ზელენსკი რადას მოუწოდებს, მიიღოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უკრაინაში მებრძოლი უცხოელებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებასაც ითვალისწინებს

ზელენსკი რადას მოუწოდებს, მიიღოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უკრაინაში მებრძოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებასაც ითვალისწინებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პარლამენტს სთხოვს, შეიკრიბოს და მიიღოს ,,თავდაცვითი საკანონმდებლო პაკეტი”, რომელიც კურსკში მებრძოლი უკრაინელი და სხვა ქვეყნის მოქალაქეთა სტატუსის განსაზღვრას მოიცავს.

მისი თქმით, ეს პაკეტი საკანონმდებლო დონეზე მოიცავს გარანტიებს, რომ კურსკში ან რუსეთის სხვა ოლქებში მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცები იმავე გადახდებს მიიღებენ და ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რომლითაც უკრაინაში წინა ხაზზე მებრძოლი სამხედროები სარგებლობენ.

,,ყველა მეომარი, რომელიც იცავს უკრაინის სახელმწიფოს, ხალხს, დამოუკიდებლობას, იმსახურებს აღიარებას და მაქსიმალურ მხარდაჭერას. ეს ეხება ჩვენს ლეგიონერებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ უკრაინის მოქალაქეობა. ისინი იმსახურებენ იყვნენ ჩვენი მოქალაქეები. ეს ასევე სამართლიანად უნდა გავრცელდეს ჩვენი გმირების ოჯახის წევრებზეც”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები