რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიასთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთს საწვავი გადაჰქონდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი, მეორე კი, დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა

რუსეთმა ხერსონის ოლქის სოფელი ანტონოვკა დაბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ხერსონის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპულია 37 წლის ქალი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია,  რომ ხერსონის ოლქში რუსეთის დაბომბვის შედეგად დაშავდა ორი კაცი, მათი მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში სუ-34 ჩამოვარდა

ვოლგოგრადის ოლქში, გეგმიური სასწავლო ფრენის შესრულებისას, თვითმფრინავი სუ-34 ჩამოვარდა. ინფორმაციას TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა, ეკიპაჟი გადარჩა, მაგრამ თვითმფრინავი უკაცრიელ რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო. ადგილზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების კომისია გაგზავნეს.

მეტი...

დამარცხების შემთხვევაში, ტრამპი მესამე მსოფლიო ომს პროგნოზირებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ არჩევნებში თუ თავად არ გაიმარჯვებს, ახლო აღმოსავლეთში იქნება დიდი ომი, პოტენციურად, მესამე მსოფლიო ომი. „ჩვენ თუ გავიმარჯვებთ, ეს ძალიან მარტივი იქნება. ყველაფერი გამოვა და ძალიან სწრაფად. თუ ეს ასე არ მოხდება თქვენ დაასრულებთ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომებით და შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომით. თქვენ ახლა იმაზე ახლოს ხართ მესამე მსოფლიო ომთან, ვიდრე ოდესმე მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, რადგან ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური ხალხი ქვეყნის სათავეში“, – უთხრა ტრამპმა ნეთანიაჰუს. დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოვიდა, შემდეგ…

მეტი...

ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში   მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. როგორც „სიენენი“  წერს, ტყის ხანძარი სწრაფად ვრცელდება და მეხანძრეებს მასთან გამკლავება უჭირთ.  სტიქიის შედეგად, ტყის ათასობით ჰექტარი, 134-ზე მეტი შენობაა განადგურებული. ამ დროისთვის 4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კალიფორნიაში მასშტაბური ხანძარი 24 ივლისს გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მამაკაცის მიერ ხრამში ცეცხლმოკიდებული მანქანის გადაგდება გახდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

მეტი...

„უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“ – ორბანი

„უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, თუმცა ის ვერ გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“,- განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ორბანის განცხადებით, უკრაინა რუსეთს წარმატებითა და უპრეცედენტო ძალით წინააღმდეგობას უწევს. „უკრაინის ძალამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, –აღნიშნა ორბანმა. როგორც უნგრეთის პრემიერი აცხადებს, უკრაინამ შეძლო საკუთარი მოწოდებისა და არსებობისთვის ახალი მნიშვნელობის პოვნა, რადგან აქამდე მათ ჰქონდათ უმწეობის განცდა და საკუთარ თავებს შეჯახების ადგილად აღიქვამდნენ. „ახლა გაჩნდა პერსპექტივა დასავლეთს ეკუთვნოდნენ, ეს გახდა ახალი მისია, რომელიც საკუთარ თავს დაუწესეს, მათ სურთ დასავლეთისთვის ახალი აღმოსავლეთ საზღვარი გახდნენ“, – განაცხადა ორბანმა. უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის და…

მეტი...

დაღესტანში, რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს

დაღესტანში სამი პირი დააკავეს, რომლებიც სამართალდამცავებსა და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმებს გეგმავდნენ.  ინფორმაციას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს. რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთის სამი მოქალაქე ქალაქ კასპიისკში დააკავეს და ისინი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა სახის იარაღი ამოიღეს.

მეტი...

იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”- აღნიშნულია ინფორმაციაში

მეტი...

ღაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის არის 15 ბავშვი. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. როგორც „როიტერის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელმა იერიში მიიტანა სკოლის შენობაზე,რომელსაც იძულებით გადაადგილებული პალესტინელები აფარებდნენ თავს, ხოლო ისრაელელი სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იქ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი იყო.

მეტი...

ვიქტორ ორბანი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას გარედან ხედავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებთ, უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი. „ორივე მხარეს საკუთარი სიმართლის სჯერა. უკრაინელებს თავდაცვის უფლების სჯერათ, რუსების თქმით, მათ საზღვარზე ნატო-ს ჯარები და იარაღი არ სურთ. ისინი პროვოცირებულ ომს ხედავენ“, – ამბობს პრემირი. მისივე თქმით, ორივე მხარე იქამდე აპირებს ბრძოლას, სანამ არ გაიმარჯვებს. „ისინი არ დანებდებიან, ეს პირდაპირ ესკალაციას იწვევს და მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.    

