,,საქართველოში სამხედრო წვრთნების გადავადება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა” – შაჰინი

,,საქართველოში სამხედრო წვრთნების გადავადება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა”, – წერს აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი ,,ღირსეული პარტნიორის” განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზე.

,,საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადავადება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან. ეს შეფერხება ასახავს იმ ენას, რომელიც მე დავიცავი კომიტეტის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გადახედვას მოითხოვს”, – წერს სენატორი.

მსგავსი თემები