აშშ-რუსეთის მოქალაქე ქსენია კარელინა უკრაინული ფონდში $51 გადარიცხვისთვის სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს და 12 წელი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე ქსენია კარელინას უკრაინული ფონდისთვის 50 დოლარის შეწირვისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი დღეს სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა, კარელინა სახელმწიფო ღალატში ცნეს დამნაშავედ.

ქსენია კარელინა 2024 წლის თებერვალში დააკავეს, როდესაც ის რუსეთში ჩავიდა. გამომძიებლების თქმით, გოგონა “2022 წლის თებერვლიდან პროაქტიულად აგროვებდა ფულს ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე” და “არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საჯარო ღონისძიებებში” უკრაინის მხარდასაჭერად.

რუსეთის საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა კარელინას ტელეფონში $51.8 ოდენობის გადარიცხვა იპოვეს უკრაინული ფონდის Razom for Ukraine სასარგებლოდ. ФСБ-ს განცხადებით, თანხა სავარაუდოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის შესაძენად წავიდა.

გამოძიება კარელინასთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

მსგავსი თემები