მეტი...

მორიგი სანახაობა პარიზიდან

პარიზი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ულამაზესი წარმოდგენებით გაოცებული მაყურებელი ერთ-ერთ წარმოდგენას გვიზიარებს.

მეტი...

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე 10 სახეობაში იასპარეზებენ

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. საქართველოდან 28 სპორტსმენი  სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს. ეს სახეობებია: ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა და ძიუდო.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებს პირველ წარმატებას ულოცავს (ვიდეო)

პარიზში, ოლიმპიურ თამაშებზე მყოფი საქართველის პრეზიდენტი საქართველოს ნაკრებს პირველ წარმატებას ულოცავს.

მეტი...

ქართველი სპორტსმენები პარიზიდან – ფოტორეპორტაჟი

საქართველოს დელეგაცია პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 28 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. მედროშეები არიან  ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და სამგზის ოლიმპიური მედალოსანი ნინო სალუქვაძე.

მეტი...

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 14 დრონი გაანადგურა

დრონების განადგურების შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. „გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ტერიტორიაზე – 7, ბელგოროდის ოლქში – 3, როსტოვში – 2, ბრიანსკში – 1 და ლიპეცკის ოლქში – 1 დრონი გაანადგურეს“, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად შენობები დაზიანდა.

მეტი...

„ყოველი განადგურებული რუსული ავიაბაზა გადარჩენილი უკრაინელის სიცოცხლეს ნიშნავს“ – ზელენსკი

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ფრონტის ხაზზე, გასული 24 საათის განმავლობაში 78 საბრძოლო შეტაკება მოხდა. აფეთქებები იყო ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქებში. აგრესორის დრონებით თავდასხმის შედეგად ენერგოობიექტები დაზიანდა. კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის ძალების ხელმძღვანელობამ ფრონტის ხაზზე საომარი სტრატეგია შეცვალა. ოკუპანტი ყველა საბრძოლო მიმართულებით წინ წაწევას ცდილობს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალები ყველაფერს აკეთებენ პოზიციების გასამყარებლად. “ფრონტის ხაზზე ყველაზე რთულ მიმართულებებზე არსებულ სიტუაციას ვაანალიზებთ. ყველაზე მეტად ეს დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებაა. ეს საბრძოლო მიმართულება რუსეთის იერიშების მთავარი სამიზნეა. დღეს მთავარსარდლისგან ამასთან დაკავშირებული ორი მოხსენება მოვისმინე. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი პოზიციების…

მეტი...

„ბაიდენი უზენაესი სასამართლოს რეფორმის გეგმას ორშაბათს წარადგენს“- Politico

„ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ გეგმას ორშაბათს წარადგენს“, – ინფორმაციას Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Politico-ს ცნობით, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადების შეზღუდვასა და აღსასრულებლად სავალდებულო ეთიკის კოდექსს დაუჭერს. ასევე, მოსალოდნელია, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტებისა და სხვა თანამდებობის პირებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვის მიზნით საკონსტიტუციო შესწორებას მოითხოვს. გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებას ტეხასში, ლინდონ ჯონსონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთებს.

მეტი...

“რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელ დამოკიდებულებას რუსეთის პოზიციის იგნორირება წარმოადგენს. „ამას ყურადღებას არ აქცევენ და კვლავ მოგვიწოდებენ, რომ კონსტრუქციული მიდგომა გამოვავლინოთ. სინამდვილეში, მათი გაგებით, ეს კაპიტულაციას ნიშნავს. ეს არ მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება, ამის ეჭვი არ არსებობს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსულმა მხარემ თავისი პოზიცია უკვე „ათასჯერ“ დააფიქსირა.

მეტი...

ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას შსს  ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ძმას – 1988 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად…

მეტი...

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუსთან „ყოველთვის თბილი ურთიერთობა“ ჰქონდა. ნეთანიაჰუ ტრამპს ფლორიდაში, მარ-ა -ლაგოს რეზიდენციაში ეწვია, მანამდე ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს შეხვდა. დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს კამალა ჰარისი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გამო გაკეთებული მკაცრი განცხადების გამო გააკრიტიკა. „ვფიქრობ, მისი კომენტარები პატივსაცემი არ იყო“, – განაცხადა ტრამპმა. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მისი ამერიკაში ვიზიტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას დააჩქარებს.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დასავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც სეისმოლოგები აცხადებენ, ეპიცენტრი ჩხოროწყუ-წალენჯიხას შორის იყო და სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდას შეადგენდა.  

