სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს სამიტს დაესწრება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება. ამის შესახებ, განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრი (არარატ) მირზოიანი ნატო-ს პარტნიორებთან ერთად ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, ორგანიზაციის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებებში. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.

მსგავსი თემები