,,გამოვაცხადებთ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ გამოაცხადებენ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მას შემდეგ, რაც კიევსა და სხვა ქალაქებზე რუსეთის თავდასხმას სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები, რომლებმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და კიევის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოში ზარალი და მსხვერპლი გამოიწვია, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა.

ბაიდენის თქმით, ვაშინგტონში ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ის აპირებს გაიმეოროს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია.

,,ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რათა დავეხმაროთ დაიცვას თავისი ქალაქები და მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული თავდასხმებისგან. შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის გვერდით დგას”, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები