,,ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს” – კობახიძე პრეზიდენტს პასუხობს

,,ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს”, – ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი თვლის, რომ ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვება სახალხო ზეიმი უნდა იყოს და სექტემბერში დიდ შეკრებასაც აანონსებს.

,,ცდილობს რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ ამ კინკლაობაში მას ვერ ჩავყვებით, მას თუ უნდა, შეუძლია სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. ისინი ამ ჯილდოებს მიიღებენ, თუ არადა 4 თვეში გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ის მაინც დააჯილდოებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება. ხალხის, მე მგონი, სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს და ის ხალხის რისხვას, საბოლოო ჯამში, ვერ გადაურჩება, მე ასე მგონია. ის დიდი ხანი არ იქნება პრეზიდენტი”, – თქვა კობახიძემ.

მსგავსი თემები