“მე-14 დალაი ლამა არ არის წმინდა რელიგიური ფიგურა და ეწევა სეპარატისტულ საქმიანობას” – რას პასუხობს ჩინეთი ამერიკას?!

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა  დალაი ლამას 89 წლის იუბილე მიულოცა და დაადასტურა აშშ-ს ვალდებულება მხარი დაუჭიროს მცდელობებს ტიბეტელთა განსხვავებული ენობრივი, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ საკითხზე, ჩინეთის მთავრობის სახელით შეფასება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა ლინ ჯიანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ Xizang-თან  (“ტიბეტის” დღევანდელი ჩინური სახელი)  დაკავშირებული საკითხები  ჩინეთის შიდა საქმეა, რომელსაც გარე ძალების ჩარევა არ სჭირდება. „წლების განმავლობაში, Xizang სარგებლობდა მზარდი ეკონომიკით, სოციალური ჰარმონიითა და სტაბილურობით და კულტურული მემკვიდრეობის  შენარჩუნებით. Xizang-ში ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის რელიგიური რწმენის თავისუფლება და საკუთარი სალაპარაკო და…

მეტი...

,,პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის მიერ გაურკვეველი ვადით სამხედრო წვრთნების ,,ღირსეული პარტნიორის” შეჩერებასა და ევროკავშირის ელჩის დღევანდელ განცხადებას ევროკავშირის მიერ თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინვაზე. ,,აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნულ 30 მილიონ ევროს გაყინვა. ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტი ევროპულ და ანტი დასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე. პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილებები დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი – არაფრისთვის და არავისთვის საჭირო – რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა.…

მეტი...

დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა

დედაქალაქში 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაემატება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქში, მომავალი წლის ბოლომდე, დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა. „დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, შევისყიდეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. მოგვიანებით დავამატეთ 40 ერთეული. 50 ერთეული ავტობუსი ქალაქში სხვადასხვა მარშრუტზე უკვე გადაადგილდება. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოგვეწოდება. მომავალი წლის ბოლომდე, უკვე შესყიდული 40 ერთეული ავტობუსი დაემატება დედაქალაქს“, – განაცხადა…

მეტი...

,,ეროვნულმა ნაკრებმა სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო” – კალაძე

„ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ წარმატებით ამაყია თავადაც და ყველა ქართველი გულშემატკივარი. „არ შემიძლია, დიდი მადლიერებით და სიამაყით არ გამოვეხმაურო ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე და იმ ლამაზ, სანახაობით ფეხბურთს, რითაც ფეხბურთის უამრავი მოყვარულის გული დაიპყრო ჩვენმა დებიუტანტმა გუნდმა. იყო მოგებაც და წაგებაც, მაგრამ რაც მთავარია, ეროვნულმა ნაკრებმა აჩვენა ის შთამბეჭდავი…

მეტი...

,,საქართველოში ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატებაა” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ,,იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა საქართველოში ყივანახველას მკვეთრ მატებაზე და იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რამაც შემთხვევების მატება გამოიწვია. ,,შარშან მთელი წლის განმავლობაში 119 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, წელს 1 ივლისის მონაცემებით, რაოდენობა უკვე 700-ზე მეტია. 2024 წელი მართლაც გამოირჩევა ყივანახველას მკვეთრი მატებით. ეს ციფრები ასახავს მხოლოდ იმ მაჩვენებელს, რაც დადასტურებული და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის დაფიქსირებული. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს შემთხვევები ფიქსირდება ქვეყანაში. სავარაუდოდ, ამ შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. ამიტომ წლევანდელი წელი…

მეტი...

