რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა

რუსეთმა ხერსონის ოლქის სოფელი ანტონოვკა დაბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ხერსონის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპულია 37 წლის ქალი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია,  რომ ხერსონის ოლქში რუსეთის დაბომბვის შედეგად დაშავდა ორი კაცი, მათი მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები