რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიასთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთს საწვავი გადაჰქონდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი, მეორე კი, დაშავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები