სანქციები, გაწევრიანების დაბლოკვა და ესტონეთში შესვლის აკრძალვა ივანიშვილს

44 დეპუტატი ესტონეთის პარლამენტში მოუწოდებს ესტონეთის მთავრობას, საქართველოს ხელისუფლების წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ დააწესოს სანქციები, ასევე კანონის გაუქმებამდე ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემდგომი პროცესები დაბლოკოს. ამის შესახებ განცხადება  საპარლამენტო განხილვაზე რიიგიკოგუში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ერიკ-ნილეს კროსმა წარადგინა, რომელიც ,,საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გმობს”. ,,სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას იმ მიდგომით, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო უფლებებს, არ დაუბრუნდებიან რეფორმებს და დემოკრატიზაციას, რომელიც ევროკავშირთან არის შეთანხმებული და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ გააუქმებენ, რიიგიკოგუ აუცილებლად მიიჩნევს, რომ ესტონეთმა ევროკავშირში…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ევროკავშირის ელჩები მივიდნენ

,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ევროკაშირის ელჩები მივიდინენ. დიპლომტები შეხვდერას პარტიის თავმჯდომარესთან მართავენ. ლევან ხაბეიშვილმა მათ თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ენმ-ს ლიდერები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ იცოდეს, რა პირობებში უწევთ წინასაარჩევნოდ მუშაობა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მუხლი, რომლითაც შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, ყველაზე რბილია, რადგან ეს არა მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანება, არამედ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე ჯგუფური თავდასხმაა. ცნობისთვის, რკინის ე.წ. მანტიროვკებით,  ქვებით და ხელკეტებით შეირაღებული დაჯგუფება ოპიზიციური პარტიის ოფისს თავს რამდენიმე დღის წინ დაესხა.  ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

მეტი...

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირეს

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარმოდგენილი გეგმა გამოიწვევს მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას. ასევე, ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებისა და ღაზას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, კრიზისის სამუდამოდ დასრულებას. „ჩვენ მოვუწოდებთ „ჰამასს“, რომ დათანხმდეს ამ შეთავაზებას, რომლის განსახორციელებლადაც ისრაელი მზად არის. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქვეყნებს, რომლებსაც გავლენა აქვთ „ჰამასზე“, დაეხმარონ მათ ამის განხორციელებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,აბსოლუტური არასერიოზულობა იქნება ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი არის გადასარევად” – თეა წულუკიანი

„აბსოლუტური არასერიოზულობა იქნება ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი არის გადასარევად. ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ტოტალური შტურმი“, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა,  თეა წულუკიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „მთელი ეს პოლიტიკური ხელისუფლება და პირველ რიგში, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი 84 ადამიანი, რომელმაც ამხელა ზეწოლის მიუხედავად, თავისი დამოუკიდებელი კანონმდებლის ფუნქცია შეასრულა და აჩვენა, რომ საქართველო გაბედული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ეს მათ აჩვენეს და ზოგიერთისთვის ეს ყოფილა დიდი ცოდვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი...

გერმანიის კანცლერის მიმართვა მედიამ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებად გაასაღა

დეზინფორმაციული კამპანიის კიდევ ერთი მაგალითი ქართულ მედიაში. ამჯერად საქმე ეხება გერმანიის კანცლერის მიმართვას, რომელიც მედიამ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებად გაასაღა. გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში, კანცლერის ციტატა დაპოსტა, თუმცა არ მიუთითა ვის ეხებოდა მიმართვა. ოლაფ შოლცის სიტყვები, რომ : პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მიმართ შეუწყნარებელია, მედიის ნაწილმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირა, თუმცა სინამდვილეში, კანცლერმა ეს სიტყვები გერმანიაში ბოლო დროს განხორციელებული ძალადობის შესახებ თქვა და მიმართვაში 5 წლის წინ მოკლული ვალტერ ლიუბკეს საქმეც გაიხსენა.

მეტი...

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ოფიციალურად დაწესდება და უქმე დღედ გამოცხადდება

,,ძირითად კანონში და ასევე შრომის კოდექსში 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს უკვე 10 წელია აღინიშნება და გამოცხადდება უქმე დღედ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მეტი...

