„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ”- კარპენტერი

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ“ – ამის შესახებ, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ მიღებული კანონი საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან“ – აცხადებს კარპენტერი.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით წავიდა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით.

 

მსგავსი თემები