებიდან მალევე მიიღეს ეს კანონი. იმდენად ეშინოდათ საკუთარი ჩადენილი დანაშაულის, რომ ღალატის შესახებ ჩანაწერი ამოიღეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსიდან, ისე კონსტიტუციიდანაც.…

მეტი...

აშშ-რუსეთის მოქალაქე ქსენია კარელინა უკრაინული ფონდში $51 გადარიცხვისთვის სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს და 12 წელი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე ქსენია კარელინას უკრაინული ფონდისთვის 50 დოლარის შეწირვისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი დღეს სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა, კარელინა სახელმწიფო ღალატში ცნეს დამნაშავედ. ქსენია კარელინა 2024 წლის თებერვალში დააკავეს, როდესაც ის რუსეთში ჩავიდა. გამომძიებლების თქმით, გოგონა “2022 წლის თებერვლიდან პროაქტიულად აგროვებდა ფულს ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე” და “არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საჯარო ღონისძიებებში” უკრაინის მხარდასაჭერად. რუსეთის საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა კარელინას ტელეფონში $51.8 ოდენობის გადარიცხვა იპოვეს უკრაინული ფონდის Razom for Ukraine სასარგებლოდ. ФСБ-ს განცხადებით, თანხა სავარაუდოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის შესაძენად წავიდა. გამოძიება კარელინასთვის 15…

მეტი...

ქუთაისში, გოლიათი ბავშვი დაიბადა

ქუთაისში გოლიათი ბავშვი დაიბადა. ჩვილის წონა 4 800 კილოგრამია. ბავშვი დედის მე-6 შვილია. ჩვილი „ახალ N2 სამშობიარო სახლში“ დაიბადა. ბავშვის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს კლინიკა ავრცელებს.

მეტი...

კატარში სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო

კატარის დედაქალაქ დოჰაში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლები. „ჰამასმა“ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი იმ დროს გაიმართა, როცა ირანი 31 ივლისს თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო ისრაელზე იერიშის მისატანად უკვე მზად იყო. სასწორის პინაზე 10-თვიანი ომის დასრულება და 115 ებრაელი და უცხოელი გატაცებული ადამიანის დაბრუნება დევს. ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების წყალობით შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გარეტ ედუარდ უორდმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

მეტი...

კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ,,სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვის პერიოდში, მოძრაობის სქემა არ შეიცვლება”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

გაყინულ კატლეტში სალმონელა აღმოჩნდა

წნორში ნახევარფაბრიკატის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ინდივიდუალური მეწარმის სარეალიზაციო ობიექტიდან (სიღნაღი, ქ. წნორი, თავისუფლების ქ. 13) ნახევარფაბრიკატის – კატლეტის ნიმუშები (მწარმოებელი ი/მ, ქ. წნორი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N31) აიღეს. ,,სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიდან კვლევის მიღებული შედეგების თანახმად, აღებული 5 ნიმუშიდან 2 ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა (SALMONELLA). ლაბორატორიული კვლევის დასრულებისთანავე ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ ბიზნესოპერატორთან განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება, რის შედეგადაც მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატის – კატლეტის რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული…

მეტი...

სემეკი მოუწოდებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პროცედურების დარღვევის გამო სს „თელასი“ დააჯარიმა. კომპანიას დაევალა სემეკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დარღვევების აღმოფხვრა და დაკისრებული ჯარიმის – 5000 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. კერძოდ, სს „თელასმა“ მომართა სემეკს და მოითხოვა გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახედვა. კომპანიის მიერ მიერთებისთვის გასაწევი ხარჯების ადეკვატურობის შეფასების მიზნით, სემეკმა დაიწყო სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების და უკვე მიერთებული მომხმარებლების სიმძლავრის გაზრდის პროექტების შესწავლა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასის“ ქსელში ჩართული იყო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე აღემატებოდა…

მეტი...

არსებობს თუ არა საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი და რა უნდა გავითვალისწინოთ – ივანე ჩხაიძის რეკომენდაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ინფექციამ აფრიკაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იფეთქა. ,,მაიმუნის ყვავილმა” 13 ქვეყანა მოიცვა. ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოს მოსახლეობას საგანგაშო და სანერვიულო არაფერი აქვს. ,,მაიმუნის ყვავილი ჯერჯერობით არ გაცილებულა აფრიკის ფარგლებს, ამიტომ ჯანმო-ს ეს გადაწყვეტილება, უფრო მეტად, პრევენციულია მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის, ვიდრე რეალურ საშიშროებას ასახავს, თუნდაც საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უბრალოდ ნიშანი იმისა, რომ მსოფლიოს გარკვეულ რეგიონში ასეთი სერიოზული პრობლემა გამოჩნდა. მაიმუნის ყვავილზე საუბარი 2023 წელსაც იყო, როდესაც პირველად დაფიქსირდა მისი შემთხვევები, მაგრამ დღევანდელი პრობლემა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რადიკალურად არ განსხვავდება იმ მდგომარეობისგან,…

მეტი...

იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა

,,იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა”, – ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ივლისის თვეში საქართველოს კულტურის მინისტრის იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იორდანულ მხარესთან შეთანხმდა ქართველ მეცნიერ-არქეოლოგთა გუნდის იორდანიაში გამგზავრება და ქალაქ კარაკის შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. „მინისტრმა ქალაქ კარაკში შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ადგილი მიმდინარე წლის ივლისში მოინახულა. მიღწეული შეთანხმების აღსრულების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ექსპედიციის ხელმძღვანელად მოიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. რამდენიმე დღის წინ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგები შიჰანის მთაზე…

მეტი...

,,უკრაინის შესვლა კურსკში პუტინის დამცირებაა” – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

,,უკრაინის არმიის მიერ კურსკის ოლქში წარმოებული საბრძოლო მოქმედებები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირებაა”, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასჩუნასიმ. მისი თქმით, უკრაინამ კურსკში წარმატებული სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და მოკლე ხანში შთამბეჭდავი რაოდენობის დასახლებული პუნქტები აიღო. მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევი ამ ოპერაციით რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი პოზიციით წარდგება.

მეტი...

,,ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება” – პრეზიდენტი

,,ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება. ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოაწყო, როგორც გამოვაცხადე”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვება ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ერთად, სახალხო ზეიმი უნდა იყოს. „მინდა ყველას მივულოცო ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება, არამხოლოდ იმათ, ვინც მედლებით დაბრუნდა და ძალიან გაახარა საზოგადოება, არამედ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვმონაწილეობდეთ ამ დონეზე, ამდენი გამარჯვებით. 24-ე ადგილი არ არის ხუმრობა, მთელი საზოგადოება მართლაც ზეიმობს მათთან ერთად. მინდა, მოგახსენოთ, რომ დღეს, 13:00 საათზე შემატყობინეს, რომ საღამოს 20:00 საათზე…

მეტი...

,,ოლიმპიელების დაჯილდოება არა ჩაკეტილ სივრცეში, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოლიმპიელების მიღება და დაჯილდოება დღეს 15 აგვისტოს, ნაჩქარევად არ უნდა გაიმართოს, როგორც მთავრობას აქვს გადაწყვეტილი. ,,ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას და არა ჩაკეტილ სივრცეში, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. მეორე საკითხია, რომ პარაოლიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე. ყველას ერთად მივიღებთ სექტემბერში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

,,ევროკავშირში და ნატოში არავის უნდა მეორე ორბანი ან მესამე პუტინი” – ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვას სეიმის ვიცე სპიკერის ჟიგიმანტას პავილიონისის თქმით, ,,ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის ევროკავშირის კარი არასდროს გაიღება. ,,ევროკავშირში და ნატოში არავის უნდა მეორე ორბანი ან მესამე პუტინი. დაივიწყეთ ამ მთავრობით ოდესმე ევროკავშირში შესვლა. ევროკავშირის და ნატოს კარები იქნება დაკეტილი. ნატოს სამიტზე ჩვენ ვიწევთ ხელს და ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა მოიხსენიონ საქართველო. ამჯერად, ხელი არ აგვიწევია. რატომ? იმიტომ რომ თქვენ აღარ გყავთ მეგობრები. თქვენი მეგობარი არის ორბანი, რომელიც არასდროს არ აიწევს ხელს, თქვენს გაწევრიანებაზე ევროკავშირში და ნატოში, იმიტომ, რომ ის მიყვება რუსეთის ინსტრუქციებს. ამიტომ ეს არჩევნები არის გადამწყვეტი, ვინაიდან ეს არის არჩევნები…

მეტი...