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: წარსულში ნასამართლევი 1969 წელს დაბადებული დ.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.გ. (მეტსახელად „ბაჩი“). ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული დ.ც. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.ც.-მ ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრს – მეტსახელად „ბაჩის“ მიმართა. მეორე მხარემ თავის მხრივ, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვა დახმარება, რის შემდეგაც, ბრალდებულ…

მეტი...

ონთან დილით განმეორებითი მიწისძვრა იყო

საქართველოში, რაჭაში დღეს დილით, 05:30 საათზე განმეორებითი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც ქალაქ ონთან, სოფელი ირი იყო. მიწისძვრის სიდიდე 3.7 მაგნიტუდა იყო. მანამდე 02:03 საათზე, იგივე ადგილზე 5.4 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

მეტი...

დღეიდან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ძალაში შედის

დღეიდან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ძალაში შედის. აღნიშნულ კანონს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაშვილმა ხელი გუშინ მოაწერა. მმართველი გუნდის განცხადებით, კანონი ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის მიზნებისა და ფინანსურ გამჭვირვალობას ემსახურება, რაც მათივე თქმით, წერტილს დაუსვამს მიმდინარე რადიკალურ პროცესებს და ხელს შეუწყობს მოქალაქეების ინფორმირებულობას.

მეტი...

უკრაინის მშვიდობის სამიტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დაესწრება

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი დაესწრებიან უკრაინის სამშვიდობო სამიტს, რომელიც შვეიცარიაში 15 ივნისს გაიმართება. ვიცე-პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის, კირსტენ ალენის თქმით, ჰარისი გაემგზავრება შვეიცარიაში, რათა ხაზი გაუსვას ვაშინგტონის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და გაეროს წესდების პრინციპებზე. თეთრი სახლის ცნობით, ჰარისი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ისინი იცავენ თავს რუსული აგრესიისგან. უკრაინის პრეზიდენტმა მანამდე პრეზიდენტ ბაიდენს დასწრებისკენ მოუწოდა, თუმცა ბაიდენი 15 ივნისს ლოს-ანჯელესში იქნება ყოფილ პრეზიდენტ ობამასთან ერთად ღონისძიებაზე, რომლის…

მეტი...

აჭარაში მოქმედი არასამთავრობოები მუქარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ 31 მაისიდან გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებს, უფლებადამცველების და მათი ოჯახის წევრებს ყოველდღიურად ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ზარები ხორციელდება როგორც უცხო სახელმწიფოში, ისე საქართველოში რეგისტრირებული ნომრებიდან. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს აქვთ ეჭვი, რომ პერსონალური მონაცემები კანონის დარღვევით, სახელმწიფო უწყებების ბაზებიდანაა მოპოვებული. ,,ბათუმში, 2024 წლის 31 მაისიდან რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებს, უფლებადამცველების და მათი ოჯახის წევრებს ყოველდღიურად ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ზარები ხორციელდება როგორც უცხო სახელმწიფოში, ისე საქართველოში რეგისტრირებული ნომრებიდან. ზარის განმახორციელებლები იყენებენ სიძულვილის და…

მეტი...

მოქალაქე, რომელსაც ნინო წილოსანი ,,ადევნებაში” ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს

მოქალაქე, რომელსაც ,,ოცნების”დეპუტატი ნინო წილოსანი ,,ადევნებაში” ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც დავით კუპრავა Facebook-ზე წერს, მან გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. ,,დამიბარეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ნინო წილოსანის ადევნების ფაქტზე. ვნახოთ, რა იქნება. არა რუსულ რეჟიმს! update: უარი განვაცხადე გამოძიებაში ჩვენების მიცემაზე და მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა! სიმართლე და მტკიცებულებები ჩემს მხარეს არის. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს რეჟიმია, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების პროტესტის ეშინია”, – წერს კუპრავა. წილოსანმა კუპრავას შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივლა, რადგან პარტიულ ტელევიზიებთან კომენტარის დროს მოქალაქემ მას მანქანიდან მოღალატე დაუძახა. წილოსანი ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს “ადევნებას”. ის…

მეტი...

,,თავზე დამამხე” თეატრი, მაშინ როცა მე შეიძლება არ ვიზიარებ შენ აზრს, ამ ხაზის დარღვევას ვდარდობ” – წულუკიანი

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ჰგონია, რომ ის მსახიობები, რომლებიც გამჭვირვალობის შესახებ კანონს სცენიდან აპროტესტებენ, შეცდომაში არაიან შეყვანილი. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში” ისაუბრა. შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ მსახიობები შეცდომაში არიან შეყვანილი, მინისტრი პასუხობს: ,,ასე მგონია”. ,,ის ვინც თქვენ ნახეთ, ვინც კულტურის სამინისტროს სისტემაში საქმიანობენ, ანუ ჩვენი მხრიდან იღებენ ხელფასს, ამ ადამიანების მცირე რიცხვმა, სამწუხაროდ დაარღვია ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს. ასე არის ოდითგან, რომ ხაზი არსებობს უხილავი, ჯადოსნური, მისტიური, დარბაზსა და სცენას შორის. ეს დაარღვიეს…იმ დარბაზში ყველა არ ზის ერთ აზრზე და ბოდიშს ვიხდი ამ…

მეტი...

,,დაღალე რეჟიმი!” – 5 ივნისს პარლამენტის წინ აქცია გაიმართება

ახალგაზრდული მოძრაობა ,,დაფიონი” ხვალ, 5 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქციას აანონსებს. ,,ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც ,,ოცნება” აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს. გელოდებით პარლამენტის წინ!”, – წერს მოძრაობა ,,დაფიონი”.

მეტი...

ისრაელმა დაადასტურა, რომ დაღუპულია კიდევ 4 მძევალი

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს ღაზის სექტორში, “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი კიდევ 4 მძევლის სიკვდილს. ხაიმ პერის, იორამ მეცგერის, ამირამ კუპერისა და ნადავ პოპლევერის ოჯახებს აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობეს. “ჰამასის” ტყვეობაში მათი დაღუპვის გარემოებები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, იუწყება IDF, რომელიც ამბობს, რომ ის იყენებს “მრავალფეროვან მეთოდებს ღაზას სექტორში დარჩენილი მძევლების შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად”. IDF-ის მთავარმა სპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ მძევლები რამდენიმე თვის წინ მოკლეს და მათი ცხედრები ჯერ კიდევ “ჰამასის” ხელშია. IDF-ის განცხადებით, ოთხი მძევლის დაღუპვის შესახებ ცნობის ოფიციალურად დადასტურება ეფუძნება დაზვერვის მონაცემებს და ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტის…

მეტი...

იტალიამ დაადასტურა, რომ უკრაინას SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ რომი აპირებს უკრაინაში კიდევ ერთი SAMP/T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას. თავდაპირველად ინფორმაცია Reuters-მა და იტალიურმა გაზეთმა Corriere della Sera-მ გაავრცელეს და დაწერეს, რომ დაგეგმილი იყო კიევისთვის სისტემის მიწოდება, რომელიც მას საშუალებას მისცემს 10 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდოს. ეს ინფორმაცია ტაიანმა ტელეკომპანია RAI-თან ინტერვიუში დაადასტურა და თქვა, რომ ეს თავდაცვის სისტემა თავად უკრაინამ ითხოვა. Reuters-ის ცნობით, 2023 წელს იტალიამ და საფრანგეთმა უკრაინას მიაწოდეს პირველი SAMP/T ინსტალაცია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა მეორე ასეთი სისტემა მიიღონ, რომელიც ამჟამად ქუვეითშია, თუმცა მალე იტალიაში უნდა დაბრუნდეს.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი რაჭაში, ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კილომეტრში მდებარე სოფელ ირიში დაფიქსირდა.

მეტი...

,,ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ უყოყმანოდ დავაწესებდით სანქციებს” – მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კონკრეტული ინდივიდების დასანქცირების შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება ძალაში რჩება: ,,ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ, მაგრამ ამ დრომდე არ გაგვიკეთებია განცხადება კონკრეტული ინდივიდების შესახებ. ამ თემაზე, აქ შევჩერდები, თუმცა ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ უყოყმანოდ დავაწესებდით ამ სანქციებს”, – აღნიშნა სახდეპის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა. შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ აშშ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. გვარები ამ დრომდე არ დასახელებულა, თუმცა დღეს გავრცელდა…

მეტი...

„ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან“ – ზურაბიშვილი

,,ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა, ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგებლების მიღებაზე განაცხადა, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მთელი ფოკუსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე იყო, რის გამოც ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებს სათანადო ყურადღება ვერ მიექცა. „ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის რუსულ კანონზე და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იყო. მაგალითად, ოფშორების კანონს, რომელიც…

მეტი...

,,მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე” – პრეზიდენტი

ქართულ ქარტიაზე ხელმომწერებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა იმ კანონებზე ისაუბრა, რომლებსაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო, საკმარისი ყურადღება არ დაეთმო. სალომე ზურაბიშვილმა ასეთად დაასახელა ე.წ. ოფშორების კანონი, ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები. მისივე თქმით, მთავრობა საპენსიო ფონდთან დაკავშირებით, მავნებლურ კანონს ამზადებს: ,,მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ამ ქვეყნის, რომ შეიქმნა საპენსიო ფონდი, რითაც შეიძლებოდა, რომ ოცნებას თავი მოეწონებინა, მაგრამ ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის მთავრობის ხელში გადატანა ამ საპენსიო ფონდის და ძალიან საშიში მიმართულება”, –…

მეტი...

„აქამდე საზოგადოებას ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, საით მიდიოდა ხელისუფლება“ – იაგო ხვიჩია

„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონმა რაღაცნაირად მაღვიძარას ეფექტი შეასრულა და ეს პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი შეფასებით, ამ კანონს დიდი ხანი არ უწერია. „ამ კანონს მოქმედების დიდი ხანი არ უწერია. აქედან გამომდინარე, ვერ მოასწრებს იმ საზიანო შედეგების მოტანას, რაც შეუძლია რომ მოიტანოს. ასეთი შედეგები ყველანაირი შეიძლება იყოს. ახალს არაფერს დავამატებ. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე დავასრულებთ ერთპიროვნულ მმართველობას და ამ კანონის მოქმედებასაც ამასთან ერთად. სანამ გაუქმდება კანონი, მანამდე შეიძლება შედეგიც კი მოუტანოს ქვეყანას. გამოფხიზლების უებარი წამალი გამოდგა ეს ქვეყნისთვის. აქამდე საზოგადოებას ეძინა და წარმოდგენა…

მეტი...

,,მე ვიქნები ძალიან მკაცრი ვალდებულებების შესრულების მიმართ“ – ზურაბიშვილი

,,მესმის პოლიტიკური პარტიების წუხილი ზოგჯერ, მაგრამ ეს ვერ იქნება პოლიტიკური პარტიების ცალკეულად გამარჯვების არჩევნები”, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც ათონელის რეზიდენციაში ქართული ქარტიის ხელმოწერის შემდეგ, მიღებას ესწრებიან. პრეზიდენტმა მათ კიდევ ერთხელ შეახსენა ოქტომბრის არჩევნების მთავარი მიზანი და მიმართა, რომ მათი საქმეა რა ფორმატით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და რომ მან ერთობის ფორმულა შესთავაზა. ,,თქვენი საქმეა, მე ვთქვი ერთხელ და ვიმეორებ, რა ფორმატში, რა ფორმატებში მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ეს თქვენი და თქვენი ამომრჩევლის საქმე არის. მე ერთადერთი გთავაზობთ ერთიან ერთობის ფორმულას, რაც არის ამ…

მეტი...

,,ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა, რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო” – პრეზიდენტი

ქართული ქარტიის ხელმოწერასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა დასავლელი პარტნიორებისა და რუსი ოკუპანტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა: ,,რუსული კანონის მიღებამ ძალიან შეცვალა, სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა იმ დღიდან, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი, ევროპელები თუ ამერიკელები, მთელი დასავლეთი და ყველა ორგანიზაცია, ყველამ დაგმო ეს კანონი და თქვა, რომ ამას ადგილი არ აქვს ევროპაში და ამ კანონით ვერ მიგიღებთ. ამაზე ნათელი გზავნილი არამგონია, რომ საქართველოს ოდესმე მიეღოს. მაგრამ ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა და ეს პროცესი გადავიდა სხვა განზომილებაში. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ან-ან-ის საკითხი დადგა. ან აღვადგენთ იმ ევროპულ გზას, რომელზედაც ვიდექით…

მეტი...

ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო

დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. პირველი ქვეყანა, სადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება უკვე აქვთ, ესტონეთია. ესტონეთს 720 ადგილიან ევროპარლამენტში შვიდი დეპუტატი ეყოლება. როგორც „პოლიტიკო“ წერს, უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა საერთოდ ვერ ხვდება და არ ანაღვლებს ევროპარლამენტის არჩევნები. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში მოქალაქეები უმთავრესად შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააკეთებენ არჩევანს „ბალტიისპირეთშიც კი, სადაც რუსეთიდან მომავალი საფრთხე არჩევნების შედეგზე სავარაუდოდ დიდ ზეგავლენას მოახდენს, მოქალაქეებს ძირითადად მათი ქვეყნის ბედი აღელვებთ და არა –  ევროკავშირის დიდი გეოპოლიტიკა“, – აღნიშნულია სტატიაში.

მეტი...

ნიდერლანდები უკრაინას მის მიერ მიწოდებული F-16-ებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლება მისცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, F-16 ტიპის 24 მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთა გადაცემასაც ნიდერლანდები უკრაინისთვის აპირებს, შესაძლოა, რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენონ. POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში ოლონგრენმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები არ დააწესებს შეზღუდვებს, როგორც ეს იყო ბელგიის შემთხვევაში, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ კიევი გააფრთხილა, რომ F-16-ებით არ შეუტიოს სამიზნეებს რუსეთის საჰაერო სივრცეში. ოლონგრენის განმარტებით “ბელგიურ სტილში შეზღუდვები არ არსებობს”. „ჩვენ ვიყენებთ იგივე პრინციპს, რაც გამოვიყენეთ ნებისმიერი სხვა შესაძლებლობების მიწოდებაზე: როგორც კი მათ გადავცემთ უკრაინას, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი. ჩვენ მათ მხოლოდ იმას ვთხოვთ, რომ პატივი სცენ საერთაშორისო კანონს და თავდაცვის უფლებას,…

მეტი...

,,როცა 7 თებერვალს დავიწყე კონსულტაციები, მივმართე ივანიშვილს, პასუხი არ მიმიღია” – ზურაბიშვილი

ქართულ ქარტიაზე ხელმომწერებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა ქარტიის ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთავაზება “ოცნებას” და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც გაუკეთა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მისივე თქმით, შეთავაზება უპასუხოდ დარჩა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდანაც: ,,იმ დროს, როცა ამას ვაცხადებდი პარლამენტში, კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, ჩემთვის ნათელი იყო რომ მმართველი პარტია არ აპირებდა და არ მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ შეესრულებინა თუნდაც ნაწილი ამ 9 ნაბიჯისა. მაგრამ, როცა 7 თებერვალს დავიწყე კონსულტაციები მე მაინც მივმართე მმართველ პარტიას და პირველ რიგში მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის, რომ ესენიც ჩართულიყვნენ თუ ამისი…

მეტი...

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 43 წლის ქალია, რომლის ცხედარიც მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ასევე სტიქიას ემსხვერპლა 42 წლის მოხალისე მაშველი. კიდევ ორი დაღუპული ცხედარი ნაპოვნია ქალაქ შორნდორფში, დატბორილი სახლის სარდაფში. როგორც ბავარიის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, სტიქიის გამო სიტუაცია კვლავაც კრიტიკული და დაძაბულია. ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ იკლო, თუმცა სხვა დასახლებები ისევ დატბორილია, რის გამოც მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება. რამდენიმე დასახლებაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. წყალდიდობის გამო გერმანიის რკინიგზამ ქვეყნის სამხრეთის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეაჩერა. გერმანიის მედია სტიქიას „საუკუნის წყალდიდობას“…

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა” – როიტენი

,,ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა, დაუწესეთ სანქციები ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს”, – წერს X-ზე ევროპარლამენტარი თიის როიტენი პაპუაშვილის მიერ, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხელმოწერაზე. ,,ქართულმა ოცნებამ” ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა – თუმცა საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან. საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს”, – წერს როიტენი.  

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუტინის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. ხვიჩა გვირჯიშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა. რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი გმირი და მოხერხდა თუ არა ცხედრის გამოყვანა ფრონტის ხაზიდან, უცნობია. ხვიჩა გვირჯიშვილი უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ომის დაწების პირველივე დღიდან იბრძოდა. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მეტი...

