ჰიგიენური ნივთების მოპარვისთვის იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

31 წლის ქართველი სუპერმარკეტიდან დაახლოებით 670 ევროს ღირებულების ნივთების მოპარვას ცდილობდა. ამის შესახებ, ინფორმაციას მედია ავრცელებს.როგორც ირკვევა ის ძირითადად პირადი ჰიგიენის საშუალებებს აგროვებდა და გადახდის გარეშე ცდილობდა სალაროებიდან გასვლას.

გამოსვლისას კაცი საეჭვოდ ტრიალებდა სალაროებთან, რა დროსაც დაცვის ყურადღება მიიქცია. ის შესამოწმებლად გააჩერეს და პოლიციას გამოუძახეს. სამართალდამცველებმა კი ახალგაზრდა დააკავეს.

 

მსგავსი თემები