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად გიორგი თვაური დაინიშნა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელად გიორგი თვაური დაინიშნა. ,,სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი”, – ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კობახიძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი…

მეტი...

,,მესხზე ეტევა იმის ნახევარი რაც პაიჭაძეზე, რა პაიჭაძე ამორტიზებულია? ვის სჯერა ამ ბოდვის?” – ზურა ჯაფარიძე

,,მესხზე ეტევა იმის ნახევარი რაც პაიჭაძეზე; რა პაიჭაძე ამორტიზებულია? ვის სჯერა ამ ბოდვის?”, – წერს ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ,,ამ ქვეყნაში ფეხბურთზე აფანატებს ხალხი. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეს ფანატიზმი გაათმაგებულია. ბევრს გაუჩნდა რწმენა რომ თუ ევროპაზე მოხვედრა შევძელით, მსოფლიოზეც შეიძლება მოვხვდეთ. შესარჩევის პირველი მატჩია ჩეხეთთან და ზღვა ხალხს სურს ამ თამაშის სტადიონზე ნახვა. თან ევროპის შემდეგ პირველი შესაძლებლობაა ნაკრები, რომელმაც სასწაული მოახდინა ცოტა ხნის წინ, ლაივში ნახონ. სულით პრო&ი თუ არა ხარ, რატომ უნდა შეუზღუდო ადამიანებს ამის გაკეთების შესაძლებლობა? მესხზე ეტევა იმის ნახევარი რაც პაიჭაძეზე. რა პაიჭაძე ამორტიზებულია? ვის სჯერა…

მეტი...

პრეზიდენტი 15 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ბრიფინგი 15:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

მეტი...

,,საქართველოში დადგა სიმართლის ტრიუმფი” – თიკა კანდელაკი

,,საქართველოში დადგა სიმართლის ტრიუმფი”, – წერს თინა კანდელაკი, ,,ქართული ოცნების” განცხადებების საპასუხოდ. ,,ოცნებამ” 2008 წლის აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულის გამოძიება დააანონსა. აგვისტოს ომის დამკვეთად გლობალური ომის პარტია, დაკვეთის შემსრულებლებად კი პოლიტიკური ოპონენტები დაასახელა. ,,ხალხი მზად არის დაელოდოს სიმართლეს წლების განმავლობაში და ათწლეულების განმავლობაშიც კი. მის მისაღწევად ადამიანები მსხვერპლზე მიდიან, იტანჯებიან და კვდებიან. ყველაზე ცუდი ისაა, თუ ძალაუფლებასა და „კეთილ“ ზრახვებს ამოფარებულები სიმართლეს ზემოდან ამახინჯებენ, თუ სიცრუის წყარო და მეურვე უღირსი, უსინდისო მმართველია. მაშინ სიმართლის პოვნის ფასი ასტრონომიული ხდება. დღეს საქართველოში სიმართლის ტრიუმფი, რომლისთვისაც ყველამ დიდი ფასი გადავიხადეთ, საბოლოოდ დადგა”,…

მეტი...

ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშზე დაშავდა

„კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშზე დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. ინფორმაციას bnn.de ავრცელებს. „ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“,– წერია bnn.de-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში. „კარლსრუეს“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სეზონი შესანიშნავად დაიწყო.  

მეტი...

საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა

ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო, თითოეულ მომხმარებელს კი მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეეძლო.„ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველ შეხვედრას თბილისში, 7 სექტემბერს, 20 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრით ერთა ლიგის B1 ჯგუფში ასპარეზობას იწყებს, სადაც ჩვენი მეტოქეები, ჩეხეთის გარდა, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან. მაღალი მოთხოვნის გამო, 12:57 საათზე ბილეთის ყიდვა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან დარეგისტრირებული მყიდველის რიგის ნომერი 100 ათასს გადასცდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 2023 წელს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატამდე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ 27 223 მაყურებელს იტევს.

მეტი...