ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო, სიცილიის აეროპორტში ფრენები გაუქმდა

ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო, სიცილიის აეროპორტში ფრენები გაუქმდა. გავრცელებული ინფორმაციით, სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე კატანიის აეროპორტში ფრენების დაახლოებით 75%-ია გაუქმებული.

მედია წერს, რომ გაუქმებული რეისების უმეტესობა Ryanair Holdings Plc-ს ეკუთვნის, ასევე გაუქმებულია ITA Airways-ისა და EasyJet Plc-ის ფრენებიც.

აღნიშნულთან დაკავშირებით Ryanair-მა განცხადებაც გაავრცელა. ავიაკომპანია წერს, რომ ის ,,სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობს”.

მსგავსი თემები