პოლონეთის ქალაქ პოზნანში ნაკრების შეკრებას ხვიჩა კვარაცხელიაც შეუერთდა. კვარაცხელია ინსტაგრამზე ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ბედნიერებაა ნაკრებში ყოფნა“.
ფოტოს საქართველოს ეროვნული გუნდების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება.