ბულგარეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს სკოლებში ლგბტ პროპაგანდას

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს სკოლებში ლგბტ პროპაგანდას. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს.

7 აგვისტოს, ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას.

კანონი კრძალავს განათლების სისტემაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასთან და/ან გენდერულ იდენტობასთან (ბიოლოგიური სქესის გარდა) დაკავშირებული ნებისმიერი იდეისა და შეხედულების პროპაგანდას, პოპულარიზაციას ან წაქეზებას.

მსგავსი თემები