ქალაქ გროზნოში ხელი მოეწერა “შეთანხმებას”, რომლის მიხედვითაც გროზნო და სოხუმი “დაძმობილებული” ქალაქები გახდნენ. “შეთანხმებას” ხელი სოხუმის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და გროზნოს მერმა ხას-მაგომედ კადიროვმა მოაწერეს.
სოხუმი და გროზნო თანამშრომლობას აპირებენ სამეცნიერო, ტექნიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე სპორტსა და ტურიზმში.