კიევში გლოვის დღეა

დღეს, 9 ივლისს უკრაინის დედაქალაქ კიევში გლოვის დღეა. ბოლო მონაცემებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია, დაშავდა 117 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განმარტავენ, რომ კიევის შევჩენკოვსკის რაიონში ღამით, ნანგრევებში ბიჭის ცხედარი იპოვეს. სამუშაოები გრძელდება. 8 ივლისს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. კიევში ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ქვეყნის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოს, ასევე კერძო კლინიკასა და საცხოვრებელ კორპუსებს. ცნობილია, რომ ბავშვთა საავადმყოფოში ექიმი და ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი დაიღუპა, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება კერძო კლინიკას, Interfax-Ukraine იტყობინება, რომ ხუთი ექიმი და ორი პაციენტი…

მეტი...

კიევში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია

კიევზე 8 ივლისს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის, სამი ბავშვია. დაშავებულია 82 ადამიანი. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ბოლო დროს არსებულ მონაცემებს ავრცელებს: სარაკეტო იერიშის შედეგად, დაზიანდა 7 რაიონი – სოლომიანსკის, დნიპროვსკის, დარნიცკის, სვიატოშინსკის, დესნიანსკის, შევჩენკოვის და ჰოლოსიევსკის. შევჩენკოვის რაიონში დაინგრა ბავშვთა საავადმყოფო “ოჰმატდეტის” შენობის ორი სართული, საერთო ფართობით დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი. დაიღუპა 2 ზრდასრული ადამიანი, მათგან ერთი ექიმი და 10 დაშავდა. დაზიანდა კიდევ რამდენიმე შენობა. სამაშველო სამუშაოები და ადამიანების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. მთლიანად დაინგრა ამავე რაიონში ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო, დანარჩენი…

მეტი...

,,ევროკავშირის ლიდერებმა შეაჩერეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი” – ჰერჩინსკი

თბილისში დღეს გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ,,ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”. ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა, გარდა ამისა, მოლაპარაკებების გახსნა ამ დროისთვის გაურკვეველი ვადითაა გადადებული. ,,27 ივნისს, ზუსტად 10 დღის წინ, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული განრიგი მომდევნო პერიოდისთვის, ასევე შეათანხმეს ევროკავშირის ახალი ლიდერების ვინაობა, ასევე გაიმეორეს მტკიცე ერთგულება უკრაინის დაცვისადმი და გარდა ამისა, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, მათ შეაჩერეს საქართველოს…

მეტი...

,,საქართველოში სამხედრო წვრთნების გადავადება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა” – შაჰინი

,,საქართველოში სამხედრო წვრთნების გადავადება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა”, – წერს აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი ,,ღირსეული პარტნიორის” განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზე. ,,საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადავადება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან. ეს შეფერხება ასახავს იმ ენას, რომელიც მე დავიცავი კომიტეტის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გადახედვას მოითხოვს”, – წერს სენატორი.

მეტი...

,,თანაგრძნობა არ არის იარაღი, აუცილებელია რუსული საბრძოლო ავიაციის განადგურება” – ზელენსკი

,,თანაგრძნობა არ არის იარაღი. აუცილებელია რუსული საბრძოლო ავიაციის განადგურება, სადაც ის ბაზირებულია”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე, 8 ივლისს განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით. ,,ამაზე რუსმა ტერორისტებმა პასუხი უნდა აგონ. მხოლოდ შეშფოთება არ აჩერებს ტერორს. თანაგრძნობა არ არის იარაღი. აუცილებელია რუსული რაკეტების ჩამოგდება. აუცილებელია რუსული საბრძოლო ავიაციის განადგურება, სადაც ის ბაზირებულია. აუცილებელია ძლიერი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არ დატოვებს უსაფრთხოების დეფიციტს. სამყაროს აქვს ამისთვის საჭირო ძალა. პარტნიორებს შეუძლიათ ამის გაკეთება. გადაწყვეტილებები კი საჭიროა რაც შეიძლება მალე”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

,,EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა” – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. მისი თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება. ,,როდესაც საუბარია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად იყო გამოყოფილი, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში. ამ მომენტისთვის, ფული, რომლის გადარიცხვასაც თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონ ევროს მოიცავს, გაყინულია. და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯების იქნება. ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და შევეცდებით, მთავრობისადმი ეს…

მეტი...

