„2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა“- პრემიერის ანგარიში

„2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა – რაც შეეხება უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, 2023 წელს გერმანიაში 1193 მოქალაქე დასაქმდა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 20 მაისამდე კი 424“- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მოხსენებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით დასაქმებულ სოციალურ დაუცველთაგან პროგრამას 7 078 პირი სხვადასხვა მიზეზით გამოეთიშა.

„2023 წლის მდგომარეობით, სულ დასაქმდა 39 999 სოციალურად დაუცველი, აქედან 32 921 პირს აქვს აქტიური ხელშეკრულება, ხოლო 7 078 პირი პროგრამას გამოეთიშა სხვადასხვა მიზეზით. 2023 წლის მდგომარეობით, ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 20 096 მოსარგებლე; მათ შორის, 2023 წელს დასაქმდა 11 124 პირი, მათ შორის, 317 შშ პირი. 2023 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით, საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა 2 386 პირმა. 22 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის ფარგლებში ჯამში მიმართვა განახორციელა 86 151 მოქალაქემ, მათ შორის, 14 757 პირმა 2023 წელს. 2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სააგენტომ საზოგადოებრივ სამუშაოზე ჩართვის მიზნით, 29 417 სოციალურად დაუცველთან გააფორმა ხელშეკრულება“ – ნათქვამია მოხსენებაში.

 

მსგავსი თემები