ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშზე დაშავდა

„კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშზე დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. ინფორმაციას bnn.de ავრცელებს.

„ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“,– წერია bnn.de-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

„კარლსრუეს“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სეზონი შესანიშნავად დაიწყო.

 

მსგავსი თემები