კატარში სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო

კატარის დედაქალაქ დოჰაში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო.

დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლები. „ჰამასმა“ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი იმ დროს გაიმართა, როცა ირანი 31 ივლისს თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო ისრაელზე იერიშის მისატანად უკვე მზად იყო.

სასწორის პინაზე 10-თვიანი ომის დასრულება და 115 ებრაელი და უცხოელი გატაცებული ადამიანის დაბრუნება დევს. ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების წყალობით შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს.

მსგავსი თემები