“ქართული ოცნება” რუსეთის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან ტაქტიკას იღებს” -ჰელსინკის კომისია

ჰესინკის კომისია ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა. საქმე ეხება ეთერში გასულ ვიდეორგოლებს, სადაც კომისიის ინფორმაციით, ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს.

“ქართული ოცნება” რუსეთის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან კიდევ ერთ ტაქტიკას იღებს, რათა მოახდინოს თავისი ოპოზიციის ცენზურა და ქართველ ხალხს ჩამოართვას დემოკრატიული მომავალი, რომლისთვისაც ისინი იბრძვიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, აღნიშნულ ტელევიზიაში გავიდა ვიდეორგოლები, სადაც ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს. კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლები ემსახურებოდა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლას, შესაბამისად, ვიდეორგოლები განეკუთვნა პოლიტიკურ რეკლამას.

მსგავსი თემები