მეტი...

„აუუუ… ძაან მაგარია“ – ლაშა ბექაური პარიზიდან

პარიზის ოლიმპიადის მონაწილე ლაშა ბექაური ოლიმპიადის გახსნის ცერემონიიდან ვიდეოს ავრცელებს. „საოცარია… დატკბით… საქართველოს გაუმარჯოს“ – ისმის შეძახილი.

მეტი...

რუხის საავადმყოფოში ონკოლოგიურ პაციენტებს მედიკამენტები ადგილზე დახვდებათ

რუხის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტებს მედიკამენტებზე დამოუკიდებლად ზრუნვა არ მოუწევთ. კლინიკაში ქიმიოთერაპიის განყოფილება  რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს.    

მეტი...

„ვამაყობ“ – პრეზიდენტი პარიზიდან

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი შვილთან ერთად დაესწრო. საზეიმო ცერემონიის შემდეგ, პრეზიდეტი  „პოსტს“ აქვეყნებს. „პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

ლაშა ტალახაძე საწოლზე არ დაეტია – რა მოხდა პარიზის ოლიმპიადაზე?!

პარიზში, სადაც 33-ე ოლიმპიური თამაშების ოლიმპიადა გაიხსნა, ქართველ სპორტსმენებს გარკვეული კურიოზიც შეხვდათ. კერძოდ, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მისთვის განკუთვნილ ერთადგილიან საწოლზე არ დაეტია. შესაბამისად, სპორტსმენებს მოუწიათ გამოსავლის სწრაფად ძიება. მათ ორი საწოლი შეატყუპეს და ტალახაძეს „ორსაწილიანი“  დასაძინებელი მოუმზადეს. „ორსაწოლიანი გამოგივიდა ძმა“ – ასე ეხუმრებოდნენ მას ქართველი ოლიმპიელები საძინებელში.

მეტი...

ვინ დანთო მთავარი ოლიმპიური ცეცხლი პარიზში?!

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ულამაზეს წარმოდგენაზე ოლიმპიური ჩირაღდანი სუპერვარსკვლავთა შორის ხელიდან ხელში  გადადიოდა. ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობდნენ ზინედინ ზიდანი, ამელი მორესმო, კარლ ლუისი, სერენა უილიამსი, ნადია კომანესი. რაც შეეხება მთავარ ოლიმპიურ ცეცხლს, ის  მარი-ჟოზი პერეკმა და ტედი რინერმა დაანთეს. მათ მიერ გაჩირაღდნებული საჰაერო ბურთი ოლიმპიადის მიმდინარეობისას პარიზის ცაზე იტრიალებს. ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე 27 ივლისს გამოვლენ და ისინი იქნებიან: ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე და მოცურვე ანა ნიჟარაძე.

მეტი...

ოლიმპიადის გრანდიოზული გახსნა და ოლიმპიელები წყალზე

პარიზში 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გრანდიოზულად გაიხსნა. მთელი სანახაობა წყალზე მიმდინარეობდა. კონცერტები, სხვადასხვა წარმოდგენითი სანახაობა, აკრობატები და სხვა უამრავი ულამაზესი სცენა სწორედ წყალზე იყო გაშლილი. ოლიმპიელები გემებით, ნავებითა და კატერებით შეცურდნენ წყალში და სწორედ ასე წარსდგნენ მაყურებლების წინაშე. რაც შეეხება საქართველოს დელეგაციას, ის 28 სპორტსმენისგან შედგება და მედროშეებს  ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და სამგზის ოლიმპიური მედალოსანი ნინო სალუქვაძე წარმოადგენდა.  

მეტი...

დარიენის ყურის გადაკვეთისას, წყალდიდობის გამო, 10 მიგრანტი დაიღუპა

პანამაში, დარიენის ყურის გადაკვეთისას, წყალდიდობის გამო, 10 მიგრანტი დაიღუპა. მიგრანტები სოფელ კარეტოს მახლობლად, ადიდებულ მდინარე პანამაში დაიხრჩვნენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ეროვნულ სასაზღვრო სამსახურს შემთხვევის შედეგად დაღუპული მიგრანტების ეროვნება არ დაუკონკრეტებია, სამსახური არც მათი დაღუპვის დროს აკონკრეტებს. CNN-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მიგრანტები ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს საზღვარზე არასანქცირებული გზებით გადაჰყავდა, რა დროსაც ისინი დაიღუპნენ. დარიენის დერეფანი ტროპიკული ტყეების მთიანი რეგიონია, რომელიც კოლუმბიას პანამასთან აკავშირებს და მიგრანტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს აშშ-ისა და კანადაში მოსახვედრად.

