“ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესების მოთხოვნა სამარცხვინოა”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუს იარაღის მიწოდების შესახებ ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა. მან საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

„ტერორის ღერძი ერთად დგას. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც სავარაუდოდ ეწინააღმდეგებიან ამ [ღერძს] ითხოვენ ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესებას. რა სამარცხვინოა“ – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მისი მტკიცებით, ისრაელი გაიმარჯვებს მათი მხარდაჭერით ან მის გარეშე, მაგრამ მათი სირცხვილი ომის გამარჯვების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდება.

 

მსგავსი თემები