ჩინეთის პრეზიდენტმა და უნგრეთის პრემიერმა უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ჩინეთში ვიზიტსა და პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრასთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდა. როგორც პრეს სპიკერმა ლინ ჯიანიმ აღნიშნა,  მხარეებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა უზრუნველყოს პირობები და მხარდაჭერა ორ მხარეს შორის პირდაპირი დიალოგისა და მოლაპარაკების განახლებისთვის. ლინ ჯიანი: „შეხვედრისას პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აზრები გაცვალეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. საუბარი შეეხო უკრაინის კრიზისის შესახებ სიღრმისეულ კომუნიკაციას. პრემიერ-მინისტრმა ორბანმა უკრაინასა და რუსეთში ბოლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პრეზიდენტმა სიმ შეაქო პრემიერ მინისტრი პოლიტიკური გადაწყვეტის ძიების მცდელობისთვის და გაიზიარა…

მეტი...

ჩინეთმა და ბელარუსმა, პოლონეთის საზღვართან, ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ჩინეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე მილის დაშორებით დაიწყეს. ,,მანევრები გაგრძელდება 19 ივლისამდე და მიმდინარეობს ქალაქ ბრესტის მახლობლად მდებარე სასწავლო ბაზაზე”, – განაცხადა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ. წვრთნები დაიწყო ვაშინგტონში ნატოს სამიტის წინა დღეს, სადაც მისი 32 წევრი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, შეიკრიბება რათა განიხილონ უკრაინის შემდგომ სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერა. ,,ანტიტერორისტული წვრთნების” ფარგლებში, ჩინელი და ბელარუსიელი სამხედროები ივარჯიშენებ ღამის დაშვებაში, წყლის დაბრკოლებების გადალახვასა და დასახლებულ პუნქტებში ოპერაციების ჩატარებაში, განაცხადა რუსეთის მოკავშირე ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ. გაურკვეველია, რამდენი ჯარისკაცი მონაწილეობდა წვრთნებში.

მეტი...

ომის მოწინააღმდეგე 62 წლის აქტივისტი ციმბირის ციხის გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს

ციმბირის ციხის ადმინისტრაციამ, ომის მოწინააღმდეგე 62 წლის აქტივისტი ნატალია ფილონოვა ციხის გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს. ინფორმაციას რუსი უფლებადამცველი, სვიატოსლავ ხრომენკოვი ავრცელებს. ფილონოვა ახლა ციხის იმ ნაწილშია, სადაც პატიმრები უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, შეზღუდული აქვთ წვდომა საპყრობილის სხვა ტერიტორიასთან და შეზღუდული აქვთ მეგობრებისა და ნათესავების ვიზიტები. ფილონოვა 17 თვიან სასჯელს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იხდის. ის 2022 წელს ომის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დააკავეს. ის ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მეტი...

პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა თბილისში. პარლამენტთან საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, ასევე რუსეთის ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც პუტინის რეჟიმის ქმედებებს აპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევსა და სხვა ქალაქებზე, ბოლო ცნობებით, დაიღუპა 36 ადამიანი, დაშავდა 140. ,,მე ვარ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმიდან, უკვე მეორე წელია ვცხოვრობ თბილისში, ძალიან რთულია იმის ყურება, რაც იქ ხდება. მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ, რათა სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. ბევრი ქართველი მეკითხება ომი დამთავრდა თუ არა, თქვენი ომი არ დამთავრებულა, არც ჩვენი და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დახმარება ინფორმაციულ ომში. მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინელები ქართველების…

მეტი...

,,გამოვაცხადებთ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ გამოაცხადებენ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მას შემდეგ, რაც კიევსა და სხვა ქალაქებზე რუსეთის თავდასხმას სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები, რომლებმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და კიევის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოში ზარალი და მსხვერპლი გამოიწვია, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა. ბაიდენის თქმით, ვაშინგტონში ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ის აპირებს გაიმეოროს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. ,,ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რათა დავეხმაროთ დაიცვას თავისი ქალაქები და მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული თავდასხმებისგან.…

მეტი...

ვოლგოგრადის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში. გუბერნატორის განცხადებით, ხანძარი გაჩნდა ნავთობის საცავსა და ელექტრო ქვესადგურში. ვასილ გოლუბევის თქმით, უკრაინამ ,,ათობით” უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა რუსეთის სამხრეთ რეგიონში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას. ,,უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქ ფროლოვოს ქვესადგურსა და ქალაქ კალაჩ-ონ-დონში მდებარე ნავთობის საცავში”, – ციტირებს გუბერნატორის განცხადებას ადმინისტრაციის ,,ტელერგამ არხი”.

მეტი...

უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავაში ვიზიტისას მოაწერა. ზელენსკიმ შეხვედრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან და პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსული მხარის მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ უკრაინას საპასუხო რეაქცია ექნება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ინიციატივა შუამავლობის შესახებ რუსეთსა და უკრაინას შორის.

მეტი...

უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით გაერომ საგანგებო სხდომა ჩანიშნა

უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით გაერომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნა. სხდომა ხვალ, 9 ივლისს გაიმართება. გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა. უკრაინის ქალაქებზე დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 33 და დაშავდა 140 ადამიანი.    

მეტი...

“ბავშვთა საავადმყოფოებზე დარტყმას გამართლება არ აქვს“ – ჯასტინ ტრუდო

“ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს”, – ასე ეხმაურება კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. „ეს საშინელებაა. ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს“, – წერს ჯასტინ ტრუდო X-ზე. კანადის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ კანადის ერთგულება ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 33 ადამიანი დაიღუპა და 136 დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს. კიევში რუსების თავდასხმის…

მეტი...

ბაიდენმა „დემოკრატ“ კონგრესმენებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება

ჯო ბაიდენმა „დემოკრატ“ კონგრესმენებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება. ინფორმაციას Axios-ი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „დემოკრატი“ კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ ერთი ამოცანა გვაქვს. დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. ჩვენ „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულ კონვენციამდე 42 და არჩევნებამდე 119 დღე გვაქვს. კითხვა, თუ როგორ წავიდეთ წინ, უკვე ერთ კვირაზე მეტია კარგად გაჟღერდა და დროა ეს დასრულდეს“, – წერს ჯო ბაიდენი კონგრესმენებს. ჯო ბაიდენი წერილში აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ გამოთქმულ შეშფოთებას არ უგულებელყოფს, მაგრამ, მისივე თქმით, მან პრაიმერიზში გაიმარჯვა და „დემოკრატიული პარტიის“ ამომრჩევლებმა თავიანთი სიტყვა უკვე თქვეს.

მეტი...

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კვლავ ვილი სანიოლი იქნება

„ვილი სანიოლი არსად არ მიდის და საქართველოს ნაკრებს შემოდგომაზე ისევ ფრანგი სპეციალისტი უხელმძღვანელებს“- ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა. კობიაშვილის ინფორმაციით, თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარის სურვილია. „ვილი სანიოლს წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება და საქართველოს ნაკრებში მუშაობას აგრძელებს. მასთან სამომავლო გეგმებზე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც ვისაუბრეთ. ჩვენი სურვილია, რომ ის საქართველოს ნაკრებში დარჩეს. მისი პოზიციაც ვიცით. ვილი საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს და ჩვენთან ერთად სამომავლო გეგმები აქვს. ამას დეტალურად უახლოეს მომავალში ერთად განვიხილავთ. თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარის სურვილია“- განაცხადა ლევან კობიაშვილმა. საფრანგეთის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა საქართველოს…

მეტი...

პოლონეთის სიახლოვეს ჩინელმა და ბელარუსმა ჯარისკაცებმა სამხედრო წვრთნები დაიწყეს

პოლონეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში, ჩინელმა და ბელარუსმა ჯარისკაცებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები  დაიწყეს. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები სახელწოდებით, „არწივის თავდასხმა“ ქალაქ ბრესტის ბაზაზე მიმდინარეობს. ანტიტერორისტული წვრთნების დროს ორივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ივარჯიშებენ ღამის დაშვებაში, წყლის დაბრკოლებების გადალახვასა და დასახლებულ პუნქტებში ოპერაციებში. ბრესტში სამხედრო წვრთნები 19 ივლისამდე გაგრძელდება.

მეტი...

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს სამიტს დაესწრება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება. ამის შესახებ, განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მინისტრი (არარატ) მირზოიანი ნატო-ს პარტნიორებთან ერთად ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, ორგანიზაციის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებებში. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები“ – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.

მეტი...

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაღუპულებსა და დაშავებულებზე მონაცემები განაახლა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა მონაცემები განაახლა. უწყების ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 33 და დაშავდა 140 ადამიანი. ამავე ცნობით, კიევში დაიღუპა 22 ადამიანი, დნეპროპეტროვსკის რაიონში  კი 11. 140 დაჭრილიდან – 74 კიევში, ორი კიევის ოლქში, 64 დნეპროპეტროვსკის ოლქში. ნანგრევებიდან ამოიყვანეს 19 ადამიანი – 11 კიევში და 8 დნეპროპეტროვსკის რეგიონში; სავარაუდოდ ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან დაბომბვების ადგილას სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ნანგრევებში კიდევ ეძებენ ადამიანებს.

მეტი...

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ”- კარპენტერი

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ“ – ამის შესახებ, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ მიღებული კანონი საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს. „გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან“ – აცხადებს კარპენტერი. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით წავიდა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით.  

მეტი...

ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, 40 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, სულ მცირე, 75 ადამიანი დაშავდა ისრაელის თავდასხმების გამო. ისრაელის არმია სპეცოპერაციას აგრძელებს ქალაქ ღაზის შუჯაიას რაიონში, რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰში „ჰამასის“ 30 მებრძოლი მოკლეს. ასევე, საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში ორი სარაკეტო გამშვების წინააღმდეგ. 7 ოქტომბრის შემდეგ, არაბულ ანკლავში მსხვერპლის რიცხვი 38 193-ს აღწევს, 87 903 კი დაშავდა. არსებული მონაცემებით, დაღუპულთა შორის 15 983 ბავშვი და 10 637 ქალია.

მეტი...

„შეიძლება ადამიანი კურიერი იყოს, მაგრამ თქვენზე ჭკვიანი იყოს“- „გლოვოს“ დაჭრილ კურიერს სოლიდარობა გამოუცხადეს

„გლოვოს“ კურიერებმა დაჭრილ თანამშრომელს სოლიდარობა გამოუცხადეს და ერთგვარი პერფორმანისც მოაწყვეს. მათ ერთი ბოთლი ლუდი იმ ადგილას მიიტანეს, სადაც მათი კოლეგა დაჭრეს. როგორც ისინი ამბობენ, მსგავსი ფაქტების გამო ადამიანებს  ამ სამსახურში  მუშაობის დაწყების არ უნდა ეშინოდეთ. „სიმბოლურად მოვიტანეთ ერთი ბოთლი ლუდი. ამის გამო ლამის კაცი მოკლეს და ამბობენ პნევმატური იყოო ნასროლი. სულელი არავინ არაა. შეიძლება ადამიანი კურიერი იყოს, მაგრამ თქვენზე ჭკვიანი იყოს და თქვენზე მეტი იცოდეს“- ამბობენ „გლოვოს“ კურიერები. ცნობისთვის, “გლოვოს” კურიერს თემო სიგუას თბილისში თავს, იმის გამო დაესხნენ, რომ შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ამ…

მეტი...

„ანგელა მერკელი კანცლერი რომ ყოფილიყო, პუტინი ომს არ დაიწყებდა“ – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც უფრო მეტი იცის რუსეთის შესახებ, ვიდრე უნგრელებმა და თავად. „ვიცი, რომ რუსები განსხვავდებიან ჩვენგან, განსხვავებული ინსტინქტები და შეხედულებები აქვთ. განსხვავებული კულტურა, თავისუფლების განსხვავებული გაგება და ასევე განსხვავებული გაგება აქვთ ეროვნული სუვერენიტეტის. მერკელი იცნობდა მათ. ის რომ კანცლერი ყოფილიყო, პუტინი ამ ომს არ დაიწყებდა. მას არ ესმოდა ლიბერალური დემოკრატია რუსეთში და დასავლელი ხალხის სულელური მიდგომები“,- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებზე ერთი ნომრით წარდგებიან

„ნაციონალური მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გაერთიანებაში გიორგი ვაშაძისა და სოფო ჯაფარიძის გარდა ასევე იქნებიან – გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი. „სხვა პარტიებმა თუ ვერ შეძლეს ამ ეტაპზე გაერთიანება, გავერთიანდეთ ჩვენ პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და რაც მთავარია, ახალგაზრდებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად დაგვანახეს ერთიანობის ძალა. ეს არის ის, რითაც ჩვენ გავიმარჯვებთ, რაც ჩვენ გვაძლევს ძალას. ახლა ჩვენი ვალია, ეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ“- განაცხადა ბოკუჩავამ. ახალი გაერთიანება არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით წარდგება.…

მეტი...

„ვიქტორ ორბანი არ არის საკმარისად გავლენიანი, რომ უკრაინა-რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს,  რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ არის საკმარისად გავლენიანი, რომ უკრაინა-რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შუამავლები შეიძლება ,მხოლოდ ისეთ მოთამაშეები იყვნენ, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი ან ევროკავშირი. „არ ვიცოდი, რომ მოსკოვში მიდიოდა. ეს მისი დამოუკიდებელი არჩევანია. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ის იყოს შუამავალი. რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა არ არსებობს. მხოლოდ სერიოზული, ძლიერი მოკავშირეები შეიძლება, იყვნენ შუამავლები“ – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის განცხადებით, შუამავალი უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და უნდა ჰქონდეს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე ან უნდა ჰყავდეს უფრო ძლიერი…

მეტი...

„მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სასტიკ თავდასხმას“ – ზურაბიშვილი

„მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს, ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. „მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს, მათ შორის კიევზე, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ინფორმაციისთვის, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი დაიღუპა და 125 დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, რომლის…

მეტი...

კიევში ცხრა ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადეს. ამის შესახებ, კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ტელეგრამ არხზე წერს. 9 ივლისს ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება და ნებისმიერი გასართობი ღონისძიება აიკრძალება. რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბილია, ბავშვა საავადმყოფო და სამშობიარო. დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი.

მეტი...

ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს

რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს, აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ჩვენ რუსეთს მის ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ, ხოლო პუტინს თავდასხმების ბრძანების გაცემისთვის. ყოველ ჯერზე, მასთან მშვიდობის განხილვის მცდელობებს, რუსეთი სახლებსა და საავადმყოფოებზე დარტყმებით პასუხობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, მიმდინარე თვეში გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთია.

მეტი...

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ჩავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მოუთმენლად ველით ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას“ – წერს ნარენდრა მოდი X-ზე. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ინდოეთს შორის კავშირების განმტკიცება ორივე ქვეყნის ხალხს დიდ სარგებელს მოუტანს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ნარენდრა მოდის შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ხვალ, 9 ივლისს გაიმართება.

მეტი...