მეტი...

ევროკავშირის ინფორმაციით, ჯოზეფ ბორელმა ვანგ ის სთხოვა, გამოიყენოს ჩინეთის გავლენა რუსეთზე

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის რეგიონულ ფორუმზე შეხვდა. ევროკავშირის ინფორმაციით, მათ ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა და ჩინეთმა უნდა გააცნობიერონ ორივე მხარის წუხილი რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის რუსეთისადმი მხარდაჭერა, რაც გავლენას ახდენს ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობაზე. ბორელმა განმარტა, რომ უკრაინაში რუსეთის ომს ევროკავშირი ევროპისთვის საფრთხედაც აღიქვამს. ბორელმა სთხოვა ჩინეთს, გამოიყენოს გავლენა რუსეთზე და წვლილი შეიტანოს ომის დასრულებაში. მან ჩინეთს უკრაინის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა სთხოვა.…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს. სოფო ჯაფარიძე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში წარადგინეს. „ალბათ, ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი მნიშვნელობის ზუსტად სამი თვე ელოდება ჩვენს ქვეყანას. ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე. ალბათ, ყველას გაგიჩნდებათ კითხვა, რა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს ქართველი ხალხი და ეს ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით; ამის საფუძველს მაძლევს თქვენი შემართება, თქვენი ენთუზიაზმი და ის საოცარი მუხტი, რაც დღეს…

მეტი...

პარიზში ოლიმპური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა გახსნა. გახსნის ცერემონია მდინარე სენას გასწვრივ ტარდება, ის აუსტერლიცის ხიდიდან იწყება და ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება. 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი იასპარეზებს.

მეტი...

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთის მონაკვეთზე გზა გაწმენდილია

რიკოთზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის მშენებარე მონაკვეთთან ჩამოსული წყალი და ტალახი უკვე გაწმენდილია მათივე განცხადებით, ამ დროისთვის მოძრაობა რიკოთზე შეუფერებლად მიმდინარეობს.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე

ქუთაისის შემოვლით გზაზე, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა, რამაც პერიმეტრზე საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა და შედეგად მეორე მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ ავტომობილში მყოფი მძღოლი და სამი მგზავრი.

მეტი...

აშშ-ის სანგამონის ოლქის შერიფის მოადგილე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

აშშ-ში, ილინოისის შტატში, პოლიციის თანამშრომლებმა, 36 წლის ფერადკანიანი ქალი საკუთარ სახლში მოკლეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ქალმა მძარცველის შიშით პოლიცია გამოიძახა, ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსა და სახლის მეპატრონე ქალს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთ პოლიციის თანამშრომელს მოეჩვენა, რომ ქალი მდუღარე წყლის გადასხმას უპირებდა და 3-ჯერ ესროლა. საქმეზე დაკავებულია შერიფის 30 წლის თანაშემწე, რომელსაც ბრალად ედება პირველი ხარისხის მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმისა და სამსახურებრივი უფლებამოვალეობის გადამეტება. პოლიციელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, რის გამოც, სასამართლომ ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მეტი...

“ქართული ოცნება” რუსეთის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან ტაქტიკას იღებს” -ჰელსინკის კომისია

ჰესინკის კომისია ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა. საქმე ეხება ეთერში გასულ ვიდეორგოლებს, სადაც კომისიის ინფორმაციით, ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს. “ქართული ოცნება” რუსეთის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან კიდევ ერთ ტაქტიკას იღებს, რათა მოახდინოს თავისი ოპოზიციის ცენზურა და ქართველ ხალხს ჩამოართვას დემოკრატიული მომავალი, რომლისთვისაც ისინი იბრძვიან”, – ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განხორციელებული მედიამონიტორინგის…

მეტი...

პროკურატურამ “მთავარი არხის” ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტი და ოპერატორი სიუჟეტის მოსამზადებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტელეკომპანიის და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ორი პირი მივიდა მათთან და სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით ჟურნალისტისგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ. ბრალდებულებმა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის…

მეტი...