„აშშ, შესაძლოა, ფატალურ შედეგებს შეეჯახოს“ – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ, შესაძლოა, „ფატალურ შედეგებს“ შეეჯახოს, თუ დააიგნორებს მოსკოვის გაფრთხილებას, რომ უკრაინამ ვაშინგტონის მიერ გადაცემული შეიარაღება რუსეთზე თავდასხმისთვის არ უნდა გამოიყენოს. „მინდა, გავაფრთხილო ამერიკის ლიდერები არასწორი გათვლების შესახებ, რასაც შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს. უცნობი მიზეზებით, ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ მოგერიების სერიოზულობას, რომელიც შესაძლოა, მიიღონ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. ცნობისთვის, „პოლიტიკო“ წერს, რომ გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ფარულად მისცა ნებართვა, ამერიკის მიერ მიწოდებული ზოგიერთი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე გამოიყენოს. მოგვიანებით, ასეთი ნებართვები ევროპის რამდენიმე ქვეყანამაც გასცა.

მეტი...

17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი – ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერები დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ჩამონათვალს აქვეყნებს: პოლიტიკური პარტიები: საქართველოს მწვანეთა პარტია – გია გაჩეჩილაძე სამართლიანობისთვის – ეკა ბესელია დროა – ელენე ხოშტარია გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ ჯაფარიძე ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია კანონი და სამართალი – თაკო ჩარკვიანი ლელო საქართველოსთვის – მამუკა ხაზარაძე ახალი – ნიკა მელია მოქალაქეები – ქეთევან თურაზაშვილი ანა დოლიძე ხალხისთვის – კახაბერ დვალიშვილი თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – ირაკლი ჯამბურია სტრატეგია აღმაშენებელი – პაატა მანჯგალაძე ევროპული საქართველო – გიგა ბოკერია რესპუბლიკური პარტია – დავით ბერძენიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა…

მეტი...

“დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს”- ევროპარლამენტარი

„საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს”-ევროპარლამენტარი, თიის როიტენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ხელის მოწერას გამოეხმაურა. როიტენი ამბობს, რომ სანქციები უნდა დაუწესონ  ბიძინა ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს. „საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს“ – წერს ევროპარლამენტარი  X-ზე.  

მეტი...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული საგენტო უახლოესი საათების განმავლობაში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამავე ცნობით, 3 ივნისს, უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ -ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე დაბალი)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეტი...

“სპორტის განვითარება მნიშვნელოვანია”- მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გახსნა

“სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია როგორც მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ასევე მასობრივი სპორტს განვითარება. „დღეს იხსნება არაჩვეულებრივი სტადიონი, რომელიც აშენდა უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად. ის არის აშენებული, როგორც უეფა-ს მეორე კატეგორიის სტადიონი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობა ადგილზეა, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და რაც მთავარია, თვალს უხარია ასეთი ლამაზი სტადიონი. სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები. მნიშვნელოვანია, როგორც მაღალი მიღწევების…

მეტი...

„უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია“- პრემიერის მოხსენება

„2023 წელს ასევე დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი. დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა”- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული. მოხსენების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. „მათ შორის, აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს. უმუშევრობის დონე 2023 წელს შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და 16.4%-ით განისაზღვრა. 2024 წლის პირველ კვარტალში, გაგრძელდა უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების მზარდი დინამიკა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე,…

მეტი...

„2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა“- პრემიერის ანგარიში

„2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა – რაც შეეხება უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, 2023 წელს გერმანიაში 1193 მოქალაქე დასაქმდა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 20 მაისამდე კი 424“- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მოხსენებაშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით დასაქმებულ სოციალურ დაუცველთაგან პროგრამას 7 078 პირი სხვადასხვა მიზეზით გამოეთიშა. „2023 წლის მდგომარეობით, სულ დასაქმდა 39 999 სოციალურად დაუცველი, აქედან 32 921 პირს აქვს აქტიური ხელშეკრულება, ხოლო 7 078 პირი პროგრამას გამოეთიშა სხვადასხვა მიზეზით. 2023 წლის მდგომარეობით, ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 20 096…

მეტი...