შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 35 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს და ირლანდიის რესპუბლიკის, ჯამში…

მეტი...

იტალიაში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ქართველია

იტალიაში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან, ორი ქართველია. დაღუპულები არიან 37 და 27 წლის კაცები და 34 წლის ქალი. შემთხვევა გუშინ, ბრადანიკას სახელმწიფო გზაზე, ლაველოსა და სან ნიკოლა დი მელფის მონაკვეთზე, პოტენტინოს რაიონში მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთში ქართველები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეში 27 წლის კაცი, რომელიც წარმოშობით მატერადან იყო. მედიის ინფორმაციით, ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მესამე დაშავებული სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ.

მეტი...

სოფიო სომხიშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

სოფიო სომხიშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მან სადებიუტო ოლიმპიადაზე გერმანელი მეტოქე იპონით დაამარცხა და ტურნირზე გამოსვლას განაგრძობს.

მეტი...

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. პროკურატურა დაკავებულს თანასოფლელისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებას ედავება. სხდომაზე ბრალდებულს მომხდართან დაკავშრიებით დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. ის ბრალს არ აღიარებს. ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემი მოქალაქის სანახავად მას შემდეგ მივიდა, რაც დაზარალებულმა საერთო ნაცნობთან, ასევე მათ თანსაოფლელთან დარეკა და დახმარება ითხოვა.  

მეტი...

აღმაშენებლის ხეივანში, ,,გუდვილის” მიმდებარედ არსებულ ხიდზე 2 კვირით საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ ,,გუდვილის” მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების თქმით, ამ სამუშაოების გამო, დღეიდან, 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მეტი...

თურქეთში Instagram-ი დაიბლოკა

თურქეთში, სოციალური ქსელი Instagram-ი დაიბლოკა. დაბლოკვის გადაწყვეტილება თურქეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურმა (BTK) მიიღო. თურქული მედიის ცნობით, დაბლოკვის მიზეზები და ხანგრძლივობა დეპარტამენტის ვებგვერდზე არ არის მითითებული. თუმცა სხვადასხვა უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ამის მიზეზი სოციალური ქსელის მიერ შემოღებული შეზღუდვაა თეირანში მოკლული ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს სამძიმრის წერილებთან დაკავშირებით.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს დილით, 10:44 საათზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან 23 კილომეტრში, სოფელ საღამოსთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.

მეტი...

მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე ტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. უწყება ამბობს, რომ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია ,,ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო და ავტოტრანსპორტი მოძრაობდა ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 5 ივნისს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 5 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ვესელოე დაიკავეს

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ვესელოე დაიკავეს. საოკუპაციო ძალებს წინსვლა აქვთ დოენცკის ოლქში დასახლებებთან: ლისიჩნოესთან, ივანოვკასთან, სერგეევკასა და ჟელანოესთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული პორტალი Deep Stat-ი ავრცელეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალების იერიში 11 მიმართულებით, განსაკუთრებით მძაფრად კი დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებით ხორციელდებოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მეტი...

ოლიმპიელ ილია სილამანიძის „ძიუდოისტების ბენდი“ (VIDEO)

უკრავენ ძიუდოისტები ილია სულამანიძის ხელმძღვანელობით. ოლიმპიელ ილია სულამანიძის მუსიკალური შესრულება (ვიდეო)

მეტი...

გამოკითხვების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რომელიმე ოპოზიციურ პარტიას – Responsible Statecraft

,,თანამედროვე ქართული პოლიტიკის დასავლური სტანდარტი, პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობას, წარმოაჩენს როგორც რუსეთის გავლენის ქვეშ და „დემოკრატიული“ პარტიების წინააღმდეგ მდგომს. სიმართლე კი გაცილებით კომპლექსურია”, – წერს ამერიკული ონლაინ-ჟურნალი Responsible Statecraft. როგორც სტატიაში „შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა“ ვკითხულობთ, დღევანდელი ქართული პოლიტიკა არა რუსეთის ან დასავლეთის დაქვემდებარებაშია, არამედ განსაზღვრულია იმით, თუ რა წარმოადგენს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. „მოსკოვის მიდევნების ნაცვლად, ქართული პოლიტიკა ფაქტობრივად ასახავს იმას, რასაც CIA-ის დირექტორი უილიამ ბერნსი უწოდებს „შუალედურ პოზიციას“, რომელიც არც რუსეთისა და არც დასავლეთის დაქვემდებარებაშია და განსაზღვრულია ოფიციალური შეხედულებით, თუ რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.…

მეტი...

,,დავაარსებთ სამრევლო სკოლას და ლექციებს წავიკითხავ“ – მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სინოდის წევრებთან შეხვედრისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერს: „არ ვიქნები მართალი, რომ ეს არ ვთქვა… ვიცი, უამრავ ადამიანს აინტერესებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი ახლობელია, მეგობარი და ტაძრის წევრი… დღეს ვიყავი საპატრიარქოში მისული, შეხვედრა მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან. საუბარს ესწრებოდნენ: მეუფე შიო, მეუფე იოანე, მეუფე ანდრია, მეუფე თეოდორე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი. მადლიერი ვარ ყველა მათგანის, მათაც ვუთხარი, მაგრამ საჯაროდაც მსურს მადლიერება გამოვხატო… მეტი გაგება, მოსმენა და მსჯელობა უბრალოდ, შეუძლებელია… ბევრი დაფიქრება და ანალიზი მჭირდება, სად და როგორ მინდა ვიყო……

მეტი...

,,ჩემთვის სასიამოვნო არ იქნება, ჩემი ძმის მკვლელს რომ უშვებენ სამშობლოში” – ზელიმხან ხანგოშვილის ძმა

,,ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. ჩემთვის სასიამოვნო არ იქნება, ჩემი ძმის მკვლელს რომ უშვებენ სამშობლოში”, – ასე ეხმაურება თურქეთში, პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად მისი ძმის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას. ,,მედიის საშუალებით, ის რაც თქვენ ნახეთ, იგივე ვნახე მეც. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, თუმცა მიწერილი მაქვს ადვოკატისთვის და ველოდები პასუხს. ჩემთვის არავის არაფერი არ უკითხავს, არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით. ჩემთვის სასიამოვნო არ იქნება, ჩემი ძმის მკვლელს რომ უშვებენ სამშობლოში. არა მგონია სამართლებრივ ზომებს მივმართო, აზრიც არ აქვს, რა აზრი აქვს როცა არც არაფერს გვეკითხებიან, ოფიციალურად არც არავინ დაგვიკავშირდა.…

მეტი...

,,გერმანია გააგრძელებს ბრძოლას ყველა იმ ადამიანის გასათავისუფლებლად, ვინც პოლიტიკური აქტივობის გამო უსამართლოდ არის დაპატიმრებული” – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღია. მისი თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უპირატესობა მიანიჭა არა სასჯელის აღსრულებას, არამედ რუსეთის ციხეებში უდანაშაულოდ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გერმანიის მოქალაქეების დაცვას და აშშ-ისადმი სოლიდარობას. ,,ზემოაღნიშნული ცალკეული შემთხვევების გარდა, გერმანიის მთავრობა გააგრძელებს ბრძოლას ყველა იმ ადამიანის გასათავისუფლებლად, ვინც პოლიტიკური აქტივობის გამო უსამართლოდ არის დაპატიმრებული რუსეთისა და ბელორუსის ციხეებში. ეს ჩვენთვის მუდმივად მნიშვნელოვან საკითხად რჩება”, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

,,იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება” – რა მოხდა ხაშურის მერიაში

გამოცემა ,,მოზაიკა” სამოქალაქო აქტივისტ ზაზა მეხრიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი, სერგო ლალიაშვილი, მერის მოადგილეს, ზვიად გოგუაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ,,მოხდა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეხება. სერგო ლალიაშვილი სამუშაო ოთახში მიუვარდა ზვიად გოგუაძეს. დაპირისპირება ბიბლიოთეკის შენობის თემას მოჰყვა”, – თქვა მეხრიშვილმა. ზვიად გოგუაძეს გამოცემასთან მომხდარის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა უთხრა, რომ გაუგებრობა იყო და ყველაფერი მოგვარდა: ,,არაფერი საგანგაშო არ მომხდარა, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რაც უკვე მოგვარდა”.

მეტი...

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს პუტინი სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პატიმრების მასშტაბური გაცვლის დროს გათავისუფლდნენ, მათ შორის იყო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი. ,,პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ სამშობლოში დაბრუნება. ახლა მინდა მივმართო მათ, ვისაც უშუალო კავშირი გაქვთ სამხედრო სამსახურთან. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ფიცის ერთგულებისთვის და თქვენი მოვალეობისთვის სამშობლოს წინაშე, რომელიც არცერთი წუთით არ დაგვიწყებიათ. ყველა თქვენგანს გადმოგეცემათ სახელმწიფო ჯილდოები, კიდევ შევხვდებით, ვისაუბრებთ თქვენს მომავალზე”, – თქვა პუტინმა აეროპორტში. რუსეთში აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველაზე დიდი ტყვეების გაცვლის ფარგლებში სულ რვა ადამიანი დბრუნდა. მათ მისასალმებლად აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ ალექსანდრე…

მეტი...

პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ

რუსეთთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ. ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე სამ გათავისუფლებულ ამერიკელს ოაჯხის წევრები, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდნეი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დახვდნენ. ,,მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგვეძლო ამის გაკეთება. ამას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი – ალიანსები განსხვავებას ქმნიან. ისინი წამოვიდნენ და გამოიყენეს შანსი ჩვენთვის და ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა”, – თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან. როგორც მან აღნიშნა, არა შტატები, არამედ მოკავშირე ქვეყნები იდგენენ რთული გამოწვევის წინაშე. ,,მე ვთხოვე მათ გაეკეთებინათ რაღაცები, რაც ეწინააღმდეგებოდა მათ უშუალო ინტერესს… განსაკუთრებით გერმანიასა და სლოვენიას”, – თქვა ბაიდენმა. Wall…

მეტი...

დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან ხუთი სპორტსმენი იასპარეზებს

დღეს, 2 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ასპარეზობაში ჩაერთვება კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი – გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი. ოლიმპიადაზე მედლის მოპოვებას შეეცდება ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა. სადებიუტო ოლიმპიადაზე გამოვა მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე კი 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს.

მეტი...

თეთრი სახლის ცნობით, პატიმრების გაცვლის პირვანდელ სიაში ალექსეი ნავალნიც იყო

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ პატიმრების გაცვლის პირვანდელ სიაში რუსი ოპოზიციონერი, პუტინის რეჟიმს ციხეში შეწირული ალექსეი ნავალნიც იყო. ინფორმაცია აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ 1-ელ აგვისტოს, ანკარაში, რუსეთსა და აშშ-ის, ასევე კიდევ რამდენიმე დასავლური ქვეყნის მოლაპარაკებების ფარგლებში 26 პატიმრის გაცვლა მოხდა. გათავისუფლებულთა შორისაა რუსი ოპოზიციონერი კარა-მურზა, ასევე, Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი.

მეტი...

ოლიმპიელ ილია სულამანიძის მუსიკალური შესრულება (ვიდეო)

ლაშა ბექაურისა და ილია სილამანიძის მუსიკალური დრო პარიზის ოლიმპიადიდან.

მეტი...